მინსკში ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციის დროს 20 ჟურნალისტი დააკავეს
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციის დროს 20 ჟურნალისტი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციამ სხვადასხვა ტელევიზიის ჟურნალისტები აქციის გაშუქების გამო დააკავა. თვითმხილველების თქმით, ისინი ფურგონებით იზოლატორში გადაიყვანეს და პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონები, ჩამოართვეს.
ჟურნალისტების დაკავებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალურ პირებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. მოქალაქეები არჩევნების ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებენ, პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.