ახალი თავსატეხი დავით გარეჯთან დაკავშირებით - რა არ უნდა გამოგრჩეს 1 ოქტომბერს
დავით გარეჯი: საქართველოს სასარგებლოდ თუ საზიანოდ?
ერთი კვირაა ისევ გააქტიურდა დავით გარეჯის ტერიტორიაზე აზერბაიჯანთან შეუთანხმებელი საზღვრის საკითხი. ჯერ 24 სექტემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა განცხადება, შემდეგ მოჰყვა 29 სექტემბერს პროკურატურის განცხადება და ბოლოს, 30 სექტემბერს საპატრიარქოს პირველი კომენტარი. სამივე განცხადებას ერთი საერთო აქვს, ისინი ყველა ბუნდოვანია და მხოლდო ფრაგმენტულ სურათ იძლევა.
პროკურატურიაში დაწყებულია გამოძიება რომელიც შეეხება უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართულ სავარაუდო მოქმედებას. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ არის ნახსენები დავით გარეჯი, თუმცა თუ ვიმსჯელებთ საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანისა და საპატრიარქოს გუშინდელი განცხადებებით, გამოძიების კავშირი დავით გარეჯთან უფრო დამაჯერებელი ხდება. გუში საპატრიარქომაც და ზალკალიანმაც თქვა, რომ შესწავლის პროცესშია 2006-2007 წლებში საზღვრის დამდგენი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
გარდა ამისა საგარეო უწყება ამბობს, რომ მოიძია „უაღრესად მნიშვნელოვანი დამხმარე საშუალებები, მათ შორის კარტოგრაფიული რუკები“, რამაც აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა. კიდევ რა ვიცით და რა არ ვიცით დავით გარეჯის თავსატეხიდან, წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებმა ახალ პიკს მიაღწია
30 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 326 შემთხვევაა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 6192-მდე გაიზარდა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი დღეისთვის 39-ია.
წითელ ზონად გუშინ ისევ აჭარა რჩებოდა 235 ახალი შემთხვევით ერთ დღეში. გუშინ ახალი ინფიცირებულები დაემატნენ საავადმყოფოებს, თუმცა მკურნალობა წარმატებით დაასრულა 796-მა პაციენტმა.
გუშინ საქართველოში ინფიცირებულთა გამოჯანმრთელების ახალი კრიტერიუმი ამოქმედდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით უსიმპტომო პაციენტებს გამოჯანმრთელებულის სტატუსი 10 დღეში მიენიჭებათ.
წაიკითხე მეტი.
ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში ისაუბრებენ მთიან ყარაბაღზე
ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები შეხვედრა იწყება. დრეს და ხვალ ისინი განიხილავენ დოკუმენტის საგარეო პოლიტიკის შესახებ. რადიო თავისუფლებას საშუალება მიეცა, წინასწარ გაცნობოდა ამ დოკუმენტს, რომელიც რამენიმე მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან.
დოკუმენტში საუბარია მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავებაზე. ევროკავშირი კონფლიქტში მონაწილე მხარეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყდეს დაპირისპირება და აღნიშნავს, რომ „კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელია“.
ევროკავშირის საბჭო გმობს ალექსეი ნავალნის მოკვლის მცდელობას „ნოვიჩოკის“ ჯგუფის სამხედრო ქიმიური იარაღით. საბჭო რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს „სრულად ითანამშრომლოს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან (OPCW), რათა უზრუნველყოფილ იქნეს მიუკერძოებელი საერთაშორისო გამოძიება.
წაიკითხე მეტი.
ამ თემაზე ასევე ნახე:
ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება
დღეიდან მოსწავლეების ნაწილი საკლასო ოთახებს დაუბრუნდება
დღეიდან სწავლას საკლასო ოთახებში აგრძელებენ დისტანციური სწავლების რეჟიმზე მყოფი სკოლების I-VI კლასების მოსწავლეები, გარდა აჭარის რეგიონისა. კორონავირუსის შემთხვევების სიმრავლის გამო, აჭარის მუნიციპალიტეტების სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე რჩებიან.
საკლასო ოთახებში ბრუნდებიან თბილისის, რუსთავის, ქუთაისის და ზუგდიდის სკოლების I-VI კლასების, ხოლო ფოთსა და გორში თორმეტივე კლასის მოსწავლეები. ამ ქალაქებში 15 სექტემბრიდან სწავლა ისევ დისტანციური რეჟიმით მიმდინარეობდა საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრად მომატების გამო.
წაიკითხე მეტი.
კომპანია „ზეგ-ი“ ბაჩალიაშვილის პირადი ვიდეოების გავრცელების გამო შეშფოთებულია
კომპანია “ზეგ”, სადაც გაუკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული და გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადებას ავრცელებს და იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც მათ საქმიანობაში გამოძიების პარალელურად გაჩნდა.
“დღესდღეობით კომპანია ვეღარ ფუნქციონირებს, ამოღებულია სამსახურის თუ პირადი ტექნიკა და დოკუმენტაცია, ამასთან ერთად გავლილი გვაქვს ფინანსური შემოწმება,“ საქართველოს ბანკმა“ მიზეზგარეშე დაგვიხურა ანგარიში, ვერ ვახერხებთ სხვა ბანკში ანგარიშის გახსნას. უკვე ორი თვეა ვერ ვუხდით თანამშრომლებს ხელფასებს და გაგვიუქმდა ჩვენს მიერ მოპოვებული კონტრაქტი ამერიკელ პარტნიორებთან. ფაქტიურად 47 ადამიანი დარჩა უმუშევარი. ამ ყველაფერს ემატება ჩვენი კომპანიის მიმართ ყოვლად ამორალური "ბრალდება" ბულინგთან დაკავშირებით, რაც აღარ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ხმა აღარ ამოვიღოთ” - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კომპანიამ 30 სექტემბერს გაავრცელა.
წაიკითხე მეტი.
11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მამას ბრალდება დაუმძიმდა
პროკურატურამ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაკავებულ მამას ბრალდება დაუმძიმდა. მას ბრალდება არასრულწლოვანი შვილის არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენებისა და მეუღლის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირების ფაქტებზე წარედგინა.
პროკურატურის თანახმად ბრალდებული შვილს არაადამიანურად ეპყრობოდა - სისტემატურად ემუქრებოდა მოკვლით, ცემით, სახლის და მისთვის სასურველი ნივთების დაწვით. ასევე, ფ.ა. არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ტელეფონით საუბრისას, საზღვარგარეთ მყოფ მეუღლეს ნ.ა.-ს სისტემატურად ამცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა. ამგვარი მოპყრობის გამო არასრუწლოვანი მუდმივი სტრესის და შიშის ქვეშ იმყოფებოდა, „რის გამოც 2020 წლის 23 აგვისტოს, მან თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი მოიკლა“,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
წაიკითხე მეტი.
გავრილოვი თავმჯდომარის სკამში და პროპორციული არჩევნები - რით დაგვამახსოვრდება მე-9 მოწვევის პარლამენტი
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტმა მუშაობა 30 სექტემბერს დაამთავრა.
31 ოქტომბერს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და პარლამენტის ახალი შემადგენლობა თითქმის პროპორციული წესით დაკომპლექტდება. საარჩევნო წესის ცვლილება მე-9 მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა.
მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2016 წლის 18 ნოემბერს ქუთაისის პარლამენტის შენობაში გახსნა. ამის მერე მან შენობა შეიცვალა და საკანონმდებლო ორგანო ისევ თბილისში დაბრუნდა.
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეს პარლამენტი, სადაც მმართველი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობით იყო წარმოდგენილი, თავიდანვე იყო იმის ნიშანი, რომ მას გაუჭირდებოდა საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლობა.
წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.
ქაოსური და ერთმანეთის შეურაცხმყოფელი - ასე შეიძლება დახასიათხეს აშშ-ში პრეზიდენტობის კანდიდატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პირველი დებატები. ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდში გამართულ დებატებს, რომელიც თითქმის ყველა წამყვანი საინფორმაციო საშუალების პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, სულ მცირე ასი მილიონი მაყურებელი ჰყავდა.
წაიკითხე მეტი.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ჯეიჰუნ მუჰამედალის 29 სექტემბერს მარნეულში, „ქართული ოცნების“ ოფისთან, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გაუსწორდნენ. მას დაზიანებები აქვს თავის, ხელისა და მუცლის არეში.
ჯეიჰუნი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მას არ აქვს იმედი, რომ გამოძიება სათანადოდ წარიმართება და დიპლომატიურ კორპუსს სთხოვს, დაინტერესდნენ იმ ფაქტებით, რაც წინასაარჩევნოდ ქვემო ქართლში ხდება.