რუსი მაღალჩინოსანი ქვეყანაში კორონავირუსით უფრო მეტი პაციენტის გარდაცვალებას წინასწარმტყველებს
რუსეთის ფედერალური მარეგულირებელი უწყების „როსპოტრებნადზორის“ მომხმარებელთა უფლებების სექციის ხელმძღვანელი, ანა პოპოვა, აცხადებს, რომ რუსეთში კიდევ უფრო გაიზრდება კორონავირუსთან შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა.
„ეს არის ტიპიური შემთხვევა ყველა ქვეყანაში: სიკვდილიანობის პიკი დაავადების ყოველდღიურ პიკს მოსდევს. კორონავირუსთან დაკავშირებული შემთხვევები გაიზრდება და, სამწუხაროდ, ეს დღეს აშკარაა“, - განაცხადა ანა პოპოვამ რუსეთის სახელმწიფო საკვირაო გადაცემაში, რომელსაც ტელეარხ „როსსიაზე“ კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი, ვლადიმირ სოლოვიოვი უძღვება.
ამ განცხადების ფონია რუსეთის სამთავრობო ოპერატიული შტაბის მიერ კვირას გავრცელებული ცნობა, რომლის თანახმად, კორონავირუსის ეპიდემიის განმავლობაში რუსეთში წუხელ COVID-19-ით გარდაცვალების ყველაზე მეტი, 153 შემთხვევა დაფიქსირდა.