Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Декабрь
2020

ტაქსების აპლიკაციების მიმოხილვა - რომელი რა ღირს, რამდენად მოსახერხებელია და რას გვთავაზობს განსაკუთრებულს

0
ტაქსების აპლიკაციების მიმოხილვა - რომელი რა ღირს, რამდენად მოსახერხებელია და რას გვთავაზობს განსაკუთრებულს

საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ დადის, ფეხით კი ყველგან ვერ მიაღწევ. წლის ბოლომდე შორ მანძილზე წამსვლელებს ტაქსის იქით გზა არ გვაქვს, რაც ცუდია. შედარებით უკეთესი ისაა, რომ დღეს ტაქსის დიდი არჩევანი გვაქვს, განსაკუთრებით მოსახერხებელი კი ისეთი სერვისებია, რომლებიც სმარტფონის აპლიკაციის მეშვეობით გამოგვაძახებინებს მანქანას. ამ დროს მძღოლის გადაადგილებას ადევნებ თვალს, წინასწარ იცი, რა დაგიჯდება მგზავრობა და საფასურის ბარათით გადახდაც შესაძლებელია.

რომელი აპლიკაციაა უფრო იაფი და მოსახერხებელი? ამის დასადგენად რამდენიმე ჩამოვწერეთ და დავტესტეთ. ყოველ მათგანს შევთავაზეთ მეტრო დელისიდან თავისუფლების მოედნამდე გავეყვანეთ - მანქანისთვის დიდი მანძილი არაა, ფეხით მისასვლელად კი კარგა შორია - Google Maps-ის ცნობით, ასე, საათ-ნახევარი მაინც სჭირდება. შემდეგ კი ვნახეთ, რა ფასად გაგვიყვანდა თითოეული სერვისი, რამდენად მალე მოვიდოდა მანქანა და კიდევ რა მომსახურებას შემოგვთავაზებდა. ტესტის ფარგლებში უშუალოდ ტაქსით არ გვისარგებლია, რადგან მსგავსი სერვისის ერთხელ გამოყენება ადეკვატურ სურათს ვერ გაჩვენებს.

ტაქსის აპლიკაცია მეტია, ვიდრე აქ გვაქვს განხილული და, შესაძლოა, რომელიმე ჩვენ მიერ დასახელებულზე უკეთესიც იყოს. თუმცა რადგან ერთ სტატიაში ყველას მოცვა შეუძლებელი იქნებოდა, ასეთი, ჩვენი აზრით, გონივრული კრიტერიუმი ავირჩიეთ: Google Play Store-ში, „ანდროიდის“ აპლიკაციების საძიებო სისტემაში, „ტაქსი გამოძახებით“ ჩავწერეთ და პირველ გვერდზე ნაჩვენებიდან ყველა დავტესტეთ („ეფლის“ მაღაზიის შედეგები დიდწილად იგივეა. ერთი განსხვავება ის იყო, რომ იქ მესამე შედეგად Smart Taxi გვაჩვენა, რომელიც მართალია, „ანდროიდისთვისაც“ ყოფილა, მაგრამ ჩემს ტელეფონზე დაყენებაზე უარი განაცხადა და ამიტომ ჩამონათვალში ვერ მოხვდა).

ტესტი შუადღისას - „სტანდარტულ დროს“ - ჩავატარეთ. პიკის საათებში პროგრამა მგზავრობის ფასს ავტომატურად ზრდის და ის შეიძლება გაორმაგდეს ან მეტიც გახდეს.

დამატებით სერვისებს რაც შეეხება, გამოვყავით ისეთები, რომლებიც აპლიკაციის დათვალიერებისას თვალში მოგვხვდა, ანუ, შეიძლება იგივე სერვისი კონკურენტსაც აქვს, მაგრამ, თუ რამდენიმეწუთიანი ბეჯითი ქექვისას ვერ გადავაწყდით, ვვარაუდობთ, რომ მას ვერც რიგითი მომხმარებელი მიაკვლევს.

დაბოლოს, აღწერისას ვცადეთ არ მიგვექცია ყურადღება კომპანიის წარმომავლობისა და სხვა დეტალებისთვის, რომლებიც უშუალოდ ტაქსით სარგებლობას არ შეეხება. ალბათ, გონივრულია ვიფიქროთ, რომ ვისთვისაც მსგავსი რამეები მნიშვნელოვანია, ისედაც ეცოდინება, რომელ კომპანიას აქვს რუკაზე აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღნიშნული და რომელს - არა.

აი, რა შედეგები მივიღეთ:

Yandex

ზოგადი შთაბეჭდილებები: ერთი შეხედვით კოხტა, მოსახერხებელი აპია. ადგილმდებარეობის მონიშვნის შემდეგ გაჩვენებს მისამართებს, სადაც ხშირად მიდიან ხოლმე - თითის ერთი დაჭერით რომ შეგეძლოს არჩევა. ასევე, ადვილად ასარჩევია გზავნილების მიტანის სერვისი - ეს მომსახურება სხვებსაც აქვთ, თუმცა მენიუში ყოველთვის ადვილი მოსაძებნი არაა. მეორე მხრივ, ვისაც გზავნილების მიტანის სერვისი არ აინტერესებს, ალბათ, თვალში ზედმეტად მოეჩხირება. მით უმეტეს, როდესაც ერთ გვერდზე მაგ მომსახურებას ორჯერ გთავაზობენ - სხვადასხვა ენაზე.

ფასი: 4,60 ლარი - ეს იყო პროგრამის მიერ ავტომატურად შერჩეული ყველაზე იაფი, „ეკონომიური კლასის“ ღირებულება. სხვა ვარიანტები იყო „კომფორტი“ (ეს, „იანდექსის“ ცნობით, ის მძღოლები არიან, ვისაც საუკეთესო შეფასებები აქვთ - მინიმუმ 4,8 ხუთიდან) - 6,20 ლარი და „კომფორტ +“ (ამათ უკეთესი მანქანები ჰყოლიათ) - 7,80 ლარი. მინივენის გამოძახება 7,60 ლარი ღირდა.

რა აქვთ, რაც სხვას არა აქვთ: შესაძლებელია ისეთი მანქანის შეკვეთა, რომელსაც ბავშვის სავარძელი აქვს და იმის მითითებაც, თუ რამხელაა ბავშვი - 5,40 ლარი. ასევე, თუ ტაქსის სხვისთვის იძახებ (ანუ, ვთქვათ სახლში ხარ და ბებო გინდა ერთი ადგილიდან მეორეზე მიიყვანოს), შესაძლებელია მგზავრის ტელეფონის ნომერი ჩაწერო, პირდაპირ რომ დაუკავშირდნენ. ასევე, შეგიძლია მიუთითო, რომ ის მანქანა მოვიდეს, რომელიც ყველაზე ახლოსაა, ფასის მიუხედავად (ანუ, შეიძლება ძვირი „კომფორტ +“-ია ახლოს და გეჩქარება და გიღირს.)

Bolt

ზოგადი შთაბეჭდილებები: ყველაზე მარტივად და მოსახერხებლად ეს მოგვეჩვენა, თუმცა ეგეც, ალბათ, გემოვნების ამბავია. როდესაც აპს გახსნი, თვალში ზედმეტი არაფერი გეჩხირება - რუკა ჩანს, სადაც დანიშნულების ადგილი უნდა ჩაწერო და მეტიც არაფერი. შემდეგ კი უკვე შეგიძლია დეტალებიც მიუთითო - საწყისი მისამართი შეცვალო, დანიშნულების რამდენიმე ადგილი მონიშნო ან სასურველი სერვისი აირჩიო. ამ მინიმალისტური მიდგომის ნაკლი კი ის არის, რომ მომხმარებელი შეიძლება ვერც მიხვდეს, რომ, მაგალითად, რამდენიმე მისამართის მითითება შეუძლია, ან, რომ გზავნილების მიტანის სერვისი „ბოლტსაც“ დაუმატებია.

ფასი: 7,10 ლარი - ეს იყო პროგრამის მიერ შერჩეული „სტანდარტული“ ღირებულება. არის უფრო ეკონომიური ვარიანტიც - 5,90 ლარი. რა პრინციპული განსხვავებაა ეკონომიურ და სტანდარტულ მანქანებს შორის, „ბოლტი“ არ გვეუბნება. ამ სერვისით (ეკონომიურით) თავად რამდენჯერმე მისარგებლია და დიდი სხვაობა, ფასის გარდა, არ შემიმჩნევია - ისევე მალე მოსულა და მანქანაც, რავი, ნორმალური ჩანდა. ამას გარდა, შეიძლებოდა „პრემიუმის“ გამოძახება (რას ნიშნავს „პრემიუმი“, არ წერია) - 8,40 ლარი.

რა აქვთ, რაც სხვას არა აქვთ: შესაძლებელია მოითხოვო „იზოლირებული“ მანქანა, სადაც მძღოლს მგზავრებისგან დამცავი ბარიერი აშორებს - 7,10 ლარი. ასევე, მხოლოდ „ბოლტში“ შეიძლება ისეთი მანქანა მონიშნო, რომელიც ცხოველის განთავსებაზეა თანახმა - 8,10 ლარი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა სერვისი ცხოველს არ გადაიყვანს, თუმცა პატრონები ჩივიან, რომ მძღოლები ძაღლის დანახვაზე წუწუნებენ და გარბიან. ასე კი ტაქსისტმა თავიდანვე იცის, რომ მგზავრთან ერთად ცხოველიც იმგზავრებს.

მაქსიმი

ზოგადი შთაბეჭდილებები: შესავალში კი წერია, ვცადეთ, რომ კომპანიის წარმომავლობისთვის ყურადღება არ მიგვექცია, მაგრამ „მაქსიმის“ შემთხვევაში ეს სრულიად შეუძლებელია - ნახევარი ტექსტი რუსულად წერია. რაც, სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მომხმარებლის სრულ უპატივცემულობაზე მეტყველებს. რა უნდოდა ახლა რამდენიმე სიტყვის ქართულად თარგმნას? ან, რაც თარგმნეს, გასაგებად ექნათ. რა უბედურებაა „სურვილი შეკვეთაზე?“ რას უნდა ნიშნავდეს?

ფასი: 4,70 ლარი - ეს იყო პროგრამის მიერ შერჩეული „ეკონომიური“ ღირებულება. შეიძლება „კომფორტის“ არჩევა - 5,80 ლარი, ექვსადგილიანი ან შვიდადგილიანი მინივენის მონიშვნა - შესაბამისად, 7,50 და 9,10 ლარი.

რა აქვთ, რაც სხვას არა აქვთ: შესაძლებელია სატვირთო მანქანების და სპეცტექნიკის შეკვეთა; ასევე მტვირთავის, პირადი მძღოლის, ბუქსირის ან ძრავის ამუშავების გამოძახება. რამდენად ყოველთვის ხელმისაწვდომია ესენი, არ ვიცი - მოსვლის სავარაუდო დრო მითითებული არ იყო.

Taxsee

ზოგადი შთაბეჭდილებები: ერთი შეხედვით „მაქსიმის“ აპს გავს. მეორე შეხედვითაც, ზუსტად ეგეთივეა, ოღონდ, რაღაცნაირად უფრო მახინჯი. სამაგიეროდ, რუსული წარწერები ერთი შეხედვით არ ჩანს. ზედაპირული გუგლვის შედეგად მიზეზიც ირკვევა - „მაქსიმისაა“ (ყოველ შემთხვევაში, 2018 წელს იყო) და იმიტომ ჰგავს. მაშ, რა საჭიროა ორი სახელი? რაღაც მიზეზი, ალბათ, არსებობს - ეს აპი, როგორც ჩანს, სხვადასხვა კომპანიების მძღოლებს უკავშირდება. თუმცა, chemi taxi tbilisi და taxi red tbilisi რაებია, მაგის გარკვევას არავინ დავიწყებთ.

ფასი: რაც ვნახე, ფასები „მაქსიმის“ იდენტური იყო.

რა აქვთ, რაც სხვას არა აქვთ: დანარჩენი ყველაფერიც. აპლიკაციის ქვეშ, კომენტარებში, ვიღაც წერდა, უფრო იაფია „მაქსიმზეო“, მაგრამ, რავი, მე თითქოს იგივე ფასები მაჩვენა. რისთვის არსებობს ეს აპლიკაცია? რა არის მათი გენგეგმა? ვერაფერი გავიგე!

ქართული ტაქსი

ზოგადი შთაბეჭდილებები: აი, ამ აპში კი რუსულ წარწერას ნამდვილად ვერ იხილავთ. ჩატვირთვისას საქართველოს დროშა ჩნდება და სახელიც ეგეთი, ამაყი აქვს. თუმცა, რაც უნდა უცნაური იყოს, ტექსტი ქართულის მცოდნის დაწერილს არ ჰგავს. აი, მაგალითად, დასტურის ღილაკს აწერია „შექმნილია“. ასევე, გამოძახებისას ჩანს ველი, სახელად „შექმნის დრო“, რომელზე პასუხიცაა „უახლოესი“ (ანუ, როგორც მივხვდი, ახლავე მოვიდეს მანქანა თუ მერე, მაგაზეა). „ქართულ ტაქსის“ არ ეკადრება. ისედაც, მახინჯი აპია. ჩემს ტელეფონში სხვადასხვა შესავსები ველები ერთმანეთს ფარავდა.

ფასი: 6:00 ლარი. „კომფორტების“ და „პრემიუმის“ და ეგეთების არჩევანი არაა. თეორიულად შესაძლებელია მინივენის ან ფურგონის მონიშვნა, მაგრამ ტესტის დროს არც ერთი იყო ხელმისაწვდომი და არც მეორე.

რა აქვთ, რაც სხვას არა აქვთ: მგზავრს შეუძლია ფასი თავისით გაზარდოს. ანუ, 6 ლარი რომ წერია, შეიძლება მაგის, ვთქვათ, 9 ლარამდე აყვანა. რატომ უნდა მოუნდეს ეს ვინმეს? რატომ და, პროგრამა წერს, „გაზრდილი ღირებულება ზრდის მანქანის მოძებნის სიჩქარესო“. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა სხვა სერვისი გამოძახებიდან 1-2 წუთში მოდის, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამით ვინმე მოიხიბლოს.

Free Taxi - ფრიი ტაქსი

(რა თქმა უნდა, „ფრი“ რომ ინგლისურად უფასოს ნიშნავს, უბრალო დამთხვევაა და იმიტომ არ დაურქმევიათ, რომ ვინმეს უფასო ტაქსი ეგონოს და ჩამოწეროს)

ზოგადი შთაბეჭდილებები: დელისის მეტრო ვნახეთ. თავისუფლების მოედანი - ვერა. საძიებო სისტემამ „თავისუფლების მოედნის“ ჩაწერის შემდეგ ორი ადგილი იპოვა - „თბილისის მოედანი“ ილია ჭავჭავაძის გამზირზე და ხიმშიაშვილი შერიფის, 18 (ცენტრალური შესასვლელი). ამ უკანასკნელის ჩაწერისას კი ღირებულება 260 ლარი მითხრა. ბათუმში ყოფილა. (ძალიან ეჭვი მეპარება, ბათუმამდე 260 ლარად წამიყვანოს, მაგრამ გამოძახებას არ ვცდი).

თავისუფლების მოედანი „ხელით“, რუკის თრევით მოვნიშნე. ამჯერად 150 ლარი დაწერა. როგორც ჩანს, ჰგონია, რომ ბათუმში ვარ? რადგან მანამდე ხიმშიაშვილი შერიფის 18 მოვნიშნე? მაგრამ, ის ხომ წავშალე? ზედა კუთხეში მართლაც „ბათუმი“ აწერია, მაგრამ ეგ რას ნიშნავს? ჰგონია, რომ ბულვარზე ვსეირნობ და „დონას ტორტებს“ ვჭამ? მაშინ, საიდან სად მივყავარ? რუკაზე ხომ აშკარად თბილისის მისამართები მაქვს მონიშნული. 150 ლარს რაში მართმევს?

აპლიკაცია გავთიშე, თავიდან ჩავტვირთე და ისევ ბათუმს მაჩვენებს. ბათუმური ტაქსია? მე აქ ვარ, თუ იქ? მოკლედ, ვერაფერი გავიგე.

Geo Taxi

ზოგადი შთაბეჭდილებები: აპლიკაცია თავიდანვე პროფილის შევსებას მთხოვს - სახელს, დაბადების წელს, თარიღს, სქესს (სახელი ზვიადი ჩავწერე, სქესი მდედრობითი. იქნებ ვინმე სადმე დაიბნეს). ტელეფონი არ უკითხავს. საწყის წერტილად დელისს არ მათითებინებს - სხვა ადგილიდან გამოსაძახებლად ბარათი უნდა დაამატოო. ქალბატონი ზვიადი ბარათს მათ არ ანდობს!

ისე, სხვა მხრივ, კოხტა, სუფთა აპლიკაცია ჩანს. ალბათ, „ბოლტით“ შთაგონებული, მაგრამ რა უჭირს...

ფასი: 4,00 ლარი სტანდარტი (თუმცა, როდის მოვა არ აწერია). პრემიუმი და მინივენი - 5,60 ლარი, თუმცა არც ერთია თავისუფალი და არც მეორე. სამართლიანი შედარება ვერ გამოდის, რადგან ამჯერად ფილარმონიიდან დელისთან მივდივარ, რაც უფრო მოკლე მანძილია, მაგრამ მაინც, ქმნის ზოგად შთაბეჭდილებას.

რა აქვთ, რაც სხვას არა აქვთ: აპის აღწერიდან: „მონიშნე დანიშნულების ადგილი და ჩვენი აპლიკაცია მაქსიმალურად ოპტიმალური მარშრუტით დაიანგარიშებს ტარიფს თითოეული მგზავრობისთვის, დაამატე ბარათი და გადაიხადე მგზავრობის საფასური მარტივად“. ანუ, არაფერი.





Губернаторы России
Москва

Собянин поздравил победителей городского конкурса в сфере культуры и искусства





Москва

Стали известны все участники РПЛ сезона-2024/2025


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин поздравил москвичей с Международным днем защиты детей



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Елена Волкова

POMPEYA и O! МАРГО выступят на фестивале «НЕБО»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Ролан Гаррос. Расписание 2 июня. Потапова и Швентек сыграют первым запуском, Синнер – последним

Американский боксер Глэнтон прогулялся по центру Москвы

В Москве презентовали медали и экипировку VIII игр «Дети Азии»


Елена Рыбакина

Прямая трансляция матча Елены Рыбакиной против экс-первой ракетки мира на «Ролан Гаррос»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Как маленькая страна собралась "ставить на колени" Россию: Станет ли Путин отвечать Эстонии?



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России