Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июль
2020

საქართველომ უკრაინას საპროტესტო ნოტა გადასცა მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო

0

დღეს, 10 ივლისს უკრაინაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დავით ბოჭორიშვილი შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვასილ ბოდნართან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, „საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა უკრაინულ მხარეს გადასცა საპროტესტო ნოტა უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 9 ივლისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით და გამოხატა შეშფოთება უკრაინის ოფიციალური პირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მიუღებელი განცხადებების გამო“.

როგორც სამინისტრო იტყობინება, შეხვედრის დროს დავით ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ „მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯები ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ, სტრატეგიულ ურთიერთობებს. მხარეებმა გამოთქვეს თანამშრომლობის გაძლიერების მზადყოფნა, ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების მიზნით“.

10 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან შეხვედრაც გაიმართა.

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ ურთიერთობასა და მეგობრობას და გამოხატა შეშფოთება უკრაინის ოფიციალური პირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მიუღებელი განცხადებების გამო.

ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა რომ უკრაინული მხარე სათანადო შეფასებას მისცემს აღნიშნულ ფაქტს და ორივე მხარე მიმართავს ძალისხმევას ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ. უკრაინის ელჩის განცხადებით იგი ოფიციალური თბილისის პოზიციას კიევს გადასცემს.

ელჩის შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადება მხოლოდ მის პირად შეხედულებებს ასახავს, უკრაინის მთავრობა თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან.

უკრაინის ელჩი მიხეილ სააკაშვილის თემაზე უკვე მეორედ დაიბარეს. მანამდე კი უკრაინის რეფორმების საბჭოში მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გამო საქართველომ უკრაინიდან ელჩი კონსულტაციისთვის გამოიძახა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 9 ივლისს ვიდეომიმართვაში თქვა: „მეგობრებო, ჩვენ არ გვყავს მთავრობა, მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა არის მთლიანად არალეგიტიმური. არ ვცნობ არცერთი წამით მის კანონიერებას და არ ვცნობ არცერთი წამით კანონიერებას ამ სიტუაციის, რომელშიც არის საქართველოში". სააკაშვილმა დაამატა, რომ მისი ბრძოლა იქნება გადამწყვეტი. „ მოსწონს ეს ვიღაცას, არ მოსწონს, უნდა ვიღაცას, ვიყო წინა ხაზზე თუ არ ვიყო, მე ვიქნები წინა ხაზზე", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.





Губернаторы России
Москва

Собянин: Парковка на улицах Москвы в День России будет бесплатной





Москва

Глава Следкома России Александр Бастрыкин вступился за полицейского, которого выживают из МВД за случайное уbийство азербайджанца


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: 15 июня начинается самый масштабный сезон фестиваля «Усадьбы Москвы»



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Юрий Лоза

«Ищи, кому это выгодно»: Юрий Лоза выдвинул свою версию убийства Игоря Талькова




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Турниры, проходящие при содействии Федерации шахмат г. Ростова-на-Дону

«Локомотив» готов рассмотреть продажу Баринова, футболистом интересуются клубы Испании, Франции и Турции

В Москве прошёл спортивный праздник для росгвардейцев


Уимблдон

Каспер Рууд: «Не буду выступать на турнирах перед «Уимблдоном», но на нем, конечно, сыграю»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Вирус эволюционирует: почему рано называть COVID-19 сезонным заболеванием



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России