Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Декабрь
2020

“აქ ვიღაც არაჯანსაღი, მაინც მგონია ადამიანები არ არიან და ბოტები არიან, 20 წლის მეგობრის გარდაცვალების გაგების მომენტში პოლიტიკურ შეფასებებს მთხოვენ და ჩვეული ზიზღით იღვრებიან”

0
“ეხლა რასაც დავწერ არასოდეს არათუ არ დამიწერია, არც კი მიფიქრია აქამდე. ყოველთვის ვცდილობ ყველაფერის რაციონალიზაციას, მათ შორის სიბრაზის, სიბრიყვის…
კობა დავითაშვილი 91 წელს გავიცანი, წითელი კერასინკის წინ, ნავთით გაჭვარტლულ ოთახში, გამხმარი პურით და პელეს სასწაული ყავით შეიარაღებულები სხვა ჩვენნაირ ფანატიკოსებთან ერთად იურისტთა ასოციაციის შექმნას რომ ვფიქრობდით, ვგეგმავდით, ვწვალობდით.
ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც სრულიად გულწრფელად გვეგონა ქვეყანის მოქცევას, შემობრუნებას, გადარჩენას შევძლებდით.
იმ ნახევარსარდაფის გაყინულ კედლებში 4 წელი მორიგეობით ტელეფონთან ვყარაულობდით სასოწარკვეთილი, გაჭირვებული, დაჩაგრული ადამიანებისთვის იურიდიულ დახმარებას ვეწეოდით, სახლიდან წიგნები მოგვქონდა და ერთმანეთს ვუზიარებდით, ხანდახან ხმამაღლაც ვკითხულობდით.
არასოდეს დამავიწყდება არსენა მარაბდელის ადვოკატი კობა, როდესაც დამოუკიდებელი სასამართლოს მოდელირებას ვცდილობდით, მერე ამ სასამართლოების მოდელირების დიდი სატელევიზიო პროექტი რომელიც სწორედ კობას მიყავდა. 13 წელი პრაქტიკულად დღე არ ყოფილა ერთამენთი არ გვენახა, სუილ ვკამათობდით – მემარჯვენე-მემარცხენე ომი გვქონდა ოფისში 🙁
ის უსასტიკესი წლები, შიმშილი, ომები, სიცივე, უშუქობა, უტრანსპორტობა, სწორედ ერთმანეთს ერთად ყოფნით გადავატანინეთ – თუ ვინმე უიმედობის უფსკრულისკენ გაექანებოდა, მაშინვე თმებში ხელს ვტაცებდით …
ინგაც ასოციაციაში გაიცნო კობამ, ისევე როგორც ბევრმა ჩვენგანმა სწორედ იქ იმ კედლებში და იმ გარემოში იპოვა სამუდამო საყრდენი…
შემდეგ კობა პოლიტიკაში წავიდა და ისე ხშირად ვეღარ ვხვდებოდი, მერე ისევ გადაიკვეთა ჩვენი გზები. ისე სულ ვკამათობდით, ვდაობდით 🙁 მერე იყო იყო საზარელი 7 ნოემბერი, მისი ძებნის დაუსრულებული საათები …
ბოლო 5-6 წელია არ მინახავს. პერიოდულად მესმოდა მისი ამბები, ხან ტელევიზორიდან. ხან საერთო მეგობრებისგან…
კობას გარდაცვალება რამდენიმე წუთის წინ აქ, facebook-ით რომ გავიგე, ისე რომ ასე მძიმედ თუ იყო ისიც არ ვიცოდი, თავზარდაცემულმა საჯაროდ ვიყვირე.
აქ ვიღაც არაჯანსაღი, მაინც მგონია ადამიანები არ არიან და ბოტები არიან, 20 წლის მეგობრის გარდაცვალების გაგების მომენტში პოლიტიკურ შეფასებებს მთხოვენ და ჩვეული ზიზღით იღვრებიან.
ვიღაც შლეგებს, საკუთარი სისუტეების და სიპატარავის გამო, ალბათ მართლა ყველა მათსავით მშიშარა და უხერხემლო გონიათ.
ამ შლეგებს გონიათ სააკაშვილის მიერ სამაგალითოდ დასჯილი და სიკვდილისთვის გამეტებული კობას ისტორიის დავიწყება შესაძლებელია ან პატიება შემიძლია.
ამ უგუნურ შლეგებს გონიათ არსებობს ამ ქვეყნად რამე ადამიანის სიცოცხლეზე უფრო ძვირფასი.
ალბათ მართლაც გონიათ, იმიტომ რომ საკუთარი თავის საზომი აქვთ ყველასთვის. არადა წარმოდგენა არ გვაქვს საერთოდ ვინ არიან, ან იმ 7 ნოემბერს რომელ მხარეს იდგნენ, კობას სიკვდილისთვის გამეტებას ამართლებდნენ თუ აპროტესტებდნენ, ეხლა გაბოროტდნენ თუ მაშინ იმ ხალხს შორის იყვნენ ვისაც სცემდნენ და ავიწროვებდნენ. საკუთარ სიპატარავესა და შიშებში ჩაკარგული, უგუნირებით და გასაოგნებელი უნიჭობით შეიარაღებული ფეისბუქის ვეფხვები იმასაც კი ვერ ახერხებენ წონასწორობა დაგაკარგინონ.
მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა. ზუსტად ვიცი რომ ხვალ ვინანებ ამ სტატუსს, ხვალ ისევ დამენანებით, ისევ თქვენი სიშლეგის რაციონალიზაციას დავიწყებ, მაგრამ დღეს, დღეს ….
ამ მასშტაბის სიბეცის, სიბრიყვის რაციონალიზაცია არ შემიძლია. დღეს დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე ამ ადამიანების ზიზღით დაავადების ასეთი მასშტაბი ძალიან სახიფათოა და სახელმწიფოდ შედგომის მთავარ მუხრუჭად მეჩვენება,” წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი, თინა ხი­და­შე­ლი.




Губернаторы России
Москва

Собянин: Проект "Давай друЖИТЬ" помогает исполнять заветные мечты детей





Москва

Стали известны все участники РПЛ сезона-2024/2025


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин поздравил москвичей с Международным днем защиты детей



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Uriah Heep

Uriah Heep. Come Back To Me




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Ролан Гаррос. Расписание 2 июня. Потапова и Швентек сыграют первым запуском, Синнер – последним

В Москве презентовали медали и экипировку VIII игр «Дети Азии»

Американский боксер Глэнтон прогулялся по центру Москвы


Ролан Гаррос

Бывшая российская теннисистка спела гимн Франции



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

По делу «Крокуса» проходят 20 обвиняемых, 18 под арестом, двое под подпиской



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России