Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Май
2020

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე - რა არ უნდა გამოგრჩეს 25 მაისს

0

ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახმა განცხადება გაავრცელა

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლმ გუშინ 100-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე ნელი დოროყაშვილზე მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მისი ადვოკატის ირმა ჭკადუას თქმით, ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლით ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბასილაშვილს სამ წლამდე პატიმრობა ან გამოსასწორებელი სამუშაოს შეფარდება ემუქრება.

გუშინვე ჩოგრბურთელის ოჯახმა განცხადება გაავრცელა.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ნელი დოროყაშვილი, ნიკოლოზის ყოფილი მეუღლე ცდილობს ნიკოლოზს და მის ოჯახს მორალური, ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს. ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი განქორწინებაში იმყოფებიან. ნელი დოროყაშვილი, განქორწინებაზე უარს აცხადებდა, შესაბამისად განქორწინება სასამართლოს გზით, გარიგების საფუძველზე მოხდა. ნიკოლოზს ყოფილ მეუღლესთან არანაირი კონტაქტი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ არ ჰქონია გარდა ბავშვის მეურვეობისა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ომბუდსმენი ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ ცოლს მხარდაჭერას უცხადებს

ვგმობთ ძალადობას - ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე

ადვოკატი: ბასილაშვილის მამას რომ ეძალადა, მასაც დააკავებდნენ

 

 

 

 

კორონავირუსის გავრცელება საქართველოსა და მსოფლიოში

დადასტურებული შემთხვევა - 730

გარდაცვლილი - 12

გამოჯანმრთელებული - 522

კარანტინში - 3076

სტაციონარში - 326

მსოფლიოში კორონავირუსის რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა 5 მილიონ 200 ათასზე მეტია. პირველ ადგილზე ისევ აშშ-ია, მეორეზე რუსეთი, ხოლო მესამეზე - უკვე ბრაზილია.

რუსეთში გუშინ ვირუსის შედეგად გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა აღირიცხა. 24 საათში იქ 153 პაციენტი გარდაიცვალა. სწრაფად იზრდება დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა ჩრდილოეთ კავკასიაშიც.

საქართველოში კი დღეის მდგომარეობით რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა 730-ს აღწევს. თუმცა თუ გამოჯანმრთელებისა და გარდაცვალების მაჩვენებელს გამოვაკლებთ, გამოდის, რომ დღეს ექიმები 196 პაციენტს მკურნალობენ.

წაიკითხე მეტი.

 

 

 

სააპელაციო სასამართლოში მიხეილ კალანდიას სააპელაციო საჩივრის განხილვა იწყება

დღეს 2:00 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდიას საჩივრის განხილვა იწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 25 თებერვლის განაჩენის თანახმად, მიხეილ კალანდიას ბრალი ედება დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში. განაჩენში წერია, რომ ის „სხვა პირთან“ ერთად მოქმედებდა და არაერთი ჭრილობა მიაყენა დავით სარალიძეს. კალანდიას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ვადით - 11 წელი და 3 თვე. მსჯავრდებულის ოჯახის წევრები და ადვოკატები პოლიტიკურ განაჩენზე საუბრობდნენ.

ნახე სტატია ამ თემაზე ჩვენი არქივიდან.

 

 

 

მეუფე ნიკოლოზი: გულის მოგება თუ გინდა ადამიანის, ტყე არ უნდა აჩუქო

„იმისგან, რომ ტყე გადაეცემა ეკლესიას, ვთქვათ, მთელი ტყეც რომ გადაეცეს, ამისგან სიკეთეს მიიღებენ მხოლოდ ჩვენი შვილები. ტყეს არ ეცვლება სტატუსი, ტყე რჩება ტყედ და ის კანონები, რაც ზოგადად ტყეს იცავს, ძალაშია ყველაფერი. ტყე მე თუ გადმომეცემა, არავინ მაპატიებს იმას, რომ ეს ტყე გავჩეხო ან გავყიდო, ან რა უნდა ვუყო? - უნდა მოვუარო ერთადერთი. ჩემთვის ეს რთულია, დამატებითი დავალებაა, პასუხისმგებლობა“, - უთხრა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა „ტყის კოდექსთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად ჟურნალისტებს.

ეპისკოპოსის თქმით, ტყის საკუთრებაზე უფლების მინიჭება ეკლესიისთვის, საარჩევნო წელს არ უკავშირდება, ტყის მოვლა პასუხისმგებლობაა და თუკი ხელისუფლებას ეკლესიის გულის მოგება სურს, რაიმე სასარგებლო უნდა აჩუქოს.

„გულის მოგება თუ გინდა ადამიანის, ტყე კი არ უნდა აჩუქო, რამე ისეთი უნდა აჩუქო, საიდანაც სარგებელს მიიღებს და ეკლესია რას ისარგებლებს? არ ვიცი, არ მესმის“, - ამბობს ეპისკოპოსი.

საქართველოს პარლამენტმა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგობის ფონზე ტყის კანონი, რომელიც ეკლესია-მონასტრებს 20 ჰექტარი ტყის ფართის საკუთრებაში ქონის უფლებას აძლევს, 22 მაისს დაამტკიცა.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ნინო წილოსანი ფიქრობს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას ტყის ფლობის სურვილი არ გაუჩნდება

TDI: გაუგებარია, საპატრიარქოს რა რელიგიური შინაარსის ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ტყეების ფლობასთან

 

 

 

„ადგილი მოუნაცვლე“ - „ანას ბაღის“ მცველები მერიასთან აქციას გამართავენ

ვარკეთილის ზემო პლატოზე, მეორე მიკრორაიონში მდებარე „ანას ბაღის“ მცველები 23 მაისს, თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას გამართავენ სახელწოდებით „ადგილი მოუნაცვლე“.

„ანას ბაღის“ მცველები უკვე მესამე წელია თბილისის მერისგან ვითხოვთ დაგვიბრუნდეს გაყიდული ეზო. თბილისის მერის პასუხი კი იყო დარბევა, დაკავებები, დაჯარიმებები, დაცინვა, მოტყუება, ბინძური იარლიყების მოკერება და სასამართლო გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება. თბილისის მერია იქცა კორუფციის ბუდედ, სადაც სამართლის პოვნა შეუძლებლად იქცა, კახა კალაძემ კი სრულიად დაკარგა ლეგიტიმაცია. ჩვენ ვიკრიბებით თბილისის მერიასთან, რათა მივიღოთ იმ მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა, რომელიც ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ, ჩვენი ჩართულობის გარეშე გაასხვისა მერიამ“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ბაღის მიმდებარე ტერიტორია 2016 წლის მიწურულს გასხვისდა და იქ მრავალსართულიანი კორპუსის აშენება გადაწყდა.

2018 წელს ადგილობრივებმა საჩივრით მიმართეს მერიას. ისინი დოკუმენტში მიუთითებდნენ, რომ კორპუსის აშენების შემთხვევაში, ჩაიკეტება ბაღის შესასვლელი და კორპუსამდე მისვლა გაუჭირდება სახანძროს ან სასწრაფო დახმარების მანქანას.

წაიკითხე მეტი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ურთიერთობა ინტერნეტსივრცეში - სივრცეში, რომელსაც ინტერნეტფორუმი ჰქვია. ვიხსენებთ forum.ge-ს და ვესაუბრებით „ნიკებს“ უკან ამოფარებულ, ე.წ. იუზერებს.





Губернаторы России
Москва

Собянин: 15 июня начинается самый масштабный сезон фестиваля «Усадьбы Москвы»





Москва

LISA FM Александр Белоносов выпустил альбом «Родина Сердца: Дневник Психолога»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: 12 июня в Москве парковки будут бесплатными



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

PR promo

LISA FM Александр Белоносов выпустил альбом «Родина Сердца: Дневник Психолога»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

"Евро-Футбол.Ру": "Спартак" летом хочет приобрести вингера

Легкоатлетка Тангара назвала кринжем участие Бузовой в забеге на Никольской

В Архангельске прошёл межрегиональный теннисный турнир «Белое море»


Александр Зверев

Зверев вышел в финал «Ролан Гаррос»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Два автомобиля столкнулись на Кутузовском проспекте в Москве



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России