Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Октябрь
2020

ვინ რამდენ მანდატს მოიპოვებს პარლამენტში პარტიული სიით - 4 ეგზიტპოლის მიხედვით

0

ოთხი ტელეკომპანიის - იმედის“, „რუსთავი 2“-ის, „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ ეგზიტპოლების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ გადაკვეთა კანონის მიერ დაწესებული 40.54%-იანი ბარიერი. ეს არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა მომავალ პარლამენტში უმრავლესობის შესაქმნელად. რეალური, 76-წევრიანი უმრავლესობის ფორმირებასა და მთავრობის დაკომპლექტებას სხვა არაერთი პირობა ესაჭიროება. რა სურათი იკვეთება თითოეული ეგზიტპოლის მიხედვით, თუკი მათ საბოლოო მონაცემებად ჩავთვლით? როგორ გამოიყურება სახელისუფლებო პარტიისა და ოპოზიციის შანსები?

თავიდანვე გასათვალისწინებელია, რომ გამოქვეყნებული ეგზიტპოლები მხოლოდ პარტიების/ბლოკების მიერ პროპორციული (პარტიული სიები) წესით მიღებულ პროცენტებს ასახავს. საბოლოო შედეგის წარმოსადგენად აუცილებლად გასათვალსწინებელია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიერ ნაჩვენები შედეგები.

გასათვალისწინებელია ასევე, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებისა და ახალი მთავრობის დაკომპლექტებისთვის საჭირო 76 დეპუტატი შესაძლებელია ეკუთვნოდეს როგორც ერთ პარტიას, ასევე ბლოკს.

„მთავარი არხისთვის“ „IPSOS - საფრანგეთის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით:

„ქართული ოცნების“ მიერ ნაჩვენები 41%-იანი შედეგი დაახლოებით 49 სადეპუტატო მანდატს გულისხმობს. მინიმუმ 76-მდე შესავსებად და ერთპარტიული უმრავლესობის შესაქმნელად, "ქართულ ოცნებას" მაჟორიტარების ხარჯზე, კიდევ 27 მანდატის მოგროვება ესაჭიროება.

41%-იანი მაჩვენებლი, თავის მხრივ, ძალიან ახლოს დგას 40.54%-იან ზღურბლთან, რომლის ქვემოთაც პროპორციული და მაჟორიტარული მანტარები ავტომატურად აღარ ჯამდება და პარტიას/ბლოკს დამოუკიდებლად უმრავლესობის შექმნის საშუალებაც ერთმევა.

ეგზიტპოლის თანახმად, იმ ოპოზიციური პარტიების/ბლოკების საერთო პროცენტული მაჩვენებლი, რომლებიც თავს „ქართული ოცნების“ კოალიციაში არ ხედავენ - 52%-ს შეადგენს. ეს ჯამში დაახლოებით 62 სადეპუტატო მანდატს უდრის. ასეთ შემთხვევაში, 76 მანდატამდე შესავსებად, კიდევ 14 მანდატია საჭირო.

აქ იგულისხმება ყველა პარტია/ბლოკი, „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა და ესენი არიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ (33%); „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" (5%); „ლელო - მამუკა ხაზარაძე“ (4%); „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი" (3%); „გირჩი" (3%); „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ (2%); „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო" (1%) და „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ (1%).

პარტიამ „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ამ ეგზიტპოლით 2% მიიღო და ეს რომ ცესკოს მონაცემები იყოს, მას 2 ან 3 მანდატი შეხვდებოდა.

„პატრიოტთა ალიანსი“ არასოდეს იგულისხმებოდა ოპოზიციურ კოალიციაში, რომელმაც ამ ეგზიტპოლით 2%-იანი შედეგი აჩვენა. ოპოზიციაში მტკიცედ სჯერათ, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ აუცილებლად მოხვდება „ქართული ოცნების“ კოალიციაში, თუკი ამჟამინდელ მმართველ პარტიას ეს დასჭირდება.

„ფორმულასთვის“ „Edison Research“-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით:

ქართული ოცნების“ მიერ თავიდანვე ნაჩვენები 46% არც ეგზიტპოლის შედეგების (20:00 საათიანი მაჩვენებლებით) განახლების შემდეგ შეცვლილა. 46% დაახლოებით 55 სადეპუტატო მანდატს გულისხმობს. მინიმუმ 76 მანდატის შესაგროვებლად „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ 21 მანდატი უნდა მიიღოს.

მეორე მხარეს დგანან ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც, ამ ეგზიტპოლით, ჯამში, 43%, ანუ დაახლოებით 52 სადეპუტატო მანდატი შეაგროვეს. მთავრობის დასაკომპლექტებლად საკმარისი კოალიციის შესაკრავად მათ კიდევ 25 მანდატი სჭირდებათ.

მათ შორის არიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ (28%); "ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" (5%); „გირჩი“ (3%); „ლელო - მამუკა ხაზარაძე“ (3%); „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი" (2%); „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ (1%); „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ (1%).

„პატრიოტთა ალიანსს“ ამ ეგზიტპოლითაც 2%-იანი მაჩვენებელი აქვს, რაც 2 ან 3 მანდატს გულისხმობს.

ტელეკომპანია „ფორმულა“ აცხადებს, რომ ეგზიტპოლის ფარგლებში გამოკითხვაზე უარი თქვა რესპონდენტთა დაახლოებით 60%მა.

„იმედისთვის“„Public Opinion Strategies“-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით:

ამ ეგზიტპოლით, „ქართული ოცნების“ 55%-იანი მაჩვენებელი 66 სადეპუტატო მანდატს უტოლდება. ერთპარტიული მმართველობის შესანარჩუნებლად, პარტიას მხოლოდ 10 მანდატის მოპოვება სჭირდება.

ამ შემთხვევაში, მომავალ პარლამენტში შევა „ქართულ ოცნებასთან“ კოაკიციაზე უარის მთქმელი 8 ოპოზიციური პარტია, რომელთა სათვალავზეც 38% და დაახლოებით - 46 მანდატი მოდის.

76-წევრიანი კოალიციის შექმნას ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებენ, თუკი 30-ვე მაჟორიტარულ ოლქს მოიგებენ.

ამ შემთხვევაში პროცენტები ასე გადანაწილდა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 23%; "ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" – 3%; „ლელო - მამუკა ხაზარაძე“ – 3%; „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი" – 3%; „გირჩი“ – 3%; „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1%; ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა - 1%; „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – 1%.

„პატრიოტთა ალიანსმა“ ამ ეგზიტპოლის მიხედვით 3 ან 4 მანდატისთვის სამყოფი 3% მიიღო.

„რუსთავი 2“-სთვის „Survation“-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით“

ამ ეგზიტპოლის საბოლოო შედეგით, „ქართულ ოცნებას“ 51,36 %-იანი მაჩვენებელი და შესაბამისად, დაახლოებით 62 სადეპუტატო მანდატი აქვს. იმისათვის, რომ 76-წევრიანი უმრავლესობა დამოუკიდებლად შექმნას, მას კიდევ 14 მანდატი სჭირდება.

იმ ოპოზიციური ჯგუფიდან, რომელსაც უარი აქვთ ნათქვამი „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციის შეკვრაზე, ამ ეგზიტპოლით, პარლამენტში 7 პარტია/ბლოკი მოხვდება და ესენი არიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ – 25,38 %; „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" – 4,20 %; „გირჩი“ – 3,65 %; „ლელო - მამუკა ხაზარაძე“ – 2,94%; „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2,47%; „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1,23%; „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – 1.11%.

„პატრიოტთა ალიანსმა“ ამ ეგზიტპოლით – 2,36% მიიღო.

ვიდრე მონაცემები (20:00 საათიის მაჩვენებლებით) განახლდებოდა, „ქართული ოცნებას" 52.26% ჰქონდა, რაც 66 მანდატს უტოლდებოდა. ხოლო 7 ოპოზიციურ პარტიის სათვალავზე, ჯამში 40.27% და დაახლოებით 48 მანდატი იყო.

ეგზიტპოლების შედეგები სრული სიზუსტით არასდროს ასახავს არჩევნების საბოლოო შედეგებს, უფრო ტენდენციებს აჩვენებს და ზოგჯერ, ოფიციალურ მონაცემებთან ცდომილება იმდენად მაღალია, რომ ეგზიტპოლის შედეგები რადიკალურად განსხვავდება ცესკოს ოფიციალური შედეგებისგან. ასე იყო, მაგალითად 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დროს, „იმედისთვის“ „ფსიქოპროექტის“ მიერ ჩატარებული კვლევის შემთხვევაში.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин поздравил москвичей с Международным днем защиты детей





Москва

В Москве прошла премьера документального фильма "Мамы и дети"


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин поздравил победителей городского конкурса в сфере культуры и искусства



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Концерт

Концерт группы "Пикник" состоится 1 июня в Москве




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Ролан Гаррос. Расписание 2 июня. Потапова и Швентек сыграют первым запуском, Синнер – последним

Американский боксер Глэнтон прогулялся по центру Москвы

В Москве презентовали медали и экипировку VIII игр «Дети Азии»


Ролан Гаррос

Российская теннисистка Самсонова вышла в 3-й круг Открытого чемпионата Франции



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Пегас сделал важное заявление по Египту: стали известны цены на туры на предстоящую зиму



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России