Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Сентябрь
2020

დაპირისპირებაა ბოლნისში - ოპოზიცია თავდასხმაზე საუბრობს

0

ფეისბუქში ვრცელდება ვიდეოები, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში დაპირისპირებას ასახავს. გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს მმართველი პარტიის მხარდამჭერები ჩაიხანაში შეჭრის შემდეგ თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. სოფელში შეკრებილი ოპოზიციის მხარდამჭერები საუბრობდნენ იმაზე, რომ თავდამსხმელებს შორის ერთ-ერთი ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ძმა იყო. გოგი მეშველიანი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ თავდამსხმელები თავად ოპოზიციის მხარდამჭერები იყვნენ და ისინი მმართველი პარტიის სააგიტაციო გუნდს მაშინ დაუპირისპირდნენ, როცა ისინი ჩაიხანაში დასასვენებლად იყვნენ შესულები, ჩაიხანადან გამოსვლის შემდეგ კი დაპირისპირება ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა. 

"დღეს საღამოს ჩვენი აქტივისტების ჯგუფს, რომლებიც სოფელ ნახიდურში დაკავებულები იყვნენ სააგიტაციო პლაკატების გაკვრით და ვერბალური აგიტაციით, თავს დაესხა ადგილობრივი "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელი არიფი უსუპოვი, თავის მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად.

გამოყენებული იყო ხელკეტები და ორი ჩვენი დაზიანებული აქტივისტი გადაყვანილია საავადმყოფოში," - ამბობს მეშველიანი.

დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილი კი ყვება, რომ ოპოზიციის მხარდამჭერების თავდამსხმელებ,  სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდნენ. 

„ნარკოტიკული საშუალებების თრობის ქვეშ მყოფი 50 კაციანი ბანდა, პრაქტიკულად თავს დაესხა სოფელს და ფიზიკურად გაუსწორდა სოფლის მოსახლეობას. აგრეთვე, უმისამართოდ ისროდნენ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან, ეს სროლა ჰაერში ხორციელდებოდა, სავარაუდოდ შიშის დანერგვის მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებული არავინ არ არის. „ქართულ ოცნებას“ არა მარტო ამ რეგიონში არამედ მთელს საქართველოში აქვს არჩევნები წაგებული და ამიტომ აკეთებს ასეთ რაღაცებს“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაპირისპირების ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

ბოლნისში მომხდარი დაპირისპირება პირველი შემთხვევა არ არის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, როცა ოპოზიცია ხელისუფლების მხარდამჭერების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს. 

ასევე ნახეთ: ძალადობა არჩევნების წინ

ISFED: მოსყიდვა, დაშინება, სინოდის წევრების მხარდაჭერა





Губернаторы России
Москва

Собянин: В кварталах реновации появится более 70 социальных объектов





Москва

В разрезе добыли аресты // Ликвидатору шахт и подрядчику инкриминируют мошенничество с бюджетными деньгами


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: В кварталах реновации появится более 70 социальных объектов



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

The Beatles

Музыка ABBA и The Beatles прозвучат в исполнении симфонического оркестра




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Кузьминках обустраивают пространство для отдыха и занятий спортом

В сочинском парке «Ривьера» установили национальный рекорд по массовой медитации

Собянин представил летнюю программу мероприятий в «Лужниках»


WTA

Путинцева в Бирмингеме завоевала третий титул WTA в карьере



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России