Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2020

ფიცრებით აჭედილი ვიტრინები ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში...

0
ფიცრებით აჭედილი ვიტრინები ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში...

აშშ-ში 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებია. მცირე მოვაჭრეებმა ქალაქებში ვიტრინები აფიცრეს, რათა არჩევნების დროს ან შემდგომ, ქუჩებში შესაძლო მღელვარებისას, თავდასხმისგან დაიცვან. ვაშინგტონის ცენტრში საწარმოებისა და სამთავრობო შენობების ფანჯრები და კარები ფანერით დაფარეს. ნიუ-იორკში ბევრმა მაღაზიამ, რესტორანმა და სასტუმრომ ჩახერგა შესასვლელები და ფანჯრები. ასევე იქცევიან სხვა ქალაქებში, მათ შორის ლოს-ანჯელესში.

2 ნოემბერია, საპრეზიდენტო არჩენებამდე ორი დღეა დარჩენილი. ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე მდებარე Saks-ის მაღაზიას უზრუნია და ვიტრინები აუფიცრავს კენჭისყრის შემდგომი არეულობის მოლოდინში.

დაცვის კერძო სამსახურიც მობილიზებულია მეხუთე ავენიუზე, Saks-ის შენობასთან.

პოლარიზებული პოლიტიკური გარემო შეიქმნა შეერთებულ შტატებში არჩევნების წინა პერიოდში, როცა მეტოქეები პრინციპულად განსხავებული პოზიციებიდან კამათობდნენ. მოქმედი პრეზიდენტი, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი დონალდ ტრამპი, და დემოკრატი ჯო ბაიდენი სხვადასხვა პოლიტიკური და სოციალური ხედვისა არიან.

ერთ-ერთი ბოლო დებატებისას პრეზიდენტობის კანდიდატებმა მკვეთრად განსხვავებული პოზიციები გამოხატეს რასიზმის პრობლემის, იმიგრაციის, ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების, საგარეო პოლიტიკისა და გლობალური დათბობის საკითხებზე.

მათ შორის აზრთა სხვადასხვაობამ საზოგადოების ორ ნაწილად გაყოფა გააღრმავა. ამასაც უკავშირდება შფოთი არჩევნების შემდგომი არეულობის შესაძლებლობის გამო.

 

Bergdorf Goodman-ისა და Saks-ის გარდა, მანჰეტენში, მეხუთე ავენიუზე, უამრავი სხვა მაღაზია და ოფისია, რომლებსაც არჩევნების შემდგომი არეულობისა ეშინიათ.

ეს ფოტო ნიუ-იორკში, მანჰეტენის ცენტრალურ უბანშია გადაღებული. ამ მაღაზიის მფლობელმაც ამჯობინა, შესაძლებელი არეულობის შიშით, ვიტრინებისთვის ფანერები აეკრა.

განსხვავებული ვითარება არც სოჰოშია, ნიუ-იორკის იმ უბანში, სადაც უფრო მეტი გალერეები, დიზაინერების მცირე მაღაზიები და რესტორნებია. ამ მაღაზიის ფანჯრები და შესასვლელი გულმოდგინედ დაიფარება ფანერით.

ესე ფოტოც სოჰაშია გადაღებული. მანეკენმა შეიძლება კარგა ხანს ვერ „იხილოს“ დღის სინათლე, სანამ საფრთხე ჩაივლიდეს.

ვაშინგტონში 1 ნოემბერს ასევე მიდის მზადება შესაძლო საპროტესტო გამოსვლებისა და მსვლელობების დროს მოსალოდნელი არეულობისგან თავის დასაცავად.

აშშ-ს რასიზმის წინააღმდეგ გამოსვლების მძლავრმა ტალღამ გადაუარა მინეაპოლისში, მინესოტაში, პოლიციელის მიერ აფრიკელ-ამერიკელ ჯორჯ ფლოიდის დაკავებისა და მოკვლის დროს. მშვიდობიანი გამოსვლების პარალელურად არაერთ შტატსა და ქალაქში მოხდა არეულობა და ძალადობა.

მოგვიანებით, უკვე სექტემბრის დასაწყისში, არეულობა იყო კენოშაში, უისკონსინის შტატში. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ არეულობებს „შინაგანი ტერორიზმის აქტი“ უწოდა. კენოშაში ვიზიტისას ტრამპმა გააკრიტიკა ადგილობრივი დემოკრატი ხელმძღვანელები. მისი თქმით, მათ ოპერატიულად არ მოახდინეს რეაგირება მის წინადადებაზე ფედერალურ დონეზე გაეწიათ დახმარება.

აგვისტოს ბოლოს ერთი ადამიანი მოკლეს, როცა დონალდ ტრამპის მომხრეებსა და მემარცხენე ფრთის ჯგუფების საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთში, ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში. ძალადობის ამგვარი გამოვლენის ექოა შიში არეულობისა, რასაც შეიძლება მაღაზიებისა და მსგავსი ობიექტების ძარცვა მოჰყვეს.

კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესში მდებარე ეს რესტორანი Subway-ის ქსელს ეკუთვნის. აშშ-ში, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, თავყრილობის არაერთი ფორმა შეიზღუდა. მსოფლიოში კოვიდით დაღუპულთა შორის უდიდესია ამ ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი. ეს რესტორანი, მიუხედავად იმისა, რომ, ფიცრების აფარების გამო, სახე მთლიანად დაკარგა, ღიაა და სტუმრებს ეპატიჟება.

23 ოქტომბრის დებატების დროს ბაიდენმა ტრამპი დაადანაშაულა კრიზისზე არაადეკვატურ რეაგირებაში და თქვა, რომ ამის გამო ქვეყანას ბნელი ზამთარი ელოდება. მან დონალდ ტრამპს დააკისრა პასუხისმგებლობა კორონავირუსით 200 ათასზე მეტი ამერიკელის გარდაცვალების გამო და თქვა, რომ ის პრეზიდენტად არ უნდა დარჩეს. თავის მხრივ, ტრამპმა ბაიდენს ბრალი დასდო ეკონომიკის გაჩერების მცდელობაში, რასაც უამრავი უარყოფითი შედეგი მოჰყვება.

თუკი რომელიმე სავაჭრო ობიექტს დაცვა სჭირდება, პირველ რიგში, ალბათ, ძვირფასეულობით მოვაჭრე მაღაზიას. და ეს მაღაზია ბევერლი ჰილზში, კალიფორნიაში, ალბათ, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, შესანიშნავად არის დაცული შეიარაღებული თავდასხმისგან, მაგრამ მოძალადე ბრბოსგანმაღაზიის დაცვა ასეთი შეფიცვრით უფრო ეფექტიანია.

ისევე როგორც აშშ-ის სხვა ქალაქებში, ფილადელფიაშიც იფიქრეს შესაძლებელ არეულობაზე საპრეზიდენტო არჩევნებისას და შემდგომ და ოფისებს ფიცრის დამცველი ფენა გაუკეთეს.

3 ნოემბერს აშშ-ის აღმოსავლეთში მდებარე შტატ ვერმონტში დაიწყო ხმის მიცემა. ყველაზე ბოლოს საარჩევნო უბნები დაიხურება ალასკაზე აშშ-ის უკიდურეს დასავლეთში, როდესაც ქვეყნის აღმოსავლეთში უკვე გათენებული იქნება.





Губернаторы России
Москва

Собянин: 12 июня в Москве парковки будут бесплатными





Москва

LISA FM Александр Белоносов выпустил альбом «Родина Сердца: Дневник Психолога»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: 12 июня в Москве парковки будут бесплатными



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Баста

Извиняющийся Баста, разрыв концессии, шокирующее убийство: самые читаемые новости Красноярска




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

"Евро-Футбол.Ру": "Спартак" летом хочет приобрести вингера

Турниры, проходящие при содействии Федерации шахмат г. Ростова-на-Дону

Легкоатлетка Тангара назвала кринжем участие Бузовой в забеге на Никольской


Ролан Гаррос

Семнадцатилетняя Андреева впервые сыграет в полуфинале турнира Большого шлема



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Симферополь

Литературно-краеведческий коллаж «Мир добрых сказок и стихотворений – все это Пушкин, наш великий гений!»



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России