კერძო ფირმის მიერ შექმნილმა ამერიკულმა ხომალდმა ამერიკელი ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მიიყვანა
პირველად ისტორიაში ორმა ამერიკელმა ასტრონავტმა კერძო კომპანიის მიერ შექმნილი კოსმოსურ ხომალდით მიაღწია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს.
დაგ ჰერლი და ბობ ბენკენი 31 მაისს მიფრინდნენ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე SpaceX-ი მიერ შექმნილ კაპსულაში სახელწოდებით, „Dragon-ი“, რომელიც ხომალდ „Falcon 9-მ“ გაიყვანა კოსმოსში 30 მაისს, როცა სტარტი მიეცა პირველად კერძო ფირმის მიერ შექმნილი კოსმოსურ აპარატით ასტრონავტების გაფრენას კოსმოსში აშშ-ის ტერიტორიიდან.
ასტრონავტები შეუერთდნენ სადგურზე მყოფ, ერთი ამერიკელისა და ორი რუსისგან შემდგარ ეკიპაჟს ოთხ თვემდე ვადით.
ასეთი გაფრენა პირველი იყო ბოლო, თითქმის ათი წლის განმავლობაში, რადგან ამერიკელი ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გასაფრენად რუსეთის „სოიუზის“ რაკეტებს იყენებდნენ. მათი გაფრენა ხდებოდა რუსეთის ხელში მყოფი, ბაიკონურის კოსმოდრომიდან, რომელიც ყაზახეთის ტერიტორიაზეა.
ეს მისია გამოცდა იყო SpaceX-ის ტექნოლოგიისთვის. მან გზა გაუკვალა კერძო კომპანიებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების გადაყვანისკენ. შედეგად, დაიწყო ახალი ერა კერძო კოსმოსური გაფრენებისა.