გორში მთავარ ნაძვის ხეს ცეცხლი გაუჩნდა
თვითმხილველების ცნობით, ფეიერვერკის მოხვედრის შედეგად გორის მთავარ ნაძვის ხეს ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაიწვა განათებული ფიგურა.