თბილისში ბაგრატიონის ქუჩაზე ჩამოწყდა ლიფტი - არიან დაშავებულები
ოთხი მოქალაქე დაშავდა თბილისში, ბაგრატიონის #6/ა-ში ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია, ერთი კაცი და ორი ქალი.
პრესსამსახურის ცნობით, არასრულწლოვანს აღენიშნება დაბეჟილობა და ნაკაწრები, ერთ კაცს ქვედა კიდურების მოტეხილობა, მეორე კაცს და ერთ ქალს ქვედა კიდურების ღია მოტეხილობები.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა გადაიყვანეს სტაციონარში.