Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июль
2020

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - რა არ უნდა გამოგრჩეს 28 ივლისს

0

11 ბრალდებული შაქარაშვილის საქმეზე ისევ პატიმრობაში რჩება

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებულ 11 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებაზე უარი უთხრა.

11 პირიდან ბრალს არ აღიარებს 10, ხოლო ერთი პირი, ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე, მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებს ბრალს. მას მხოლოდ აგარაკზე მომხდარი ძალადობის გამო ედება ბრალი.

ცოტა ხნის წინ გამოძიებამ სასამართლოს მიმართა, რომ გადაევადებინა წინასასამართლო მოსმენა, რადგან გამოძიება დათქმულ დრომდე 31 ივლისამდე ვერ ესწრებოდა. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვა.

11 პირით ბრალდებულთა რაოდენობა არ ამოწურულა. არის კიდევ 6 არასრულწლოვანი, თუმცა არასრულწლოვნების მიმართ წინასწარი პატიმრობის 40 დღეზე მეტ ხანს გამოყენების საშუალებას კოდექსი არ იძლევა. ამიტომ ისინი სასამართლოს წინაშე 31 ივლისს წარდგებიან.

წაიკითხე მეტი.

 

 

ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გასახსნელად ადვოკატმა შესაძლოა მიმართოს FBI-ს

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ შესაძლოა ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნაში დახმარება ამერიკელ სპეციალისტებს სთხოვოს. რამიშვილის თქმით, მან უკვე მიმართა აშშ-ის საელჩოს.

„აღარ გვინდა რაღაც-რაღაცების დეკორატიული შეფუთვები, ეს არის მთელი ერის ტრაგედია. გლოვის ზარები ყველას ოჯახში არ უნდა ჩამოიკრას. ამიტომ კეთილი ინებოს შინაგან საქმეთა მინისტრმაც და გენერალურმა პროკურორმაც. უკვე მივმართე შესაბამის ორგანოს, საელჩოსაც. ალბათ, ძალიან მალე ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც მოვითხოვ, ფედერალური ბიუროდანაც მოხდეს სპეციალური ექსპერტების მოწვევა, რომ მოხდეს კომპიუტერის გახსნა. იმიტომ, რომ ჯერ 21-ე საუკუნეს ვერ მივაღწიეთ საქართველოში. აღმოჩნდა, რომ ვერ ხსნიან. როცა უნდათ, დაშინების და გაჩუმების მეთოდებით ხსნიან, როცა უნდათ, ევაჭრებიან, აშინებენ - შეთანხმებებს რატომ არღვევ. სიტყვის და გამოხატვის უფლება ყველას უნდა გააჩნდეს, მე-17 საუკუნეში არ ვცხოვრობთ და რუსეთი არ ვართ“, - თქვა მიხეილ რამიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, პოლიციის მაღალჩინოსნები ოჯახს გაჩუმებას სთხოვდნენ

 

 

განახლებული ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შესახებ ახალი ინფორმაცია გახდება ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირაში სწრაფი ზრდა დაფიქსირდა ინფიცირებული შემთხვევების დღიურ მაჩვენებელში, ამ კვირაში რაოდენობა ისევ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა.

გუშინდელი მონაცემების თანახმად, ინფიცირებული შემთხვევები 6-ით გაიზარდა. აქედან 4 იმპორტირებული შემთხვევაა, ხოლო 2-ის ინფიცირების წყარო ცნობილია. საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რიცხვი 1137-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 922. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 16 ადამიანი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. მათგან 38 ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისიაში მონაწილე სამხედროა.

 

 

თურქეთში დასაქმებულებისთვის მთავრობის გადაწყვეტილება არაფერს ცვლის

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თურქეთში მუშაობენ და საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ უმუშევრად დარჩნენ, ყოველ თვეში 300-ლარიან დახმარებას ითხოვენ მანამდე, ვიდრე საზღვარი გაიხსნება. ეს არის მათი პასუხი მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, თუ საქართველოს მოქალაქეს თურქი დამქირავებლისგან სამთვიანი მოწვევა აქვს, შეუძლია სამუშაოდ წავიდეს, დაბრუნებულს კი 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს. თურქეთში დასაქმებულების ნაწილი აქციის გამართვას გეგმავს.

შეთავაზება გუშინ ტელევიზიით მოისმინა მაია ჯიჯავაძემ, რომელიც უკანასკნელი 10 წელი თურქეთის ქალაქ ხოფაში მუშაობდა - მთელი დღის განმავლობაში სასტუმროებსა და სხვა ტურისტულ ობიექტებს ალაგებდა და საღამოს ისევ შინ ბრუნდებოდა.

მაია ამბობს, რომ იქ კარგი ანაზღაურება ჰქონდა, მარტში კი პანდემიის გამო საზღვარი დაიკეტა და ისიც, საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, უმუშევარი დარჩა. ახლა თურქი დამსაქმებლისგან სამუშაოდ მიწვევას ვერ მიიღებს და ამიტომ მისთვის ხელისუფლების შეთავაზება გამოსავალი არ არის.

წაიკითხე მეტი.

 

 

აკადემიური არაკეთილსინდისიერება თუ ანგარიშსწორება - თსუ-ის ლექტორი რექტორს შურისძიებაში ადანაშაულებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, იაგო კაჭკაჭიშვილს „აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევა” დაუდგინეს. კაჭკაჭიშვილი - რომელიც წლებია, თსუ-ის სოციოლოგიის მიმართულებას ხელმძღვანელობს - რექტორს, გია შარვაშიძეს შურისძიებაში ადანაშაულებს. დარღვევის დადგენამდე, მან უნივერსიტეტის რექტორი პლაგიატის გამო გააკრიტიკა.

იაგო კაჭკაჭიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება ნაწილია მის წინააღმდეგ უნივერსიტეტის რექტორის, გია შარვაშიძის შურისძიების სერიისა.

პროფესორი ჰყვება, რომ ყველაფერი დაიწყო „თავისუფლების მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ. გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ შარვაშიძემ საკუთარ დისერტაციაში სიტყვასიტყვით გადაიტანა ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტის ტექსტი - 40 გვერდი ისე, რომ წყარო არ მიუთითა.

ამის შემდეგ, 2020 წლის 20 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიმართა მოქალაქე დათო ნადირაძემ და ითხოვა, განხილულიყო:

ფიქსირდება თუ არა თვითპლაგიატი იაგო კაჭკაჭიშვილის სადისერტაციო ნაშრომისა და მისივე წიგნის შემთხვევაში?

არის თუ არა იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ დაცული სადოქტორო დისერტაციის უდიდესი ნაწილი სხვა ავტორების ნაშრომების კომპილაცია?

წაიკითხე მეტი.

 

 

გამოუძიებელი საქმეები და მზარდი დანაშაული - უფრო და უფრო ცუდი სტატისტიკა

ბოლო დროს ხშირად ისმის კრიტიკა შსს-ს მიმართ იმის შესხებ, რომ ბევრი გამოძიება ჯერ კიდევ დაუსრულებელია. რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა ნასტასია არაბულმა გახმაურებული საქმეების მიღმა სტატისტიკას გადახედა. აღმოჩნდა, რომ 2020 წლის პირველ 5 თვეში 23 114 დანაშაული მოხდა, რომელთაგან მხოლოდ 6 852 საქმეა გახსნილი, რაც საერთო რაოდენობის 29,64 %-ს შეადგენს.

2017 წელს, დროის ამავე მონაკვეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რეგისტრირებული იყო 15 748 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელი კი 52,17 %-ს შეადგენდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, თუ ერთსა და იმავე დროის მონაკვეთს შევადარებთ ერთმანეთს, მხოლოდ გასულ 3 წელიწადში თითქმის 8 000-ით არის გაზრდილი დანაშაულთა ჩადენის მაჩვენებელი და 20 %-ითაა გაუარესებული გახსნის სტატისტიკა.

წაიკითხე მეტი.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день





Москва

Армянские ковры Арцаха (Карабаха) с уникальным орнаментом представлены как «генетический код» Азербайджана - сайт monumentwatch


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Более 220 единиц новой медицинской техники начали использовать в Москве



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Сергей Шнуров

Певец Стас Михайлов признался, что не споет со Шнуровым из-за предубеждения




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Москве прошёл спортивный праздник для росгвардейцев

Легкоатлетка Тангара назвала кринжем участие Бузовой в забеге на Никольской

В Архангельске прошёл межрегиональный теннисный турнир «Белое море»


Александр Зверев

Зверев вышел в финал «Ролан Гаррос»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Заслуженная артистка России Галина Свербилова ушла из жизни



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России