Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2020

დავით მუჯირი : ქალაქის მერი, ბატონი კახი კალაძე არის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი და მას სამი ადგილი ჰქონდა განკუთვნილი

0

ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის, დავით მუჯირის განცხადებით, საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩზე,VIP ლოჟაში კონკრეტული პირების მოხვედრა უეფასთან შეთანხმებული იყო.

თუმცა, როგორ მოხვდა სტადიონზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, დავით მუჯირი ვერ აკონკრეტებს.

როგორც მან მედიის წარმომადგენლების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, დამსწრე პირთა სია შეზღუდული იყო, თუმცა, უეფასთან შეთანხმებით, მატჩის სანახავად კახა კალაძეს სამი ადგილი გადაეცა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ მედიასაშუალებები ამ შეკითხვებით იწყებთ გუშინდელი მარცხის შემდეგ საუბარს. არის ოფიციალური სია, რომელიც არის უეფასთან შეთანხმებული ისევე, როგორც გასვლით თამაშებზე ვათანხმებთ. ჩვენც გვქონდა შეთანხმებული და ჩრდილოეთ მაკედონიის დელეგაციაც იყო წინასწარ შეთანხმებული. ისინი უფრო მეტნი იყვნენ გუშინ VIP ლოჟაში, ვიდრე ჩვენი წარმომადგენლები. სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა გუშინ გულშემატკივრის მოსვლა თამაშზე და სამწუხაროა, რომ მთავრობის წარმომადგენლების მოსვლაც ვერ მოხერხდა, რომლებიც ტრადიციულად გულშემატკივრობენ საქართველოს ნაკრებს. სია იყო შეზღუდული და უეფასთან შეთანხმებული. ქალაქის მერი, ბატონი კახი კალაძე არის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი და მას სამი ადგილი ჰქონდა განკუთვნილი. ამასთან, როგორც თქვენ ეძახით, VIP ლოჟაში იმყოფებოდა მხოლოდ აკრედიტებული მედია და ამას დამატებული ფედერაციის თანამშრომლები და ხელმძღვანელობა. სპორტის სამინისტროს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ესწრებოდა თამაშს, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე“, – განაცხადა მუჯირმა და დასძინა: „ნიღაბი მოიხსნა რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ, რამდენიმე პოლიტიკოსმა, რამდენიმე პროვოკატორმა და ჩასაფრებულის პოზიციიდან მოქმედებენ დღეს“.

„შესაძლოა, ეს იყოს ერთ-ერთი გარემოება, რომ ჩვენ, როგორც ქვეყანას არ გვაძლევს საშუალებას, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშოთ“, – განაცხადა მუჯირმა.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციასთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეებსა და ფედერაციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, საქართველოში შერჩევითი სამართალია, რომელიც მაღალჩინოსნებს VIP-ტრიბუნიდან მატჩის ყურების საშუალებას აძლევს, მაშინ, როდესაც მოედნის გარეთ მყოფ ქომაგებს ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვის დარღვევისთვის 2000 ლარით აჯარიმებენ.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შედეგად, ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.





Губернаторы России
Москва

Собянин: 15 июня начинается самый масштабный сезон фестиваля «Усадьбы Москвы»





Москва

Помощь российских армян СВО. Поддержка тыла важна для передовой


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: 12 июня в Москве парковки будут бесплатными



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Джиган

Джиган, Оксана Самойлова, Виктория Боня и другие: ТНТ раскрывает дату премьеры нового сезона реалити«Выжить в Дубае. Возвращение»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Зампредседателя Совета министров РСФСР Валерий Сайкин умер на 87-м году жизни

В Архангельске прошёл межрегиональный теннисный турнир «Белое море»

В Москве прошёл спортивный праздник для росгвардейцев


Андрей Ольховский

Экс-теннисист Ольховский: Рублев не успел набрать форму на "Ролан Гаррос"



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Гражданку Кыргызстана арестовали по обвинению в угрозах судье и прокурору, отправившим за решетку Навального



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России