Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2020

სად გვიშვებენ და სად არა პანდემიის გამო

0

მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამწვავების გამო არაერთი ქვეყანა უარს ამბობს უცხოელების შეშვებაზე, განსაკუთრებით ტურისტების.

გიორგი გავაშელიშვილი 10 ნოემბერს საფრანგეთში საქმეზე, თუმცა სპეციალური მიწვევის გარეშე, ტურისტულად წავიდა. პარიზში ჩასვლისას საზღვარი პირბადით, მაგრამ სიცხის გაზომვისა და კითხვების გარეშე გადაკვეთა - მხოლოდ პასპორტი გამომართვესო, ამბობს რადიო თავისუფლებასთან, თუმცა სულ სხვანაირი გამოცდილება ჰქონდა საქართველოში.

„პროცედურები საქართველოში ძალიან რთულად გავიარე - არ მიშვებდნენ, მეუბნებოდნენ, არ აქვთ ფრანგებს ტურისტებისთვის საზღვარი გახსნილიო. ყველა მგზავრს იმდენ კითხვას უსვამენ... არ ვიცი, რა საჭირო იყო ეს ყველაფერი“.- ამბობს ის

გიორგიმ ერთი დღით გაასწრო რეგულაციებს - 11 ნოემბრიდან საფრანგეთმა ტურისტების მიღება შეწყვიტა.

სექტემბრის დასაწყისში, ჯერ კიდევ როცა საქართველო არაერთი ევროპული სახელმწიფოსთვის უსაფრთხო ქვეყნად, “მწვანე ზონად”, ითვლებოდა, კახა მჭედლიძე შვილთან ერთად უნგრეთში გაფრინდა. ისევე როგორც გიორგის, მასაც მთავარი დაბრკოლებები საქართველოს საზღვარზე შეხვდა.

„უნგრეთში პასპორტიც არ შეუმოწმებიათ, არათუ ის საბუთები, რაც წინასწარი მოთხოვნის შესაბამისად უნდა მქონოდა. გერმანიიდან შევედი. აქ კი ყველაფერი გამომკითხეს, რატომ მიდიხართ, რისთვის, საბუთები რა გაქვთ, ბოლოს დამამადლეს, ჩვენ კი შეგიშვებთ, მაგრამ შეიძლება იქ არ შეგიშვანო. - ისეთ შთაბეჭდილება უნდათ დატოვონ, თითქოს აქ უკეთესი სიტუაციაა და მეტად ზრუნავენ ადამიანების ჯანმრთელობაზე, საბოლოოდ კი აბსურდამდე მიდიან. ახლა ტურისტად წასვლა ძალიან რთულია, შეიძლება საქართველოს საზღვრიდან გააბრუნონ ადამიანი. მაგალითად, თურქეთი საქართველოს მოქალაქეებს იღებს, მაგრამ აქედან არ გიშვებენ. უნდა გქონდეს სპეციალური მოწვევა ან რამე სხვა ოფიციალური საბუთი.

ძალიან რისკიანი და თავგადასავლის მოყვარული უნდა იყო, რომ ახლა სცადო ტურისტად წასვლა, შეიძლება ჩვენს სასაზღვრო პუნქტს ვერც გასცდე“.

ვინ არის მზად რომ საქართველოს მოქალაქეები მიიღოს?

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარი ამ ქვეყნებს ჩაკეტილი არ აქვთ, საქართველოდან პირდაპირი ან ჩარტერული რეისით გაფრენა ამ ქვეყნებშიც შეუძლებელია.

თბილისის აეროპორტის ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ ტურისტულ ფრენებთან დაკავშირებით მოქალაქეები თვითონ ავიაკომპანიას უნდა დაუკავშირდნენ. ნოემბრის თვეში კი დაგეგმილია ფრენები: თურქეთი, ვარშავა, დოჰა, მინსკი, პარიზი, მიუნხენი, ამსტერდამი-ვენა.

ევროპის ქვეყნებში გამგზავრება ძირითადად შესაძლებელია სასწავლო, სამსახურებრივი ან სხვა სპეციალური მიწვევის საშუალებით, ან, თუ მოქალაქე სამკურნალოდ მიდის სხვა ქვეყანაში, აქვს იმ ქვეყნის ბინადრობის უფლება და ა.შ.

მაგალითად, ასეთი ქვეყნებია:

პოლონეთი

რუმინეთი - დაშვებულია 14-დღიანი კარანტინის პირობით;

ჩეხეთი - შესვლა მხოლოდ ბინადრობის უფლების მქონე ან განგრძობითი ვიზის მქონე ქართველებისთვის, PCR ტესტის საფუძველზე;

გერმანია - 10 დღე თვითიზოლაცია კერძო ბინაში ან სასტუმროში და იზოლაციის მეხუთე დღეს PCR ტესტი;

ავსტრია - დაშვებულია ბიზნესმენების, პროექტში დასაქმებული ხელოვანების, სპორტსმენების, ავსტრიის უნივერსიტეტებში ჩარიცხული ქართველი სტუდენტების შესვლა, სპეციალური დოკუმენტების საფუძველზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულია ის შეზღუდვები და მოთხოვნები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების მიმართ აქვთ სხვა ქვეყნებს.

თუ უცხო ქვეყნების მიერ დაწესებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და არატურისტული მიზნით გამგზავრების მსურველი ხართ, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ დაგეგმილი რეისი შეიძლება ბოლო მომენტში პანდემიის გამო გადაიდოს.

და თუ მაინც ყველაფრი გაითვალისწინეთ, მოემზადეთ, ბილეთები შეიძინეთ, ბარგი ჩაალაგეთ, ყველა საბუთი გაქვთ და აღმოაჩინეთ, რომ თქვენი რეისი კომენდანტის საათის დროს - 22:00-დან დილის 05:00 - საათამდე პერიოდშია, რეისამდე მინიმუმ რამდენიმე საათით ადრე უნდა დარეკოთ მთავრობის ცხელ ხაზზე - 144 .

რეისისა და პირადი მონაცემების საფუძველზე კი, აეროპორტამდე მისასვლელად გადაადგილების ერთჯერად ნებართვას მიიღებთ.

ვის უნდოდა ჩვენთან?

 

სხვა ქვეყანაში გამგზავრების მსურველთა შემცირებასთან ერთად, დიდწილად შემცირდა ჩამომსვლელების რიცხვიც.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის 2020 სექტემბრის მონაცემით, სულ 52 130 უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოვიდა, 2019 წლის სექტემბერში კი მათი რიცხვი 839263 იყო.

შემომსვლელთა ექვსეული კი ასეთია:

 

უკრაინისთვის საქართველო გახდა „წითელი ზონა“

„წითელი ზონის“ ქვეყნებიდან დაბრუნების შემთხვევაში, უკრაინის მოქალაქე ვალდებულია თვითიზოლაცია გაიაროს.

კარანტინს არ ექვემდებარებიან „წითელი ზონის“ ქვეყნებიდან ჩასული პირები იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ საზღვრის კვეთამდე ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული კოვიდ-19-ის ტესტის უარყოფითი პასუხი.

„წითელ ზონაშია“ საქართველო სლოვენიისთვისაც. ასევე გერმანია და ევროკავშირის არაერთი ქვეყანა განიხილავს საქართველოს, როგორც მაღალი რისკის ქვეყანას. შესაბამისად, თუკი წინა თვეს მოგზაურობის შანსები არსებობდა, ახლა ის მინიმუმამდეა დასული.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день





Москва

Помощь российских армян СВО. Поддержка тыла важна для передовой


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: 12 июня в Москве парковки будут бесплатными



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Дора

В Саратове перенесли концерт певицы Доры




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Зампредседателя Совета министров РСФСР Валерий Сайкин умер на 87-м году жизни

В Архангельске прошёл межрегиональный теннисный турнир «Белое море»

Турниры, проходящие при содействии Федерации шахмат г. Ростова-на-Дону


Уимблдон

Каспер Рууд: «Не буду выступать на турнирах перед «Уимблдоном», но на нем, конечно, сыграю»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Симферополь

Глава Росавиации рассказал о перспективах открытия аэропорта Краснодара



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России