სომხეთმა აკრედიტაცია ჩამოართვა "ნოვაია გაზეტას" კორესპონდენტს
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ნოვაია გაზეტას“ კორესპონდენტ ილია აზარს გაუუქმა აკრედიტაცია, რომელიც მთიან ყარაბაღში სამუშაოდ იყო გაცემული.
„ოფიციალურად იმისთვის, რომ აკრედიტაციის გარეშე შევედი ყარაბაღში, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავდაპირველად მე, ისევე, როგორც სხვა ჟურნალისტებს, აკრედიტაცია მომცა ყარაბაღში სამუშაოდ... არაოფიციალური (და მთავარი) მიზეზი, როგორც მაგრძნობინეს, არის შუშიდან და ლაჩინიდან გაკეთებული ჩემი საღამოს რეპორტაჟი, რომელმაც, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, უარყოფითი რეზონანსი გამოიწვია (რაც მართალია)“, წერს აზარი ფეისბუკში.
მისი თქმით, რეპორტაჟმა „შეეხო სომხების პატრიოტულ გრძნობებს და მოეწონათ აზერბაიჯანელებს“, მაგრამ აღნიშნა, რომ სტატიაში არ ყოფილა არასწორი ფაქტები.
მთიან ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბერს განახლდა. მხარეები ერთმანეთს სდებენ ბრალს კონფლიქტის ესკალაციაში. აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ დაიკავა შვიდი სოფელი, რომელიც მოწინააღმდეგის კონტროლქვეშ იყო. სომხეთი უარყოფს ამ ინფორმაციას. ამასთან, მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, არაიკ არუთიუნიანმა დაადასტურა პოზიციების ნაწილის დაკარგვა ტალიშის რაიონში.