ჩეხეთის დაზვერვის პროგნოზით, მოსალოდნელია მსოფლიო კონფლიქტი
ჩეხეთის რესპუბლიკის სამხედრო დაზვერვა გამოდის გაფრთხილებით მზარდი დაძაბულობის შესახებ „წამყვან“ ქვეყნებს შორის, რამაც შეიძლება მესამე მსოფლიო ომამდე მიიყვანოს მსოფლიო, იტყობინება გამოცემა praguemorning.cz.
ანალიტიკოსების აზრით, მსოფლიო დონეზე ყალიბდება უჩვეულო ინტენსიური კონფლიქტი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას „დიდ“ სახელმწიფოებს შორის დაძაბულობის გამო. სამხედრო აგენტების თანახმად, მსოფლიო იმყოფება მესამე მსოფლიო ომის პირველ ფაზაში.
„მათი მსოფლმხედველობა, ვისაც სურს კონფლიქტში მონაწილეობა, ყალიბდება და ნელ-ნელა განისაზღვრება ტექნოლოგიური იარაღები, რომელთა გზითაც მათი მართვა გახდება შესაძლებელი“, წერენ ანგარიშის ავტორები.
მიმომხილველების აზრით, კონფლიქტის შესაძლებელი მიზეზი აშშ-ს, რუსეთსა და ჩინეთს შორის პაექრობაა. დოკუმენტში ასევე ლაპარაკია საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობის შემცირებაზე, რადგან არ არსებობს დიალოგი, როგორც უთანხმოებების მოგვარების საშუალება.
ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებაც უწყობს ხელს დაძაბულობის ზრდას.
დიდ როლს თამაშობს პროპაგანდა: „აზროვნებით მანიპულირება, მიკერძოებული დასკვნები და პასუხისმგებლობის გრძნობის არქონა ზრდის დაძაბულობას გლობალურ მეტოქეებს შორის“, დასძენენ ავტორები.
უფრო ადრე, ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსმა, გენერალმა ნიკ კარტერმა განაცხადა, რომ გლობალური პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და კორონავირუსის პანდემიის გამო ეკონომიკური კრიზისმა შეიძლება მიგვიყვანოს მესამე მსოფლიო ომამდე.
„ისეთ დროში ვცხოვრობთ, როცა სამყარო ძალიან მოუსვენარი და არასტაბილურია, რომ არაფერი ვთქვათ ქვეყნებს შორის ჩვეულებრივ გლობალურ კონკურენციაზე. თუ გავითვალისწინებთ, რამდენი ადგილობრივი კონფლიქტია მთელ მსოფლიოში, სრულიად რეალურია არასწორი გათვლების გამო ესკალაცია“, აცხადებს კარტერი.