Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июнь
2020

გახარია: ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შტურმით აღება არ დაეშვა

0
გახარია: ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შტურმით აღება არ დაეშვა

2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შესახებ ილაპარაკა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „პირველ არხთან“ ინტერვიუში.

„საგამოძიებო პროცედურები ყველა იმ საქმესთან დაკავშირებით, რომლებსაც თქვენ შეეხეთ, დასრულებულია. ახლა სასამართლო ეტაპზეა. მე როგორც ვიცი, პარლამენტზე შტურმის და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული პირების 99%-მა დანაშაული აღიარა. იქ შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

ის, რომ გარკვეული პოლიტიკოსები ან ორი პოლიტიკოსი... ეს ჩვენი პოლიტიკური პროცესის სისუსტის მაჩვენებელია, მეტი არაფერი. მერწმუნეთ, ნებისმიერ სხვა დასავლურ ქვეყანაში მსგავსი, რამ რომ მომხდარიყო, ამას ექნებოდა სულ სხვა სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები. ზოგ ნაწილში სამართლებრივი და ზოგში - პოლიტიკური. ჩვენ გარდამავალ ეტაპზე მყოფი დემოკრატია ვართ და ნელ-ნელა ყველაფერს ვსწავლობთ“, - ამბობს გახარია.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი განმარტავს, რა იყო 20 ივნისს ხელისუფლების პასუხისმგებლობა. „ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო, ასევე, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შტურმით აღება არ დაეშვა. ამ პასუხიმგებლობის განხორციელების დროს გარკვეული, სამწუხარო შედეგები დადგა ყველა ჩვენგანისთვის, ჩემთვის პირველ რიგში, მაგრამ ეს ხო მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, რომლის ფუნქციასაც მე ვასრულებდი, პირდაპირი პასუხისმგებლობა იყო“, - თქვა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრი 20 ივნისს ხელისუფლების მოქმედების შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას. „კონცეპტუალურად და პოლიტიკურად ჩვენ თუ ამ ყველაფრიდან გამოვიტანთ ისეთ გაკვეთილს, რომელიც ჩვენი მომავალი თაობის, მაგალითად, ჩემი შვილის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ განმეორდება - საქართველოს პარლამენტზე თავდასხმა პოლიტიკური მიზნის მისაღწევად. ეს უკვე საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და მერწმუნეთ, მე, როგორც ცალკე აღებული რიგითი მოქალაქე ამ ქვეყნის, ამით დავკმაყოფილდები. მე მახსოვს, სკოლის მოსწავლე ვიყავი, რას ნიშნავდა პარლამენტის შტურმი. ისიც მახსოვს, ამის შემდგომ ქვეყანა რა სახის და მნიშვნელობის ტურბულენტობაში შევიდა. მერე მახსოვს მეორე შტურმიც.

ჩვენ თუ არ მივაღწიეთ იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები ხდება არა ძალადობის გზით, პარლამენტზე შტურმითა და პარლამენტში შეჭრის გზით, არამედ საარჩევნო ურნასთან... ეს უკვე მერწმუნეთ, გარდამავალი დემოკრატიისთვის არის საკმაოდ სერიოზული წარმატება.

მე მიმაჩნია, რომ ის სამწუხარო, ზოგ შემთხვევაში ტრაგიკული შემთხვევები, რაც 20 ივნისს მოხდა, ეს მუდმივი ტვირთი იქნება ჩვენთვის, მაგრამ გაკვეთილი და შედეგი ამისა, უნდა იყოს ეს - დარწმუნებული ვარ, ჩვენს ცხოვრებაში მსგავსი არაფერი არ უნდა განმეორდეს“, - აცხადებს მთავრობის მეთაური.

გახარიას თქმით, 20 ივნისის მოვლენებს სამართლებრივი შეფასება დიდწილად მოჰყვა, პოლიტიკური შეფასება კი ოქტომბერში [საპარლამენტო არჩევნებზე] იქნება.

2019 წლის 20-21 ივნისს მოქალაქეების პროტესტი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან სხდომის წაყვანამ გამოიწვია.

კომუნისტი დეპუტატი, რომელსაც ხმა აქვს მიცემული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის, საქართველოში მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფორუმზე იმყოფებოდა.

20-21 ივნისის ღამეს აქციის დარბევისას დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 30-ზე მეტი ჟურნალისტი. 2-მა ადამიანმა დაკარგა თვალი, 2 ადამიანი აქციის დარბევიდან რამდენიმე დღის განმავლობაში საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში სამი თვის განმავლობაში იმართებოდა - აქციების მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების განთავისუფლება და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა იყო.

3 სექტემბერს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად „ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.





Губернаторы России
Москва

Собянин: На северо-западе Москвы открылся волонтерский центр «Доброе место»





Москва

Тысячи активистов разгромили офис Socar в Стамбуле, обвинив «Азербайджан» в поддержке геноцидальной политики Израиля в Палестине


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин: Центральной детской библиотеке имени Гайдара — 90 лет



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Елена Волкова

В Йошкар-Оле с большим успехом прошел IV этап культурного проекта «Классика: история и современность»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

"Евро-Футбол.Ру": "Спартак" не будет подписывать камерунского форварда Абубакара

Стали известны все участники РПЛ сезона-2024/2025

Ролан Гаррос. Расписание 2 июня. Потапова и Швентек сыграют первым запуском, Синнер – последним


Сюзанн Ленглен

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Тысячи активистов разгромили офис Socar в Стамбуле, обвинив «Азербайджан» в поддержке геноцидальной политики Израиля в Палестине



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России