ადამიანის უფლებათა დამცველი ბელარუსში, სუდალენკა და მისი ორი თანაშემწე სასამართლოს წინაშე წარდგნენ
ცნობილი ბელარუსი ადამიანის უფლებათა დამცველი ადვოკატი და მისი ორი ასისტენტი სასამართლოს წინაშე წარსდგნენ მას შემდეგ, რაც იურიდიული დახმარება აღმოუჩინეს აქტივისტებს, ჟურნალისტებს და სხვა ადამიანებს, რომლებსაც დევნიდნენ ავტორიტარი მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის რეპრესიებისას.
ლეანიდ სუდალენკას და მისი ორი მოკავშირის, ტაციანა ლასიცასა და მარია ტარასენკას სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა გაიმართა 3 სექტემბერს სასამართლოში სამხრეთ-აღმოსავლეთის ქალაქ ჰომელში.
სამივეს წაყენებული აქვს "საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დამრღვევი მოქმედებების ორგანიზებისა და მომზადების და ასეთი მოქმედების დაფინანსების" ბრალდება. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მათ სამ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
სუდალენკა, ადამიანის უფლებათა ცნობილი დამცველი, ორი ათწლეულის განმავლობაში ხშირად ხდებოდა ბელარუსის ხელისუფლების სამიზნე. აპრილში პოლიციამ ჰომელში მის სახლში ჩხრეკა მოაწყო მაშინ, როცა აქტივისტი შვედეთში იმყოფებოდა.
მუდმივი რეპრესიები დაიწყო მას შემდეგ, რაც 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ლუკაშენკა მეექვსე ვადით გამოაცხადა თავი პრეზიდენტად, რამაც პროტესტის უპრეცედენტო ტალღა გამოიწვია არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფონზე.