ჯეიმს აპატურაი: NATO მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან
ჯეიმს აპატურაიმ, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში „ფეისბუკის“ მეშვეობით განცხადება გაავრცელა და მოუწოდა რუსეთს შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „რუსეთის ჯარები 12 წელია, რაც უკანონოდ იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე, რის შედეგადაც ათასობით ქართველს საკუთარი სახლისა და მიწის დატოვება მოუწია. NATO კვლავინდებურად აღიარებს საქართველოს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს, რომ შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს საკუთარი ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან".