Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Сентябрь
2020

27 წელი შესრულდა სოხუმის დაცემიდან

0
27 წელი შესრულდა სოხუმის დაცემიდან

საქართველოში პატივს მიაგებენ აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დაშვებულია საქართველოს სახელმწიფო დროშა, მინისტრები გვირგვინებით ამკობენ დაღუპულ გმირთა მემორიალს. 

"პატივს მივაგებ საქართველოს ერთიანობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას. სწორედ ეს ხსოვნაა, რაც დღევანდელ თარიღს აქცევს მშვიდობის განმტკიცების უპირობო მნიშვნელობის ძალიან ძლიერ სიმბოლოდ. რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკას, მე მჯერა, რომ ჩვენი ძალისხმევა, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდება იმისათვის, რომ მოხდეს შერიგება ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის, ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისკენ და იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს შეექმნათ ღირსეული ცხოვრების პირობები, დარწმუნებუული ვარ, რომ გამოიღებს შედეგს”- თქვა  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გმირთა მემორიალთან. 

აფხაზეთში 13 თვიან სამხედრო დაპირისპირებას ემსხვერპლა 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს სახელმწიფო საბჭომ რკინიგზის სოჭი-ინგირის მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმებით გაგზავნა სამთავრობო ძალები. თუმცა, „აფხაზურმა გვარდიამ“ საქართველოს ეროვნულ გვარდიას ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში გაუწია შეიარაღებული წინააღმდეგობა, რასაც საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა. აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის არმია.

1993 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს სამთავრობო ძალების სამხედროებმა, შტაბის სარდლობამ და სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ, ედუარდ შევარდნაძემ სოხუმი დატოვეს. სოხუმის დაცემამდე შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა რამდენჯერმე მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმებას, თუმცა რუსეთმა და მის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა ყველა მათგანი დაარღვიეს.

სოხუმის დაცემიდან თითქმის 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა.





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о подготовке школьников в инженерных классах





Москва

Новый релиз DomNi & GOR - Прости или отпусти


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о развитии системы социальной помощи в Москве



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Ирина Ортман

Ирина Ортман оставляет в прошлом «Всё, что было вчера».




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Юбилейные медали получат почти 6 тысяч бамовцев

В Кузьминках обустраивают пространство для отдыха и занятий спортом

В сочинском парке «Ривьера» установили национальный рекорд по массовой медитации


Ролан Гаррос

Россия — первая по теннисным отказникам! Почему сразу девять наших сказали «нет» Олимпиаде в Париже



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Game News

Model viewer forensics reveal that Elden Ring: Shadow of the Erdtree's Dancing Lion boss is actually two little guys piloting it around



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России