აშშ-ი კოვიდ-19-ის ვაქცინის 500 000-ზე მეტ დოზას გააგზავნის კოსოვოში ინფიცირების შემთხვევათა მკვეთრი ზრდის ფონზე
შეერთებული შტატები კორონავირუსის ვაქცინის, „ფაიზერის“, ნახევარ მილიონზე მეტ დოზას გააგზავნის კოსოვოში, შემთხვევათა ზრდისა და ამასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ფონზე ბალკანეთის ქვეყანაში.
განცხადებაში, რომელიც თეთრმა სახლმა რადიო თავისუფლებას გაუგზავნა, ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები 503 100 დოზის გაგზავნას 3 სექტემბერიდან დაიწყებს.
გასულ თვეში აშშ-მა კოსოვოში 35000 დოზა გააგზავნა.
"შეერთებული შტატები ემხრობა იმას, რომ საერთაშორისო ვაქცინაციის ძალისხმევებს იგივე აქტუალობა შესძინოს, როგორიც შინ იყო ნაჩვენები, და ჩვენ გულმოდგინედ ვმუშაობთ იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ კოსოვოს - რაც შეიძლება მეტი - უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინა", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
!
კოსოვოში, რომლის მოსახლეობა 1.8 მილიონს შეადგენს, შემთხვევათა მკვეთრი ზრდა აღინიშნება.
2 სექტემბერს ქვეყანაში დაფიქსირდა 32 სიკვდილის შემთხვევა კოვიდ-19-ით - რაც სარეკორდო მაჩვენებელია - და ინფიცირების 1600-ზე მეტი ახალი შემთხვევა.
ნატოს 28 ქვეყნიდან 3600 სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარი ჯარი ჰყავს განლაგებული კოსოვოში.