საქართველოს საფეხბურთო ნაკრების უახლოესი თამაშები ბათუმში არ გაიმართება
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ბოლო ორ საშინაო შეხვედრას თბილისის „დინამოარენაზე“ ჩაატარებს.
15 ნოემბერს სომხეთის ნაკრებთან და 18 ნოემბერს ესტონეთთან გასამართი მატჩებისთვის, წინასწარი ინფორმაციით ბათუმის ახლახან გახსნილ არენას უნდა ემასპინძლა, მაგრამ უეფას ოფიციალური ვებსაიტის ცნობით, თამაშები თბილისში შედგება.
საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის C დივიზიონში, ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ექვსი ქულა აქვს და ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებს, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან. 15 და 18 ნოემბრის თამაშებში სასურველი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში, ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილ გუნდს ერთპიროვნული ლიდერობა შეუძლია.
ერთა ლიგის შეხვედრებამდე კი ქართველ ფეხბურთელებს გაცილებით მნიშვნელოვანი მატჩი ელით და ისიც „დინამოარენაზე“ - 12 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება და ამ წყვილში გამარჯვებული ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს.