Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июль
2020

თურქეთში დასაქმებულებისთვის მთავრობის გადაწყვეტილება არაფერს ცვლის

0
თურქეთში დასაქმებულებისთვის მთავრობის გადაწყვეტილება არაფერს ცვლის

თურქეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების ნაწილი, რომელიც საქართველო-თურქეთის საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ უმუშევარი დარჩა, ყოველ თვეში 300-ლარიან დახმარებას ითხოვს მანამდე, ვიდრე საზღვარი გაიხსნება, და ისევ აპირებს ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციების გამართვას. ასე უპასუხეს საქართველოს მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, თურქეთის რესპუბლიკის დამსაქმებლისგან გაცემული სამთვიანი ოფიციალური მოწვევის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ სამუშაოდ წავიდნენ, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

ეს შეთავაზება დღეს ტელევიზიით მოისმინა მაია ჯიჯავაძემ, რომელიც უკანასკნელი 10 წელი თურქეთის ქალაქ ხოფაში მუშაობდა - მთელი დღის განმავლობაში სასტუმროებსა და სხვა ტურისტულ ობიექტებს ალაგებდა და საღამოს ისევ სახლში ბრუნდებოდა.

მაია ამბობს, რომ იქ კარგი ანაზღაურება ჰქონდა, მარტში კი პანდემიის გამო საზღვარი დაიკეტა და ისიც, საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, უმუშევარი დარჩა. ახლა თურქი დამსაქმებლისგან სამუშაოდ მიწვევას ვერ მიიღებს და ამიტომ მისთვის ხელისუფლების შეთავაზება მიუღებელია.

„დღეს დილით ვუსმინე ბატონი რიჟვაძის ამ შეთავაზებას. ხალხმა კი ეს აღიქვა, თითქოს საქართველოს ხელისუფლება აძლევს მათ თურქეთში სამუშაოდ წასასვლელ საბუთს. ვინ მოგვცემს ამ ცნობას? რომელი თურქი დამსაქმებელი მოგვცემს მოწვევას თხილის, ჩაის პლანტაციებში დასაქმებულ ქართველებს? ან დაზღვევას გაუკეთებს რომელიმეს? არა! ამიტომ ეს ტყუილია. მანამდეც ვიცოდით, რომ სამუშაო ვიზა გვჭირდებოდა, მაგრამ ვინ გაგიკეთებს ამ მოწვევას? რაში აწყობს თურქ დამსაქმებელს მოწვევა, დაზღვევა გაგიკეთოს და სასტუმრო ან მაღაზია ცარიელი ჰქონდეს?“ - ამბობს მაია ჯიჯავაძე და აღნიშნავს, რომ თურქეთში დასაქმებულ საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად მასაც საბანკო კრედიტი მძიმე ტვირთად აწევს და ამიტომ უმუშევრად დარჩენილები დახმარებას მთავრობას სთხოვენ.

მათ შორისაა მადონა შაინიძე, რომელიც თითქმის 10 წელი თურქეთში საქართველოს საზღვართან არსებულ რეგიონში მაღაზიაში მუშაობდა - ყოველ დილით იგი საზღვარს კვეთდა და საღამოს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ისევ ბათუმში, სახლში, ბრუნდებოდა. ამბობს, რომ, უკვე მეხუთე თვეა, შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. თურქი დამსაქმებლისგან სამუშაოდ მიწვევის მიღების შესაძლებლობა არ აქვს, რადგან იქ მაღაზიების მომხმარებელი ძირითადად საქართველოდან ჩასულები და ტურისტები იყვნენ, საქართველო-თურქეთის საზღვრის დაკეტვის შენდეგ კი ყველაფერი გაჩერებულია:

„იქ, თურქეთში, ქემალ-ფაშის მაღაზიებში, ძირითადი მყიდველი აქედან ჩასული ქართველები არიან. ამიტომ ამ სიტუაციაზე ვართ დამოკიდებული. საზღვარი თუ არ გაისხნება და მიმოსვლა არ აღდგება, ჩვენთვის თურქეთში მუშაობის შესაძლებლობა გაჩერებულია. მანამდე კი არანაირი შემოსავალი არ გვაქვს და ეს იცოდეს ჩვენმა ხელისუფლებამ. ბატონი თორნიკე რიჟვაძე კი ბრიფინგს რომ მართავს ხალხთან შეუთანხმებლად, ეს თავისი სიტყვა გამართლდება? თავისთვის ჭრიან და კერავენ“, - ამბობს მადონა შაინიძე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოდან თურქეთში სამუშაოდ წასვლა ისევ შესაძლებელი ხდება, ოღონდ კონკრეტული პირობების დაცვით. გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

თურქეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები საპროტესტო აქციებით მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც ამოიწურა ბანკებში სესხის გადავადების სამთვიანი ვადა, საქართველოს მთავრობის დაპირებამ კი პირველი ივლისიდან უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრების გახსნის შესახებ მათ მოლოდინი გაუჩინა, რომ თურქეთში სამუშაოდ წასვლას ისევ შეძლებდნენ.

საქართველოს მოქალაქეები თურქეთის რესპუბლიკაში დასაქმებული არიან ძირითადად მომსახურებისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.





Губернаторы России
Москва

Собянин: Парковка на улицах Москвы в День России будет бесплатной





Москва

Глава Следкома России Александр Бастрыкин вступился за полицейского, которого выживают из МВД за случайное уbийство азербайджанца


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: 12 июня парковки в Москве будут работать бесплатно



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Концерт

Концерт с известными артистами пройдет в Санкт-Петербурге на День России




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

«Локомотив» готов рассмотреть продажу Баринова, футболистом интересуются клубы Испании, Франции и Турции

В Москве прошёл спортивный праздник для росгвардейцев

В Архангельске прошёл межрегиональный теннисный турнир «Белое море»


Ролан Гаррос

Свёнтек сравнялась с Шараповой по победам на турнирах Большого шлема



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Зампредседателя Совета министров РСФСР Валерий Сайкин умер на 87-м году жизни



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России