110 კაცამდე გაიზარდა თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი
30 ოქტომბერს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 110-ს მიაღწია. ამის შესახებ 3 ნოემბერს განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა.
სააგენტო „ანადოლუს“ თანახმად მაშველებმა ქალაქ იზმირიდან, რომელიც მიწისძვრით ყველაზე მეტად დაზიანდა, 110-ე დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს.
„მაშველებმა 107 ადამიანი ამოიყვანეს ნანგრევებიდან და გადაარჩინეს. ჩვენ არ ვკარგავთ იმედს მანამ, სანამ არ ვიპოვით ყველას, ვინც ნანგრევების ქვეშ მოყვა“, -განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
6,6 ბალის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ეგეოსის ზღვაში. დაინგრა ათობით სახლი. სულ, ბოლო მონაცემებით, დაზარალებულთა რიცხვი 1027 აღწევს. ერდოანი მათ დახმარებას დაჰპირდა.
იზმირში ძლიერი მიწისძვრა მოხდა 1999 წელს. მაშინ 17 ათასი ადამიანი დაიღუპა.