ირაკლი ოქრუაშვილი: დამეხმარეთ თარგმნაში თუ შეიძლება
პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დავით უსუფაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
ანუ მე უფრო ცუდი ტიპი ვარ ვიდრე ხაზარაძეო? “- წერს პოლიტიკოსი.
“სწორედ ამისგან უნდა გამოვერკვეთ ჩვენ ყველანი. ამომრჩეველი გაწამებულია ცუდი ხელისუფლებებით იმიტომ, რომ ვერ ახერხებს იმ ფულის ისე დახარჯვას, რისთვისაც აიღო. ამომრჩეველი არის უმუშავერი და ამიტომ ვერ ახერხებს სესხის გადახდას. ამიტომ ხელისუფლებაა შესაცვლელი, რომ ფინანსური პრობლემების გამო ბანკებთან არ გვქონდეს პრეტენზია. მოსახლეობაში არანაირად მეტი უკმაყოფილება არ არის, ვიდრე პოლიტიკოსებთან. ჩვენ გვჭირდება კარგი ბანკირები, კარგი პოლიტიკოსები, კარგი ჟურნალისტები
კონკრეტული საქმეებით და არა ზოგადად, რომ ბიზნესმენები ცუდები არიან”, – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა: “მიშა და ბიძინა არ არის პრობლემა, პრობლემა მოსახლეობის ნიჰილიზმშია” .