Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июль
2020

5 ფაქტი საქართველოს ციხესიმაგრეების ალყებიდან

0
5 ფაქტი საქართველოს ციხესიმაგრეების ალყებიდან

საქართველოში იმაზე ბევრად მეტი ციხესიმაგრე იყო, ვიდრე დღემდე შემოგვრჩა. ბრძოლების ნაწილი სწორედ ამ ციხეების ასაღებად  თუ დასაცავად იმართებოდა. ისტორიული წყაროები ციხესიმაგრეების ალყების შესახებ  ბევრ  საინტერესო ამბავს ინახავს. 

სამარხვო ოინი

 

1598 წელს მეფე სიმონმა გადაწყვიტა ქართლი თურქი დამპყრობლებისგან გაეთავისუფლებინა. თურქები გორის ციხეში იყვნენ გამაგრებული. სიმონის ჯარმა ციხეს ალყა შემოარტყა, მაგრამ აღებას ერთი წლის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. გიორგი ბატონიშვილმა ტაქტიკურ ოინს მიმართა. დიდმარხვის პერიოდი იდგა. ბატონიშვილმა გაითამაშა, ვითომ მარხვის გამო ალყის მოშლას აპრებდა. თურქებმა სიფხიზლე მოადუნეს. სინამდვილეში, სიმონის ჯარმა ღამე შტურმი მიიტანა ციხეზე და დილისთვის გორი უკვე თავისუფალი იყო.

 

ბაგრატის თევზი

 

ქსნის ციხეს დღემდე შერჩა უხამსი სახელი „ყ... მომჭამე“. ამ მეტსახელის ისტორია 500 წლის წინანდელ ალყას უკავშირდება. ციხეში ბაგრატ მუხრანბატონი ავგიორგისგან თავის დასაცავად გამაგრდა. ალყის დროს განსაკუთრებით დიდი ფასი ჰქონდა მოწინააღმდეგის მორალურად გატეხას, ამიტომ ორივე მხარე ცდილობდა ფანტაზიისთვის მიემართა და  მტრის დასამცირებლად რამე მოეფიქრებინა.

სამთვიანი ალყის შემდეგ ავგიორგიმ ბაგრატს მასხარად ასაგდებად ღვინო გაუგზავნა და წერილიც მიაყოლა: „ძე ხარ მეფისა, ნუ უკუე უღონობითა მიგჭირდეს, და სუი ესე“ (მეფის ძე ხარ, გაჭირვებას შეუჩვეველი, და დალიეო). ბაგრატმა საპასუხოდ ცოცხალი ორაგული გამოუგზავნა.

ეს ორაგული ალყის მოხსნის მიზეზი გახდა, რადგან ავგიორგი მიხვდა, რომ  ციხეში ჩაკეტილებს საკვები ჯერაც ბლომად ჰქონდათ.

გაბრაზებული აფხაზები

 

550-555 წლებში დასავლეთ საქართველო პოლიტიკურად ძალიან იყო არეული. ტერიტორიაზე თავისი მმართველობის გავრცელებას ბიზანტიელები და სპარსელები ერთდროულად ცდილობდნენ. ლაზები ბიზანტიელებს ემხრობოდნენ. აფხაზები თავდაპირველად აღშფოთებული იყვნენ იმით, რომ ბიზანტიამ მათ ავტონომია გაუუქმა, მაგრამ შემდეგ სპარსელების უსაქციელობით და შევიწროებით იმდენად შეწუხდნენ, რომ ისევ მეფე გუბაზსა და ბიზანტიელებს შეურიგდნენ. აფხაზები განსაკუთრებით მაშინ აღშფოთდნენ, როცა ირანელი მხედართმთავარი - არც მეტი, არც ნაკლები - მათი ციხისთავის გაუპატიურებას შეეცადა.

გამოცხადება

 

ალამუთის ციხე კასპიის ზღვასთან ზღვის დონიდან  თითქმის 4 000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მისი სახელწოდება არწივის ბუდეს ნიშნავს. მონღოლები მის აღებას 7 წლის განმავლობაში ცდილობდნენ. ამ დროისთვის საქართველო უკვე დაპყრობილი იყო და, შესაბამისად, ვალდებულება ჰქონდა, ალამუთის ალყისთვის მებრძოლები გაეგზავნა. ქართველი ახალგაზრდები ყოველწლიურად მიჰყავდათ  ალამუთის ასაღებად და ყველაზე სახიფათო ადგილებში აყენებდნენ.

ალამუთის ციხესთან იმდენი ქართველი გაწყდა, რომ როდესაც ერთ-ერთი მონღოლი სარდალი, ჩაღატა, მოკლული იპოვეს, მაშინვე ქართველებზე მიიტანეს ეჭვი. ქართველები ამოწყვეტას მხოლოდ იმის გამო გადაურჩნენ, რომ მკვლელმა დანაშაული თავადვე აღიარა, რადგან, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, მას ვიღაც დედაკაცმა უბრძანა ასე მოქცეულიყო. ისტორიკოსები  ამ უცნაურ  შემთხვევას ღვთისმშობლის გამოცხადებას მიაწერენ.  

 

უძილობა, როგორც ხერხი

 

ბირთვისის ციხე საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მიუდგომელ სამაგრად ითვლებოდა. როდესაც საქართველოში თემურ-ლენგი შემოიჭრა, ბირთვისის ციხეს თავდაპირველად მანაც გვერდი აუარა, მაგრამ შემდეგ მაინც გადაწყვიტა აეღო.

1403 წელი იყო. ბირთვისს ივანე თორელის მეთაურობით 30 აზნაური და 150  მეციხოვნე იცავდა. მათ მტკნარი წყლის ტბორები ჰქონდათ, რაც საშუალებას აძლევდათ, წყალი ციხის გარეთ არ ეძებნათ.  ასევე, მომარაგებული ჰქონდათ საკვები და ღვინოც.

მეორე მხრივ, ბირთვისი მტრისთვის ძალიან მოუხერხებელი იყო - გარშემო არაფერი ხარობდა და არც წყალი იყო სადმე.

მაგრამ თემურ-ლენგს ციხის აღება მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი. ჭები ამოთხარა, ცხვრის ფარები მოდენა და მერკიტები დაიხმარა. მერკიტები მეკლდეურობით განთქმული  მონღოლური ტომი იყო. მათ ორი სიმაგრე და ხის კოშკი ააგეს, საიდანაც ბირთვისში ჩაკეტილებს უთვალთვალებდნენ. მოიტანეს, აგრეთვე, კატაპულტები და ციხეს ქვებსა და ლოდებს უშენდნენ. ქვები ციხეს ვერ ანგრევდა, მაგრამ თავისი საქმე მაინც გააკეთა: განუწყვეტელი გრუხუნისგან მეციხოვნეები ვერ იძინებდნენ.

შვიდი დღის შემდეგ გრუხუნი უცებ შეწყდა და ციხეში მყოფებმაც დაძინება შეძლეს. ამ დროს ერთ-ერთი მერკიტი კლდეზე აძვრა და ხეზე ოთხასსაფეხურიანი კიბე  ჩამოკიდა.

1203 წლის 12 აგვისტოს 54-მა მერკიტმა ბირთვისის ციხე აიღო. მეციხოვნეებიდან ცოცხალი თითქმის არავინ გადარჩა, მათი ცოლ-შვილი კი თემურ ლენგმა თავის სამხედროებს დაურიგა. ჰარამხანაში მოხვდა ივანე თორელის მეუღლეც, რომელიც შირვანელმა შეიხმა, იბრაჰიმმა, წაიყვანა.

მიუხედავად დამარცხებისა, ბირთვისის აღებაზე იმდენი დრო დაიხარჯა, რომ გიორგი მეშვიდემ მოასწრო ჯარი  შეეკრიბა. თემურ-ლენგი საქართველოდან საბოლოოდ ერთი წლის შემდეგ გადაიხვეწა. კიდევ ერთი წლის შემდეგ ის დაიღუპა, ხოლო მისმა მემკვიდრეებმა წლობით შეკოწიწებული იმპერია მაშინვე დაშალეს და დაინაწილეს.

სტატია მომზადებულია დონალდ რეიფილდის „საქართველო - იმპერიათა გზაჯვარედინისა“ და  ვახტანგ ჭელიძის „ქართლის ცხოვრების ქრონიკების“ მიხედვით.





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о планах развития Мнёвниковской поймы





Москва

Можно ли прожить без музыки? Дискуссия протагонистов музыкального бизнеса


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: 12 июня парковки в Москве будут работать бесплатно



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Джиган

Джиган, Оксана Самойлова, Виктория Боня и другие: ТНТ раскрывает дату премьеры нового сезона реалити«Выжить в Дубае. Возвращение»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Легкоатлетка Тангара назвала кринжем участие Бузовой в забеге на Никольской

В Архангельске прошёл межрегиональный теннисный турнир «Белое море»

Турниры, проходящие при содействии Федерации шахмат г. Ростова-на-Дону


Уимблдон

Каспер Рууд: «Не буду выступать на турнирах перед «Уимблдоном», но на нем, конечно, сыграю»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Собянин: 15 июня начинается самый масштабный сезон фестиваля «Усадьбы Москвы»



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России