Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Август
2020

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გერმანიაში ნავალნის საქმეზე თხოვნა გააგზავნა

0
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გერმანიაში ნავალნის საქმეზე თხოვნა გააგზავნა

გერმანიის იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის გენერალური პროკურატურიდან მიიღო თხოვნა სამართლებრივი დახმარების გაწევის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოულოდნელი ჰოსპიტალიზაციის საქმეში, იტყობინება გამოცემა „ველტ ამ ზონტაგი“.

ნავალნი ბერლინის საავადმყოფო „შარიტეში“ იმყოფება. გერმანელი ექიმები ვარაუდობენ, რომ ოპოზიციონერი შეიძლება მოწამლეს. რუსეთის ექიმებმა მის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერების კვალს ვერ მიაგნეს.

რუსეთის უწყებამ თხოვნა გააგზავნა 27 აგვისტოს. ეს ნაბიჯი ეფუძნება ევროპის კონვენციას სისხლის სამართლის საქმეებში ურთიერთდახმარების შესახებ. რუსეთის გენერალური პროკურატურა ითხოვს, გადაეცეს  ინფორმაცია პაციენტის გამოკვლევისა და წინასწარი დიაგნოზის თაობაზე.

ნავალნი ომსკის საავადმყოფოში მოხვდა 20 აგვისტოს. ის მას მერე ხელოვნურ კომაში იმყოფება. ომსკის საავადმყოფოს ექიმების მიმართ იყო კრიტიკა, რომ მათ გარკვეული დროის განმავლობაში არ გასცეს გერმანიის კლინიკაში პაციენტის გადაყვანის ნებართვა.

ომსკის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ალექსანდრ მურახოვსკიმ განაცხადა, რომ მოწამვლის დიაგნოზი იყო მთავარი და განმსაზღვრელი პოლიტიკოსის ჰოსპიტალიზაციის დროს, მაგრამ ლაბორატორიულმა გამოკვლევამ ეს არ დაადასტურა.

მურახოვსკიმ გერმანელ კოლეგებს „შარიტეში“ მიმართა თხოვნით, გადასცენ მას ანალიზის მონაცემები, რის საფუძველზეც გაკეთდა დასკვნა მოწამვლის შესახებ. მან გერმანელ მედიკოსებს შესთავაზა პაციენტის ბიომასალის გაცვლა უფრო ზუსტი დიგნოზის დადგენის მიზნით.

26 აგვისტოს ომსკის მედიცინის მუშაკებმა გაავრცელეს ღია წერილი, სადაც აცხადებენ, რომ არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ ნავალნი ომსკელმა ექიმებმა გადაარჩინეს. წერილის ავტორები ამტკიცებენ, რომ ომსკის საავადმყოფოს ექიმებს ემუქრებიან.

გერმანული გამოცემის, „შპიგელის“ და Bellingcat-ის მიერ ჩატარებული გამოძიების მონაცემებით, „შარიტეს“ ექიმებმა ბულგარელ მედიკოსებს სთხოვეს ბიზნესმენ ემელიანე გებრევის მოწამვლის მასალები. გავრცელებული ცნობით, ნავალნი შეიძლება მოეწამლათ ქოლიესტერაზის ინჰიბიტორების ჯგუფის ნივთიერებით, რომელშიც შედის ორგანული ფოსფატები. მათ მიეკუთვნება ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების შხამები, მათ შორის, ზარინი და „ნოვიჩოკი“, რომელიც საბჭოთა კავშირში შეიქმნა და რომლითაც ბრიტანეთში მოწამლეს რუსეთის ყოფილი მზვერავი, სერგეი სკრიპალი და მისი შვილი.

„შპიგელი“ და Bellingcat-ი არ ამხელენ გამოძიების წყაროებს.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин поздравил москвичей с Международным днем защиты детей





Москва

По делу «Крокуса» проходят 20 обвиняемых, 18 под арестом, двое под подпиской


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин поздравил москвичей с Международным днем защиты детей



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Мариинка

Мариинский театр обзавелся четвертой сценой на 800 мест




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Американский боксер Глэнтон прогулялся по центру Москвы

Источник 360.ru: птенцов придавило тренажером во дворе дома в Москве

Ролан Гаррос. Расписание 2 июня. Потапова и Швентек сыграют первым запуском, Синнер – последним


Ролан Гаррос

Бывшая российская теннисистка спела гимн Франции



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Собянин рассказал, как москвичи исполняют заветные мечты детей-сирот



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России