გახარია ამბობს, რომ კალაძის ნათქვამმა გული დასწყვიტა და ნანობს, რომ შეხვდა
საქართველოს ყოფილი პრემიერი და მმართველი პარტიის ყოფილი ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელის, კახა კალაძის კომენტარმა გული დასწყვიტა. ამის შესახებ მან "TV პირველის" ეთერში ისაუბრა.
"კალაძესთან მივედი მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ გამეფრთხილებინა - "დღეს მე გავხდები მისი კონკურენტი" და დავაყენებდი ჩემს კანდიდატურას მერობისთვის ბრძოლაში. თქვენ თქვით, რომ ეს ანგარიშვალდებულებაა?! ჩემთვის ეს არის პატივისცემა იმ წლების თანამშრომლობის, რომელიც ჩვენ გვაკავშირებდა. ეს ჩემი პრინციპია. მე ვთვლი, რომ მე სწორად გავაკეთე...
პრემიერიერობიდან რომ წავედი, კალაძე საქმის კურსში არ ჩამიყენებია და არც უნდა ჩამეყენებინა. პრემიერობიდან რომ წავედი, სწორედ იგივე პრინციპით და იგივე ფასეულობით გავაკეთე ზარი ივანიშვილთან, რომ არ მინდოდა ტელევიზორიდან გაეგო ჩემი გადაწყვეტილების შესახებ...
მე არ მინახავს, ახლა რომ მოვედი მითხრეს, ძალიან გული დამწყდა, თურმე კალაძეს უთქვამს, რომ ვერ გავიგე რა უნდოდა, რისთვის მოვიდაო. ეს ნათქვამი მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ მართლა შევცდი და ტყულად მივედი", - თქვა გახარიამ.
კალაძემ გახარიასთან შეხვედრა 2 სექტემებერს დაადასტურდა ასეთი რამ თქვა:
"ეს შეხვედრა შედგა გუშინ დილით, მთავრობის სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე. ფინანსებზე ჩემთან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. სიმართლე გითხრათ, ვერაფერი ვერ გავიგე შეხვედრის მიზანი, მიზეზი. ერთადერთი შეხვედრაზე ითქცა, რომ ის აყენებდა კანდიდატურას და არ უნდოდა, ეს გამეგო ტელევიზიით, გადაწყვიტა, თავად ეთქვა ეს ყველაფერი. დანარჩენი ვერაფერი გავიგე".
1 სექტემბერს გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ "საქართველოსთვის" პარტიის სახელით თბილისის მერობის კანდიდატად იყრიდა კენჭს. ამ თანამდებობაზე კენჭს იყრის "ქართული ოცნების" სახელით კახა კალაძეც. ამ შეხვედრის შესახებ ისაუბრეს მმართველი პარტიის ლიდერებმა.