Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Декабрь
2020

დაიწყო ევროკავშირში საქართველოს გავლით აზერბაიჯანული გაზის მიწოდება

0
დაიწყო ევროკავშირში საქართველოს გავლით აზერბაიჯანული გაზის მიწოდება

დაიწყო  აზერბაიჯანიდან, შაჰ-დენიზის საბადოდან, ევროკავშირში, საქართველოს გავლით გაზის მიწოდების პროცესი.  აზერბაიჯანული შაჰ დენიზის საბადოს ბუნებრივი გაზი თურქეთსა და ევროგაერთიანებს ქვეყნებს მიეწოდება საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიების გავლით.  იგი ევროკავშირის 7 ქვეყნისა და თურქეთის 10 მსხვილ შემსყიდველს მოემსახურება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პროცესის დაწყებას ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით დიდ წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს.  მისი განმარტებით, სამხრეთის დერეფანი ხელს უწყობს ევროპაში ადგილობრივი გაზის წარმოების შემცირების კომპენსირებას.

„გაზის სამხრეთის დერეფნის მნიშვნელოვანი დანიშნულებაა, აგრეთვე, კონკურენციის გაძლიერება საერთო ევროპულ ბაზარზე. ამავდროულად, უზრუნველყოფილი იქნება ბალკანეთის იმ ქვეყნების მომარაგება კომერციულად მიმზიდველი და ეკოლოგიურად მინიმალური ზიანის მომტანი ბუნებრივი გაზით, რომლებიც დღემდე არ იყენებდნენ მას, ან კრიტიკულად არიან დამოკიდებული რუსული გაზის იმპორტზე“,- ნათქვამია პრემიერმინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრემიერისვე განცხადებით, საქართველო სამხრეთ კავკასიაში გზასადენით მიწოდებული ნაკადიდან  გაზს, საბაზრო ფასთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ იაფად მიიღებს. „კონტრაქტი საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს გატარებული გაზის 5 %-მდე მოცულობის გაზი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის კონტაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო, ამ კონტრაქტით, ყოველწლიურად 500 მლნ მ3-მდე გაზს მიიღებს“ -  ნათქვამია პრემიერს სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

სამხრეთი გაზის კორიდორი სამი მილსადენის - „სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება“ (SCPX), „ტრანს-ანატოლიური“ (TANAP) და „ტრანს-ადტრიატიკული“ მილსადენების (TAP) პროექტისაგან შედგება.

სამხრეთის გაზის დერეფნის ერთ-ერთი კომპონენტი - ტრანსანატოლიური მილსადენის პროექტი (TANAP) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, შარშან გახსნა. 

სააგენტო "ტრენდის"  თანახმად, აზერბაიჯანმა პირველად შეძლო ბუნებრივი გაზის ევროკავშირის ქვეყნებისთვის მიწოდება მისლადენის გავლით.

კომპანია SOCAR-ის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდა.

„მადლობა  მინდა გადავუხარო პარტნიორ ქვეყნებსა და კომპანებს, რომლებმაც  შექმნეს „ტრანს-ადტრიატიკული“ მილსადენების (TAP)  და შაჰ-დენიზი 2-ის პროექტი, გაზის სამხრეთის კორიდორი და თავისი წვლილი შეიტანეს აზერბაიჯანული გაზის ევროკავშირის ქვეყნებში მიწოდებაში“,- განაცახადა მან.

აბდულაევის სიტყვებით, ევროპა  გააძლიერებს თავის ენერგოუსაფრთხოებას ახალი წყაროდან, ალტერნატიული მარშრუტით მიღებული გაზის წყალობით.

TAP -ის მმართველი დირექტორის ლუკა სკეპატის თქმით. ეს დღე ისტორიულია არა მხოლოდ პროექტისთვის, არამედ იმ ქვეყნებისთვის, რომელთა ტერიტორიასაც მოიცავს მისლადენი, ასევე  მთელი ევროპის ენერგეტიკული ლადშაფტისთვის.

TAP -ის აქციონერები არიან  SOCAR (20%), bp (20%), Snam (20%), Fluxys (19%), Enagás (16%) и Axpo (5%).





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин поздравил москвичей с Международным днем защиты детей





Москва

В Москве прошла премьера документального фильма "Мамы и дети"


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин поздравил победителей городского конкурса в сфере культуры и искусства



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Сергей Лазарев

Певец Сергей Лазарев купил квартиру для диско-бабушки в Сыктывкаре




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Москве презентовали медали и экипировку VIII игр «Дети Азии»

Источник 360.ru: птенцов придавило тренажером во дворе дома в Москве

Американский боксер Глэнтон прогулялся по центру Москвы


Сюзанн Ленглен

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

«Не вздумайте покупать этот чай даже по акции»: Росконтроль назвал 3 марки, которые в черном списке



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России