Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Сентябрь
2020

მედია-კლუბი „ქართულ ოცნებისგან“ მარნეულის  საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს

0
მედია-კლუბი „ქართულ ოცნებისგან“ მარნეულის  საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს

მარნეულის 29 სექტემბრის ინციდენტზე „საქართველოს მედია-კლუბი“ „ქართულ ოცნებას“ პასუხისმგებლობის აღებისკენ და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, „ქართული ოცნების“ მარნეულის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ამირან გიორგაძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს:

„როგორც ერთ-ერთი დაზარალებული, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლაშა ქველაძე აცხადებს, მას და მამამისს ფიზიკურად სწორედ გიორგაძე და მისი თანმხლები პირები გაუსწორდნენ. ორივე მათგანი საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებითაა მოთავსებული. გიორგაძეს ადანაშაულებს, ასევე, სადამკვირვებლო ორგანიზაციის „2020“-ის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძეც.

ჩვენი ინფორმაციით, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ასევე რამდენჯერმე დაფიქსირდა ამირან გიორგაძის მხრიდან  ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტიც“, - აღნიშნულია „საქართველოს მედია-კლუბის“ განცხადებაში. განცხადების თანახმად, რადგან ამირან გიორგაძე პოლიტიკურ თანამდებობაზე ქართული ოცნების მარნეულის საკრებულოში ქართული ოცნების უმრავლესობის გადაწყვეტილებით აღმოჩნდა, სწორედ  უმრავლესობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მის ქმედებებზე და სათანადო გადაწყვეტილება მიიღოს:

„მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის მეშვეობით, დაუყოვნებლივ გადააყენოს გიორგაძე დაკავებული თანამდებობიდან. ეს იქნება მნიშვნელოვანი პრეცედენტი ყველა თანამდებობის პირისთვის, რათა წინასაარჩევნო კამპანიის დროს არ დაუშვას ძალადობა და უკანონო ქმედებები პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არჩევნების სამართლიან და მშვიდობიან გარემოში ჩატარებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.  ამავე განცხადებით მედია კლუბი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტურად და ოპერატიულად გამოიძიოს მარნეულის 29 სექტემბრის ინციდენტი.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქში 29 სექტემბერს ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ იმ დროს, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავდნენ.

ამავე დღეს მოგვიანებით მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ პლატფორმა 2020-ის წარმომადგენელს გიორგი მუმლაძეს, „მთავარი არხის“ კორესპონდენტს ჯეიჰუნ მუჰამედალის და ოპერატორს, ასევე პირველი არხის ოპერატორს და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, ლაშა ქველაძეს და მის მამას.

გამოძიება საქმეებზე ძალადობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით მიმდინარეობს.

მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაში „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს ადანაშულებს.





Губернаторы России
Москва

Собянин: врачи из Москвы направлены для помощи пострадавшим в Севастополе





Москва

Сергей Собянин. Главное за день


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин. Главное за день



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Николай Цискаридзе

«Признала, что мы были правы»: Николай Цискаридзе раскрыл тщательно оберегаемую тайну между Анастасией Заворотнюк и Петром Чернышевым




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Рождаемость на Дальнем Востоке стала выше, чем в среднем по России

В Кузьминках обустраивают пространство для отдыха и занятий спортом

В сочинском парке «Ривьера» установили национальный рекорд по массовой медитации


Уимблдон

Рыбакину "оставили" без Уимблдона



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Архангельск

Москвичам напомнили о временном закрытии участка БКЛ метро



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России