ახალციხის მუნიციპალიტეტის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია
ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინუბანთან ხანძარი ლოკალიზებულია. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან მიაწოდეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ადგილზე რჩება 70-მდე მეხანძრე-მაშველი და ისინი სალიკვიდაციო სამუშაოებს დილიდან გააგრძელებენ.
სოფელ წინუბანში ამბობდნენ, რომ ცეცხლი მოპირდაპირე მხრიდან, დაახლოებით 17:30 სთ-ზე შენიშნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - 112-ის წარმომადგენლები კი განმარტავდნენ, რომ ცეცხლი ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტყის ნაწილს ჰქონდა გაჩენილი.