სავაჭრო ცენტრები 1-2 იანვარსაც იმუშავებენ
მსხვილი სავაჭრო ცენტრები თბილისში 1 და 2 იანვარსაც იმუშავებენ, შემდეგ კი ფუნქციონირებას დროებით ისევ შეაჩერებენ.
„თბილისი მოლის“ ცნობით, სავაჭრო ცენტრი ღია იქნება 12:00-დან 19:00 საათამდე;
„სითი მოლი“ 1-2 იანვარს 11:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებს;
„გალერია თბილისი“ - 09:30-დან 19:00 საათამდე;
„ისთ ფოინტში“ 1 იანვარს მაღაზიები ღია იქნება 13:00-დან 19:00 საათამდე, ხოლო 2 იანვარს - 08:00-დან 19:00 საათამდე. გამონაკლისი იქნება "დომინო" - ჰიპერმარკეტი არ იმუშავებს;
"გორგია" მხოლოდ 2 იანვარს 09:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2 იანვრიდან 16 იანვრამდე ყველა სავაჭრო ცენტრი ისევ დაიხურება.