Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Август
2020

კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ამჯერადაც მივაღწევთ გამარჯვებას

0

არ იფიქროთ, რომ ვართ თვითკმაყოფილები, რომ რაც გაკეთდა, მაგარია და გულზე ხელი დავიკრიფოთ. ჩვენ გვინდა კიდევ უფრო ძლიერი საქართველო, ეკონომიკურად უფრო წინწასული, უფრო მეტი შესაძლებლობების მქონე ქვეყანა, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა, კახა კალაძემ ბოლნისში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, 2012 წელს, „ქართულმა ოცნებამ” ქართველ ხალხთან ერთად, ქვეყანა მოძალადე რეჟიმისგან გაათავისუფლა და დაამკვიდრა ადამიანის უფლებების ძალიან მაღალ სტანდარტზე დაფუძნებული დემოკრატიული სისტემა.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ გამორჩეულ მხარეში ვიმყოფები. სიამაყით მავსებს იმ ფაქტის გაცნობიერება, რომ ჩემს ხალხს მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ენაზე მივმართავ, ენაზე, რომლის დამწერლობის უძველეს ნიმუშთაგანი სწორედ აქ, ჩვენთვის განსაკუთრებულ საეკლესიო ძეგლზე – ბოლნისის სიონის კედლებზეა შემონახული.

სწორედ ამ კუთხის შვილია საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოღვაწე, სულხან-საბა ორბელიანი, რომელიც ჯერ კიდევ საუკუნეების წინ იღწვოდა ჩვენი ქვეყნისთვის ევროპულ ოჯახში ადგილის დასამკვიდრებლად.

2012 წელს, „ქართულმა ოცნებამ” ქართველ ხალხთან ერთად, ქვეყანა მოძალადე რეჟიმისგან გაათავისუფლა, დაამკვიდრა ადამიანის უფლებების ძალიან მაღალ სტანდარტზე დაფუძნებული დემოკრატიული სისტემა, რამაც ჩვენ დაგვაახლოვა ევროპულ ოჯახთან, მივიღეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და უვიზო მიმოსვლის უფლება. ძალიან მეამაყება, როგორც ამ ქვეყნის შვილს, რომ ქართული პასპორტით თავისუფლად არის შესაძლებელი გადაადგილება ევროპულ ქვეყნებში.

ყველა კარგად ხედავთ, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, რეგიონებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ყველა მიმართულებით. ეს შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურული პროექტები, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა, ჯანდაცვა, მეწარმეობის ხელშეწყობა, თუ სხვა მიმართულებები“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ამავდროულად, დიდი ყურადღება ექცევა განათლებას და საამაყოა, რომ სულხან-საბას მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 150-მდე ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე გამოვლინდა.

კალაძის განცხადებით, ამ წარმატებების კვალდაკვალ დიდი გამოწვევებია.

„გამოწვევები, რომლებიც ერთად უნდა დავძლიოთ და გადავლახოთ. შესაძლოა, ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ეს არ არის მარტივი საქმე. რა თქმა უნდა, გეთანხმებით, რომ არ არის მარტივი, მაგრამ ყველაფერი არის შესაძლებელი, მთავარია ჩვენ დავდგეთ ერთად.

ბევრი რთული ვითარება გვაქვს გამოვლილი. მინდა, გავიხსენო 2012 წელი. ყველას გვახსოვს, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში, როგორი მდგომარეობა სუფევდა, რა დამოკიდებულება იყო განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ, იმ ოჯახების მიმართ, ვისაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ჰქონდა განსხვავებული მოსაზრებები. ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორი ზეწოლა, როგორი წნეხი იყო ასეთ ოჯახებზე. ეს ჩვენ ყველამ ერთად საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახებზე, ჩვენს მეგობრებზე, ახლობლებზე გამოვცადეთ. თუმცა, ამასთან იყო ძალიან დიდი სულისკვეთება ჩვენი ერთობისა და ზუსტად ამ ერთობამ მიგვიყვანა გამარჯვებამდე და მშვიდობიანი გზით, როგორც ეს განვითარებულ,  დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება, არჩევნების გზით  ყველაფერი ცუდი , რაც იყო და რაც ხდებოდა ჩავაბარეთ წარსულს“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, 2012 წლის მერე ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ყველა მიმართულებით.

„უამრავი პროგრამა ამოქმედდა. რათა ხელი შევუწყოთ სოფლის მეურნეობას, ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ განვითარებას, ხელი შევუწყოთ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს კეთილდღეობა.

არ იფიქროთ, რომ ვართ თვითკმაყოფილები, რომ რაც გაკეთდა მაგარია და გულზე ხელი დავიკრიფოთ. ჩვენ გვინდა, კიდევ უფრო ძლიერი საქართველო, ეკონომიკურად უფრო წინწასული, უფრო მეტი შესაძლებლობების მქონე ქვეყანა და ამისთვის მთავარი და მნიშვნელოვანი არის სიმშვიდე და სტაბილურობა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიტანეთ და მივაღწიეთ ამ ბოლო წლების განმავლობაში.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ამჯერადაც მივაღწევთ გამარჯვებას. ყველა კარგად ხვდებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. მე მჯერა, რომ ჩვენ მთელს მსოფლიოს, საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ დავანახებთ და ვაჩვენებთ, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები. ყველა არჩევნების დროს ჩვენ ვიღებდით ძალიან მაღალ შეფასებას და მე დარწმუნებული ვარ ამჯერადაც იგივე განმეორდება“, – განაცხადა კალაძემ.





Губернаторы России
Москва

Собянин открыл приемное отделение Морозовской детской городской больницы





Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Отделение СФР по Москве и Московской области в текущем году компенсировало стоимость полиса ОСАГО более 600 жителям региона


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о развитии столичного района Мнёвниковская пойма



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Сергей Шнуров

Стас Михайлов объяснил, почему никогда не выйдет на сцену со Шнуровым




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

12 июня в Оренбуржье пройдут мероприятия, посвященные Дню России

Спортсменки из Пскова привезли два «серебра» с соревнований по джампинг-фитнесу в Москве

Легкоатлетка Тангара назвала кринжем участие Бузовой в забеге на Никольской


ATP

Итальянский теннисист Синнер стал лучшей ракеткой мира в рейтинге ATP



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России