რუსეთში ახალი შეზღუდვები წესდება კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში
28 ოქტომბერს რუსეთში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება მას შემდგ, რაც ოპერატიული შტაბის ცნობით წუხელ ქვეყანაში კორონავირუსის 16 550 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მთავარი სახელმწიფო მარეგულირებლის, „როსპოტრებნადზორის“ თანახმად რუსეთის ყველა მოქალაქე 28 ოქტომბრიდან იძულებული იქნება ატაროს სანიტარული პირბადეები მასობრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, პარკირების ადგილებსა და ლიფტებში.
ასევე 28 ოქტომბრიდან იკრძალება ყოველგვარი სანახაობა და გასართობი ღონისძიება.
ვირუსის გავრცელების მხრივ რუსეთი მსოფლიო პირველ ხუთეულში იმყოფება. ეპიდემიის განმავლობაში COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვი შეადგენს 1,5 მილიონზე მეტს. ეპიდემიის განმავლობაში გარდაიცვალა 26589 პაციენტი.
რუსეთის ხელისუფლება ახალი შეზღუდვების შემოღებით ვარაუდობს კორონავირუსის გავრცელების სეზონური რისკის შემცირებას.