კვლავ გაიხსნა მეჩეთები საუდის არაბეთში და იერუსალიმში მიუხედავად კორონავირუსისა
ათასობით მეჩეთი კვლავ გაიხსნა საუდის არაბეთში მას მერე, რაც ისინი ორ თვეზე მეტ ხანს იყო დახურული. მლოცველებმა უნდა დაიცვან მკაცრი ნორმები, რათა თავიდან აიცილონ კორონავირუსის გავრცელება.
ისლამის უწმინდესი ადგილი მექაში კვლავ დახურულია. ალ-აქსას მეჩეთი იერუსალიმში, მაჰმადიანთა უწმინდესი ადგილი მექასა და მედინას შემდეგ, ასევე გაიხსნა კვლავ პირველად მარტის შემდეგ.
საუდის არაბეთმა და არაერთმა სხვა სახელმწიფომ მთელ მსოფლიოში დაიწყეს მარტის მერე პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების და აკრძალვების შერბილება.
საუდის არაბეთში მთავრობამ 90 ათასი მეჩეთი კვლავ გახსნა მას მერე, რაც დეზინფიცირებული იქნა სალოცავი ხალიჩები, დასაბანი ადგილები და თაროები, სადაც ყურანის ასლები ინახება.