Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Август
2020

ვინ არის (და რატომ არის მნიშვნელოვანი) კამალა ჰარისი

0
ვინ არის (და რატომ არის მნიშვნელოვანი) კამალა ჰარისი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის ვინაობა ასეთი მნიშვნელოვანი ალბათ 1944 წლის შემდეგ აღარ ყოფილაო - წერს ამერიკული პრესა. მაშინ ცხადი იყო, ფრენკლინ დელანო რუზველტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მის მიერ დასახელებულ კანდიდატს მალე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება მოუწევდა.

არსებობს ასეთი ამერიკული გამოთქმა - ვიცე-პრეზიდენტს ოვალური კაბინეტიდან მხოლოდ ერთი გულისცემა აშორებსო. ამის მიუხედავად, უკვე არაერთი წელია, რაც ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს უფრო პოლიტიკური სტრატეგიის კრიტერიუმებით ირჩევენ ხოლმეო, წერს „ვაშინგტონ პოსტი“ -  რომელიმე მნიშნელოვანი შტატის გულის მოსაგებად, პარტიაში  უკმაყოფილო ფრაქციის დასაშოშმინებლად ან პრეზიდენტობის კანდიდატის სუსტი მხარის დასაბალანსებლად.

პრეზიდენტობის დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჯო ბაიდენის მიერ თანამებრძოლის დასახელებას განსაკუთრებული ყურადღებით ორი ფაქტორის გამო ელოდნენ.

პირველი ბაიდენის ასაკია. ის 77 წლისაა და ამერიკის ისტორიაში წამყვანი პარტიების მიერ დასახელებული ყველაზე მხცოვანი საპრეზიდენტო კანდიდატია. დიდია შანსი, რომ, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მან ამ პოსტზე მხოლოდ ერთი ვადა დაჰყოს და ამ დროს ვიცე-პრეზიდენტის მნიშვნელობა განუზომლად იმატებს.

მეორე, არანაკლებ ყურადსაღები ფაქტორი ამერიკაში შექმნილი პოლიტიკური კლიმატია. რასობრივი დაპირისპირებისა და სოციალური ცვლილებების ფონზე დემოკრატიული პარტიის ამომრჩევლისთვის შეიძლება ძველი ყაიდის, ასაკოვანი თეთრკანიანი კანდიდატი საკმარისად მომხიბლავი არ აღმოჩენილიყო.

ჯო ბაიდენმა თანამებრძოლის ვინაობა მრავალკვირიანი ფიქრისა და კონსულტაციების შემდეგ დაასახელა. მან თავიდანვე დადო პირობა, რომ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ქალი იქნებოდა, თუმცა კონკრეტულად ვისზე შეაჩერებდა არჩევანს, დიდი ხნის განმავლობაში თავად მისთვისვე იყო უცნობი.

ამერიკულმა პრესამ არაერთი მოზრდილი სტატია მიუძღვნა კანდიდატის შერჩევის პროცესს. „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობით, სერიოზულად განიხილებოდა პოპულარული სენატორის ელიზაბეტ უორენის კანდიდატურა, თუმცა ის კამპანიას არც ასაკობრივ და არც რასობრივ მრავალფეროვნებას შესძენდა. ფიქრობდნენ ბაიდენის მეგობარ სიუზან რაისზე, რომლის ძლიერ მხარესაც საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს, მაგრამ ის არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების ნაკლებობის გამო დაიწუნეს.

საბოლოოდ არჩევანი კალიფორნიელ სენატორ კამალა ჰარისზე შეაჩერეს, რომელიც დემოკრატიული პარტიის პრაიმარიში ბაიდენის კონკურენტი იყო.

კამალა ჰარისი დემოკრატიულ პარტიაში ცენტრისტად მიიჩნევა (თუმცა, ოპონენტებმა მას უკვე დასდეს ბრალი რადიკალიზმში). მას თავად მოუგია არაერთი რთული არჩევნები, რაც ამ დაძაბული  კამპანიის დროს დემოკრატებს ნამდვილად გამოადგებათ.

ჯო ბაიდენისთვის პოლიტიკასთან ერთად ასევე ძალიან მნიშნელოვანია პირადი ურთიერთობები. ამ მხრივ კი კამალა ჰარისს განსაკუთრებული უპირატესობა ჰქონდა - ის ბაიდენის გარდაცვლილი შვილის მეგობარი იყო.

არჩევნებში მნიშვნელოვანი იქნება ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომავლობაც. კამალა ჰარისი იამაიკელი მამის და ინდიელი დედის შვილია, რაც ბაიდენის კამპანიას მრავალფეროვნებას სძენს.

რამდენად წარმატებული იქნება ბაიდენ-ჰარისის დუეტი საბოლოოდ არჩევნებზე გამოჩნდება. თუმცა, დასაწყისი დემოკრატიული პარტიისათვის იმედისმომცემი ჩანს - ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებიდან 24 საათის განმავლობაში ჯო ბაიდენის კამპანიამ 26 მილიონი დოლარის მიღება შეძლო.





Губернаторы России
Москва

Собянин: 12 июня в Москве парковки будут бесплатными





Москва

Вильфанд рассказал, какую погоду ждать в Москве на этой неделе


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Более 220 единиц новой медицинской техники начали использовать в Москве



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Филипп Киркоров

«У него и так всё получится». Филипп Киркоров отказался поддерживать Даву в финале шоу «Сокровища императора»     




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Турниры, проходящие при содействии Федерации шахмат г. Ростова-на-Дону

Зампредседателя Совета министров РСФСР Валерий Сайкин умер на 87-м году жизни

"Евро-Футбол.Ру": "Спартак" летом хочет приобрести вингера


Александр Зверев

Зверев вышел в финал «Ролан Гаррос»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Интернет

Российский астроном рассказал о редком солнечном событии



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России