უდიდესი აისბერგი ატლანტის ოკეანის სამხრეთში ემუქრება სამხრეთ ჯორჯიის ეკოსისტემას
მსოფლიოში უდიდესი აისბერგი, ცნობილი სახელწოდებით, А86а, სამხრეთ ჯორჯიის კუნძულს შეიძლება შეჯახოს ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში.
ყინულის მასა, რომელსაც 150 კილომეტრის სიგრძე აქვს და 48 კილომეტრის სიგანე, ემუქრება ადგილობრივ ეკოსისტემას, კერძოდ, პინგვინებს და სელაპებს.
მკვლევრების აზრით, თავისი შედარებით მცირე სიღრმით, რომელიც 200 მეტრამდეა, აისბერგი შეიძლება კუნძულთან ძალიან ახლოს მივიდეს. ის ჩახერგავს პინგვინებისა და სელაპებისთვის საკვების მოპოვების ჩვეულ გზებს. ეს ხელს შეუშლის ცხოველებს გამოკვებონ თავიანთი შვილები და ისინი შეიძლება შიმშილით დაეხოცოთ.
აისბერგმა ასვე შეიძლება გასრისოს ზღვის ფსკერზე მობინადრე არსებები. ზარალი მიადგება არამხოლოდ ეკოსისტემას, არამედ ასევე სამხრეთ ჯორჯიის ეკონომიკას.
აისბერგი გამოეყო ანტარქტიდის აღმოსავლეთში მყინვარს 2017 წელს და მას მერე მოძრაობს კუნძულის მიმართულებით საათში ერთი კილომეტრის სიჩქარით. მისი ფართობი ნელ-ნელა მცირდება. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მან შეიძლება შეიცვალოს მიმართულება, გვერდი აუაროს კუნძულს და თბილ წყლებში დადნეს.