103news.com
World News in Georgian
Сентябрь
2020

ზალკალიანი გარეჯზე: გაგვიჩნდა მყარი არგუმენტები რომლითაც ვისაუბრებთ კომისიის ფარგლებში

0
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი კომისიის ფარგლებში საუბარი აუცილებლად გაგრძელდება. „რა თქმა უნდა, ჩვენ გაგვიჩნდა ჩვენი მყარი არგუმენტები და ამ არგუმენტებით ვისაუბრებთ და დარწმუნებული ვარ, ორმხრივად მისაღებ ფორმებში და ჩარჩოებში იქნება მიღებული გადაწყვეტილება", - ამბობს მინისტრი. 


ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტისას განიხილეს ურთიერთობის ყველა ძირითადი მიმართულება, მათ შორის, გარეჯისა და საზღვრის დელიმიტაციის საკითხიც.


„ბუნებრივია, შევეცადე ვყოფილიყავი ძალიან ზუსტი შეფასებებში და ეს საკითხი არ ყოფილიყო გამოყენებული შემდგომი პოლიტიკური მანიპულაციებისთვის, ვინაიდან ძალიან მგრძნობიარე, სენსიტიური საკითხია ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობებიდან გამომდინარე. ამიტომ, პრესკონფერენციაზე ჩემ მიერ გაჟღერებული თემატიკა, ეხებოდა საქართველოს მზაობას, დაუყოვნებლივ განახლდეს მოლაპარაკებები კომისიის ფარგლებში. კომისია მთლიანად ახალი შემადგენლობისაა და ჩვენ მზად ვიყავით, ახალი რაუნდები ჩაგვეტარებინა, მაგრამ პანდემიამ არ მოგვცა ამის საშუალება. ამის მიუხედავად, კომისიაში ჩართული ყველა უწყება ყოველდღიურად მუშაობდა იმისთვის, რომ გაგვეანალიზებინა, სად ვართ, რა მოცემულობა გვაქვს და რა დამხმარე საშუალებები გვჭირდება იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავიმყაროთ პოზიციები", - თქვა მინისტრმა.


დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ ილაპარაკა მოძიებული ახალი კარტოგრაფიული მასალების, დოკუმენტების და ექსპერტული დასკვნების შესახებ, რომლებიც აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა.


„მოძიებულ იქნა უაღრესად მნიშვნელოვანი დამხმარე საშუალებები, მათ შორის კარტოგრაფიული რუკები და ექსპერტული დასკვნები, როგორც ჩვენი, ისე ჩვენი საერთაშორისო ექსპერტების დასკვნები. მე პრესკონფერენციაზეც ვთქვი, რომ ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, გაჩნდეს გარკვეული კითხვები 2006-2007 წლების შეთანხმებებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მივიღეთ დეზინფორმაციის ნიაღვარი ოპოზიციური პარტიების მხრიდან პირადად ჩემ მიმართ, რაც აბსოლუტურად უსაფუძვლოა, რადგან მე ვმოქმედებდი როგორც სახელმწიფო მოხელე, ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე", - თქვა ზალკალიანმა. 


უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.


პროკურატურის თანახმად, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. როგორც პროკურატურა აცხადებს, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.


„ცეცხლთან თამაში" უწოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის თემაზე დაწყებულ გამოძიებას საქართველოს მესამე პრეზიდნეტმა მიხეილ სააკაშვილმა.




Губернаторы России
Москва

Собянин: Более 900 км проводов убрали под землю в рамках проекта «Чистое небо»





Москва

Росгвардейцы провели мастер-класс по самообороне для школьников в Москве


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин рассказал, как проект "Чистое небо" преобразил Москву



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Сергей Шнуров

Mash: музыкант Шнуров развелся с супругой Ольгой Абрамовой




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Международный фестиваль спортивного кино пройдет с 24 по 29 октября

Спортсмены Центрального округа Росгвардии заняли призовые места на всероссийских соревнованиях общества «Динамо» по самбо и боевому самбо

ЦСКА вновь проигрывает: "Сочи" вырывает победу в серии буллитов


Серена Уильямс

«Размером с грейпфрут»: теннисистке Серене Уильямс удалили гигантскую опухоль



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Собянин поблагодарил сотрудников дорожного хозяйства за профессионализм



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России