სომხეთის უშიშროება სასამართლოს ცარუკიანის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართავს
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა სომხეთის საერთო იურისდიქციის სასამართლოს, პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის, გაგიკ ცარუკიანის, დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა.
ამის შესახებ რადიო თავისუფლებას აცნობა გაგიკ ცარუკიანის ადვოკატმა ემინ ხაჩატრიანს.
ადვოკატის თქმით, მის კლიენტს უკვე წაუყენს ბრალდება, რომელსაც ცარუკიანი არ აღიარებს და უკანონოდ მიიჩნევს. ადვოკატს არ უთქვამს, თუ რა მუხლებით წაუყენეს ბრალი. მაგრამ დასძინა, რომ საქმეში უამრავი მასალაა, რომლის შესწავლასაც დრო დასჭირდება.
სომხეთის პარლამენტმა 16 ივნისს ფარული კენჭისყრის დროს სამართლადამცავ ორგანოებს დეპუტატ გაგიკ ცარუკიანს დეპუტატის ხელშეუხებლობა მოუხსნა და პროკურატურას მისი დაპატიმრების ნებართვა მისცა.
სომხეთის ერთ-ერთი უდიდესი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის ლიდერსა და გავლენიან ოლიგარქს პროკურატურა ბრალს დებს გადასახადების დამალვასა და ამომრჩევლების მოსყიდვაში, რასაც 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ჰქონდა ადგილი.
გაგიკ ცარუკიანი მის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას უწოდებს პოლიტიკურად მოტივირებულს, ხოლო ბრალდებას-შეთითხნილს.