ხათუნა ლაგაზიძე: ჩამოდის მიშა და ჩამოვიდეს
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ჩამოდის მიშა და ჩამოვიდეს: ვისაც თავი გაქვთ, დახვდით; ვისაც ალტერნატივის შექმნა შეგიძლიათ – შექმენით; ვინც მასზე მაგარი ხართ – საქმით დაამტკიცეთ. რა ვაი-ვიშია ატეხილი: ისევ ორპოლუსიანობისკენ მიაქანებს ქვეყანასო! არა ბიჭო და, ფიანდაზად დაგეგებათ: თქვენი გასაკვალი გზა თქვენ უნდა გაიკვალოთ, და თქვენ მისაღწევს თქვენვე უნდა მიაღწიოთ, დათმობით არავინ არაფერს დაგითმობთ. ამ არჩევნებზე რომ შანსი გაქვთ ალტერნატიულ პოლიტიკურ პარტიებს, მომავალში შეიძლება აღარ გქონდეთ, ჰოდა ყველამ თქვენს შანსებს მიხედეთ.
P.S. მაჟორიტარულ არჩევნებში ერთმანეთს არ უნდა დარეოდით. რასაც მოიგებთ, არავის გაუყოთ. ცუდი ის არის, თქვენთან ერთად საზოგადოებაც რომ ვზარალდებით.”