ბათუმის მერია ცენტრალურ პარკში სახლების მშენებლობის განზრახვას უარყოფს - რატომ არ სჯერათ მისი?
ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე ზოოპარკის ტერიტორიაზე ოთხი ცათამბჯენის შესაძლო მშენებლობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად უცნობ საიტზე გამოჩნდა, შემდეგ კი ფეისბუკში მრავალწევრიან ჯგუფ „ბათომში“, სადაც ქალაქის ურბანულ გამოწვევებზე წერენ, აქტივისტმა შოთა გუჯაბიძემ საიტიდან გააზიარა.