Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Сентябрь
2020

ბაჩალიაშვილის საქმე: ადვოკატი ახალ გარემოებებზე საუბრობს - რა არ უნდა გამოგრჩეს 22 სექტემბერს

0

“ტოტალურად გაყალბებული” სატელიტური ჩანაწერების შემდეგ ბაჩალიაშვილის საქმეში საეჭვო ვებ-გვერდები ჩნდება

გუშინ საღამოს პროკურატურაში იმყოფებოდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, რომელსაც უწყებაში მობილური ტელეფონი დაატოვებინეს შესწავლის მიზნით.

„დღეს ტელეფონი ჩამომართვეს, ხვალ თავისუფლებასაც ჩამომართმევენ. იმიტომ, რომ ძალიან არ უნდათ, რომ მე ამ საქმეში ვიყო“, - ასეთი კომენტარი გააკეთა რამიშვილმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ და დაამატა, რომ მის ტელეფონში საეჭვოს ვერაფერს იპოვიან.

გუშინ პროკურატურაში მისულმა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა, მედიას უთხრა, საქმეში არსებობს სუს-ის ყოფილი თანამშრომლის ჩვენება, საიდანაც ირკვევა, რომ ბაჩალიაშვილი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ასრულებდა იმ მითითებას, რომელსაც სუს-ის თანამშრომლისგან იღებდა.

წაიკითხე მეტი.

 

 

 

ახალი კვლევა, ოპოზიციის ერთიანი ყულაბა და "მეგობრული ცეცხლი"

IPSOS-ის მიერ „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, ხვალ რომ არჩევნები იყოს, მომავალ პარლამენტში უმრავლესობის დამოუკიდებლად შექმნას ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ შეძლებს; ხოლო ოპოზიციურ პარტიების ჯამური რეიტინგი „ქართული ოცნებისას“ მნიშვნელოვნად აღემატება, რაც მათ კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების შანსს აძლევს. ამ ფონზე ოპოზიციის რიგებში ისევ იკვეთება დაპირისპირება - ამჯერადაც ძირითად საბაბს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები წარმოადგენს.

ექსპრეზიდენტმა 20 სექტემბერს განაცხადა: „ამ არჩევნებზე ან აიღებს უმრავლესობას „ნაციონალური მოძრაობა“ ანდა საქართველო დაიღუპება“. ამას ოპოზიციის ბანაკში მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ამბობდნენ, რომ მესამე პრეზიდენტი ორპოლუსიანობის გამტკციებით ისევ „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამდა წყალს.

ხმაურიანი განცხადებიდან მეორე დღეს კი სააკაშვილმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა პოსტი სადაც ოპოზიციის ერთობაზე გააკეთა აქცენტი და თქვა, რომ საერთო ინეტერესები მეგობრული ცეცხლის გახსნით არ უნდა დაზიანდეს.

კვლევები, შანსები და დაპირისპირება არჩევნების წინ - წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

 

 

 

 

COVID-19: ახალი ინფორმაცია ვირუსის გავრცელების შესახებ

დღეს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია მედიას ახალ ინფორმაციას გააცნობს კორონავირუსის გავრცელების შესახებ. გუშინ კი ახალ შემთხვევებთან ერთად ერთით იმატა გარდაცვლილთა რაოდენობამაც.

ვირუსის შედეგად გარდაიცვალა ოკუპირებული აფხაზეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი პაციენტი.

21 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის ახალი 193 დადასტურებული შემთხვევიდან უმრავლესობა კვლავ აჭარის რეგიონზე მოდის და 92-ს შეადგენს. ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზეა იმერეთი, სადაც კორონავირუსის 53 შემთხვევა აღირიცხა. მომდევნო ადგილზე ამ ჩამონათვალში 31 შემთხვევით თბილისია. რაც შეეხება დანარჩენ მონაცემებს, როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, 8 შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა, 7 გურიაში, 1 რაჭა-ლეჩხუმში და 1 მცხეთა მთიანეთში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

შსს-ს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

თბილისში შესაძლოა, კორონავირუსის უფასოდ შესამოწმებლად კარავი დაიდგას

 

 

 

 

მაქარაშვილ-ბერძენიშვილ-კაჭარავას სარჩელები ევროპულმა სასამართლომ დაარეგისტრირა

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დარეგისტრირდა სამი სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ. სამოქალაქო აქტივისტები გიგა მაქარაშვილი, ზუკა ბერძენიშვილი და ირაკლი კაჭარავა 2019 წელს 18 ნოემბერს თბილისში პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს დაკავებისას, თავიანთი დარღვეული უფლებების გამო დავობენ.

როგორც იურისტი ედუარდ მარიკაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი მიმართულებით იდავებენ.

"სამი მიმართულებით ვდაობთ - სამართიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დარღვევა და მესამე არის ის, რომ არ მოხდა ამ და სხვა ბევრი ადამიანის საჩივრების სააპელაციო სასამართლოში განხილვა და მიგვაჩნია, რომ მოსარჩელეებს მათი განაჩენების სასამართლო გადაწყვეტილების გადახედვის საშუალება არ მიეცათ“, - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი.

წაიკითხე მეტი.

 

 

 

 

რუსეთში დაიწყო მასშტაბური სამხედრო წვრთნები

რუსეთის სამხრეთში დაიწყო სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლება „კავკასია 2020“, რომელშიც 80 ათასამდე სამხედრო პირი მონაწილეობს. მათ შორის ეროვნული გვარდიის და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სპეციალური დანაყოფებიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებაში მონაწილეობისთვის მიწვეულია სომხეთის, ბელარუსის, ჩინეთის, მიანმის და პაკისტანის ათასამდე სამხედრო მოსამსახურე.

ოფიციალური მონაცემებით, სამხრეთ რეგიონებში მდებარე პოლიგონებზე მიმდინარე წვრთნებში ჩართულია 250-მდე ტანკი, 450-მდე საბრძოლო ჯავშანმანქანა და 200-მდე საარტილერიო და რეაქტიული სისტემა. სწავლება, რომელიც 26 სექტემბერს დასრულდება, მოიცავს შავ და კასპიის ზღვებსაც.

წაიკითხე მეტი.

 

 

 

 

3 მიზეზი - რატომ არის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია წელს იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ოდესმე 

ახლა მსოფლიო კორონავირუსის პანდემიაზე გადართული, თუმცა მოდის ზამთარი და ახლოვდება გრიპის ვირუსი, რომელიც ყოველთვის აქტიურდებოდა ზამთარში. ახლა COVID-19 და სხვა ვირუსები ერთად იტრიალებს ხალხში, გრიპის დანარჩენ ვირუსებზე აცრის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. მითუმეტეს, რომ გრიპის სიმტომები ბევრად არც განსხვავდება კორონავირუსის სიმპტმებისგან.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ იდეალური იქნებოდა, თუკი ვირუსის გავრცელების პრევენციისა და დაცვის მიზნით აიცრებოდა ყველა, ვისაც ბევრ ხალხთან უწევს ურთიერთობა, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, მასწავლებლები და ა.შ.

რატომ არის აუცილებელი ვაქცინაცია, გვაქვს თუ არა ვაქცინის მარაგი და რა რეკომენდაციები აქვთ ინფექციონისტებს? წაიკითხე მეტი გელა ბოჩიკაშვილის სტატიაში.

 

 

 

 

 

რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ბერლინის „შარიტეს“ კლინიკაში იმყოფება ინსტაგრამზე ახალი ფოტო გამოაქვეყნა. მან მეუღლეს ქორწინების 20 წლის თავი მიულოცა და ფოტოს აღწერაში ვრცლად ისაუბრა იმ ემოციურ კავშირზე რაც მეუღლესთან კომაში ყოფნის პერიოდში ჰქონდა. 

"იულია, შენ მე გადამარჩინე! დაე, ამის შესახებ დაწერონ ნეირობიოლოგიის სახელმძღვანელოებში", - ასე მიმართა მან ცოლს ინსტაგრამ პოსტში. 

ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობა კი სწრაფად უმჯობედება. ის 20 აგვისტოს გახდა ცუდად მოულოდნელად თვითმფრინავში, როცა ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა. თვითმფრინავმა საავარიო დაჯდომა განახორციელა ომსკში, სადაც ხანმოკლე მკურნალობის შემდეგ ნავალნი ბერლინში გადააფრინეს. გერმანიის არმიის, ასევე ორი სხვა დამოუკიდებელი ლაბორატორიის დასკვნის თანახმად, მის სხეულში აღმოაჩინეს ნერვული აგენტი სამხედრო კლასის ნივთიერებების, „ნოვიჩოკის", ჯგუფისა. ნავალნი 7 სექტემბრამდე იმყოფებოდა ხელოვნურ კომაში.

 

 

 

 

 9 სექტემბერს ბელარუსში ქალთა საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა შორის იყო ნინა ბაჰინსკაია, სუსტი აღნაგობის, მაგრამ მტკიცე ადამიანი.

 კენჭისყრის შედეგებს ოპოზიცია, ასევე დასავლეთის ქვეყნები გაყალბებულად მიიჩნევენ.

 ანა ბაჰინსკაია რეგულარულად ჩანდა დემონსტრაციებზე, მას ხედავდნენ მინსკის ქუჩებში, როგორ არ ეპუებოდა უშიშროების ძალებს.





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал, как москвичи исполняют заветные мечты детей-сирот





Москва

В Москве прошла премьера документального фильма "Мамы и дети"


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин поздравил москвичей с Международным днем защиты детей



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Елена Волкова

НА ДЕТСКОМ ФЕСТИВАЛЕ ИСКУССТВ «НЕБО» СОСТОИТСЯ 5 ПРЕМЬЕР И ПОКАЖУТ НОВИНКИ ОТ ВЕДУЩИХ МОСКОВСКИХ ТЕАТРОВ




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Ролан Гаррос. Расписание 2 июня. Потапова и Швентек сыграют первым запуском, Синнер – последним

В Москве презентовали медали и экипировку VIII игр «Дети Азии»

Источник 360.ru: птенцов придавило тренажером во дворе дома в Москве


Ролан Гаррос

Главный русский теннисист заставил Париж аплодировать ему стоя. Что удалось Осьминогу Медведеву?



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Симферополь

Выставка-представление «Не просто город, а судьба, которой я не устаю гордиться!»



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России