Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Август
2020

აგვისტოს ომის მძიმე შედეგები - არასამთავროები ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავენ

0
აგვისტოს ომის მძიმე შედეგები - არასამთავროები ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავენ

„12 წელი აგვისტოს ომიდან და ომის მძიმე შედეგები“ – ასე ეწოდება განცხადებას, რომელიც „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიციამ“ გაავრცელა. მიმართვაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად წამოჭრილ პრობლემებზე და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზეა ლაპარაკი. კოალიცია რამდენიმე მსხვილი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციისგან შედგება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების ხელყოფის ფაქტები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც მასობრივად გაგრძელდა. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვამ და ბორდერიზაციამ მძიმე შედეგები მოიტანა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისთვისაც უფლებრივი, ჰუმანიტარული და სოციალური თვალსაზრისით. ომიდან 12 წლის შემდეგაც პრობლემურია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა როგორც იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში, ასევე ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე სოფლებში.

კოალიცია მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, რათა:

გამოიყენოს ყველა შესაძლო მექანიზმი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის დასრულების და ოკუპირებულ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა უფლებების ხელყოფის შესაჩერებლად;

გააძლიეროს შერიგებისა და დიალოგის გზით კონფლიქტის მოგვარება და შეიმუშაოს მკაფიო პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება კონფლიქტების ტრანსფორმაციის, ადამიანის უფლებების და კეთილდღეობის დაცვისკენ;

გააუქმოს საოკუპაციო ხაზთან და მის მიმდებარე სოფლებში მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისადა პოლიტიკოსების დაშვების ბლანკეტური აკრძალვა და შეიმუშავოს ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული მიდგომები;

გააძლიეროს ძალისხმევა იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოუწოდებენ, უზრუნველყოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მომხდარი ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ შესაძლო დანაშაულებზე მიმდინარე გამოძიების გონივრულ ვადაში დასრულება და დაკავების ორდერების გამოცემა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც ყველაზე მეტად არიან პასუხისმგებელი ჩადენილ დანაშაულებში.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიცია“ ასევე მიმართავს რუსეთის ფედერაციას,  შეწყვიტოს ოკუპირებულ და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ადამიანთა უფლებების მასობრივი დარღვევები, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას;

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიციის წევრი ორგანიზაციები არიან: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „საერთაშორისო სამართლიანობა“,  „წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი“, „უფლებები საქართველო“ და „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი“.





Губернаторы России
Москва

Собянин: 12 июня в Москве парковки будут бесплатными





Москва

LISA FM Александр Белоносов выпустил альбом «Родина Сердца: Дневник Психолога»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин. Главное за день



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Сергей Брановицкий

Создание и продвижение КАНАЛА, ГРУППЫ или ЧАТА в WhatsApp, Telegram, Там Там и других мессенджерах.




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Зампредседателя Совета министров РСФСР Валерий Сайкин умер на 87-м году жизни

"Евро-Футбол.Ру": "Спартак" летом хочет приобрести вингера

Легкоатлетка Тангара назвала кринжем участие Бузовой в забеге на Никольской


Анна Калинская

Калинская поддержала Синнера после поражения на "Ролан Гаррос"



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Интернет

Ученые нашли «выключатель» болезни Паркинсона



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России