Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Октябрь
2020

მთიანი ყარაბაღის „გაყინული კონფლიქტი“, რომელიც სწრაფად „გალღვა“

0
მთიანი ყარაბაღის „გაყინული კონფლიქტი“, რომელიც სწრაფად „გალღვა“

მთიანი ყარაბაღისთვის სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოებს შორის 27 სექტემბრის ბოლოს დაწყებული ომი პირველი არ არის. ორივე მხარე იტყობინება, რომ დაღუპულია სულ მცირე 300 ადამიანი, ათეულობით სამოქალაქო პირის ჩათვლით. აზერბაიჯანი სამხედროთა შორის მსხვერპლზე ცნობებს არ ავრცელებს. სავარაუდოდ, დაღუპულთა რიცხვი უფრო დიდია, რადგან მხარეები მოწინააღმდეგისთვის დიდი ზიანის მიყენების შესახებ იტყობინებიან. ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს სამოქალაქო ობიექტებისთვის ცეცხლის დაშენაში.

ბოლოსწინა ნამდვილი ომი მათ შორის საბჭოთა კავშირის დაშლას და ამ ორი საბჭოთა რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას მოჰყვა 1990-1994 წლებში. კომუნისტური სახელმწიფოს შექმნამდე, ცარისტული იმპერიის დაშლის შემდეგ, სისხლიანი დაპირისპირება იყო ორ, მაშინ ახლად დაარსებული დამოუკიდებელი რესპუბლიკების, არმიას შორის, რაც საბოლოოდ შეწყდა წითელი არმიის მიერ რეგიონის სამი ქვეყნის ოკუპაციისა და, მოსკოვის გადაწყვეტილებით, მთიანი ყარაბაღის ძირითადი ნაწილის აზერბაიჯანისთვის მიკუთვნების შემდეგ. საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში, როცა ეთნიკური დაპირისპირებები დაიწყო, მთიან ყარაბაღში უმრავლესობას სომხური ეთნოსი წარმოადგენდა. ზოგიერთ ქალაქში მეტი აზერბაიჯანელები ცხოვრობდნენ, ზოგან სომხები, მაგრამ, საერთო ჯამში, უმრავლესობას სწორედ სომხები ქმნიდნენ მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქში, რომელიც აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა. ამჯერად კონფლიქტის მოგვარებაში შუამავალი ეუთოს ე.წ. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები (ჯგუფი ბოლო ხანს არაერთხელ გააკრიტიკეს პასიურობის გამო), რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები მოსკოვში შეხვდებიან ერთმანეთს 12 ოქტომბერს.

8 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თქვა, რომ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტა ორმხრივი გადაწყვეტილება უნდა იყოს და პირველ ეტაპზე სომხეთმა უნდა წარმოადგინოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისი ჯარების გაყვანის გრაფიკი, რომელსაც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები დაამტკიცებენ. Euronews-ს ინტერვიუ მისცა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც, რომელმაც განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს.

რადიო თავისუფლებამ აზრის გამოთქმა სთხოვა ექსპერტებს - გერმანიის მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდის, საერთაშორისო და უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარს, უვე ჰალბახს, და პრაღის კარლის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორს, ადრიან ბრისკუს.

უშუალოდ საქართველოსთვის არსებულ საფრთხეებზე თავის მოსაზრებას გაგიზიარებთ მიხეილ სარჯველაძე, რომელიც გერმანიის მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდის საერთაშორისო და უსაფრთხოების პოლიტიკის გერმანულ ინსტიტუტში მიწვეული მკვლევარია.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა ბოლო წლებში დიდი სამხედრო პოტენციალი დაიგროვეს. ვის უნდა ეკითხა, რატომ ზრდიან ბაქო და ერევანი თავიანთ არსენალებს?

შეუძლია და უნდა თქვას თუ არა ევროკავშირმა ამ კონფლიქტში თავისი სიტყვა?

სად უნდა იდგეს საქართველო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში?

რუსეთი „ნეიტრალურია“, მაგრამ არ მისდევს კონფლიქტებში თავის პოლიტიკას, რომელსაც მიმართავს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მიმართ. რა ამოძრავებს კრემლს?

რა დგას აზერბაიჯანისთვის თურქეთის აშკარა მხარდაჭერის უკან? გეოპოლიტიკური ამბიციები? განსაცდელში „მოძმე ერის“ არმიტოვების ვალდებულება?

რას უნდა ველოდეთ? რას მოიტანს, თუკი ეს მოხდა, კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია?

უვე ჰალბახი თავის სტატიაში „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის ბოლო მოვლენები“ წერს, რომ მთიანი ყარაბაღის გამო დაპირისპირებაში „საერთაშორისო სამართლის ორი პრინციპი ეჯახება ერთმანეთს: ერთ მხარესაა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი, რომელსაც ბაქო ეყრდნობა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიის საფუძველზე, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს იმდენად, რამდენადაც არავის უცვნია მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა დიპლომატიურად. მეორე მხარეს სომხეთი აზერბაიჯანის რესპუბლიკისგან უპირატესად სომხებით დასახლებული ავტონომიური ოლქის გამოყოფას ეროვნული თვითგამორკვევის უფლების პრინციპს აფუძნებს“.

რუსეთი კი, ჰალბახის თანახმად, „ცდილობდა გაეერთიანებინა „სტრატეგიული პარტნიორობა“ სომხეთთან და შედარებით კარგი ურთიერთობა აზერბაიჯანთან.

ამასთან, თამაშობდა კონფლიქტში მთავარი შუამავლისა და იარაღის მიმწოდებლის საეჭვო როლს, რასაც „ბალანსის შენარჩუნების“ მიზნით ხსნიდა.

აზერბაიჯანისთვის თურქეთის აშკარად გაძლიერებული მხარდაჭერის შემდეგ ამ „ბალანსმა“ დარღვევა დაიწყო.

პრაღის კარლის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორი ადრიან ბრისკუ ამბობს, რომ ორივე ქვეყანა დაუფარავად იტყობინებოდა სამხედრო სფეროში შენაძენების შესახებ. მისი თქმით, საქართველოს, ისევე როგორც სხვა ქვეყნებს, შეუძლია, როგორც ეს ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმაც აღნიშნა, ხელი შეუწყოს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას. თურქეთის მიერ აზერბაიჯანის მხარდაჭერა, ბრისკუს თანახმად, რეგიონში რუსეთის გავლენასთან დაპირისპირების საშუალებაა.

მიხეილ სარჯველაძე, რომლის კვლევის სფერო ბერლინში „სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საგარეო პოლიტიკა და 21-ე საუკუნეში მცირე ქვეყნების გამოწვევებია“, ფიქრობს, რომ „რუსეთისთვის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დამბალანსებლის როლის შესრულება რეგიონში ზეგავლენის შენარჩუნების გზაა. თურქეთის გააქტიურება შესაძლოა კრემლმა ბალანსის დაკარგვის საშიშროებად აღიქვას და კონფლიქტში აქტიურად ჩაერიოს“.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე ომი საქართველოს პერსპექტივიდან რამდენიმე ასპექტის გამო განსაკუთრებულ საფრთხეს შეიცავს. ერთ-ერთია, სარჯველაძის თანახმად, „საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნავთობ და გაზსადენების დაზიანების საფრთხე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტში რუსეთი აქტიურად ჩაერთვება. სამხრეთკავკასიური ენერგოდერეფანი არ შედის რუსეთის ინტერესებში (აღსანიშნავია, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა ამ ეტაპზე შეჩერებულია)“.





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал, как москвичи исполняют заветные мечты детей-сирот





Москва

Весь мир чипировали умом Ленина?! Раскрыта загадка Мавзолея В.И. Ленина. Проект "Святой Ленин".


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Около обновленных поликлиник создано более 600 зон отдыха



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Певица

Певица Орлова рассказала о процессе лечения Заворотнюк и врачебной тайне




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Ролан Гаррос. Расписание 2 июня. Потапова и Швентек сыграют первым запуском, Синнер – последним

"Евро-Футбол.Ру": "Спартак" не будет подписывать камерунского форварда Абубакара

Стали известны все участники РПЛ сезона-2024/2025


Ролан Гаррос

Бывшая российская теннисистка спела гимн Франции



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Сергей Собянин: Центральной детской библиотеке имени Гайдара — 90 лет



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России