Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Сентябрь
2021

ელენე ხოშტარია სამართლებრივ დავას იწყებს სუს-ის წინააღმდეგ

0
ელენე ხოშტარია სამართლებრივ დავას იწყებს სუს-ის წინააღმდეგ

პოლიტიკური პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია აპირებს სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ, რომელიც სტრასბურგის სასამართლომდე მივა. ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ფარული ჩანაწერების მიხედვით ამ დრომდე გასაჯაროებულ ყველა დოკუმენტში ამბები, რომლებშიც ის არის ნახსენები, ნამდვილად მოხდა, რაც ჩანაწერების ავთენტიკურობის დადასტურებაა. ელენე ხოშტარია სხვა პოლიტიკოსებს, აქტივისტებსა და იურისტებს სთავაზობს გაერთიანებას ამ სამართლებრივ ბრძოლაში იმისათვის, რომ ერთად შექმნან სამართლებრივი პრაქტიკა უკანონო მოსმენებისა და პირადი ცხოვრებით შანტაჟის წინააღმდეგ.

"ამ თავხედობის ამ მასშტაბით ჩვენება და “ქართული ოცნების” რეაქცია, რომ დიპლომატების, ბაგა-ბაღის მასწავლებლების და დირექტორების ჩაწერა არის ნორმალური, საჭიროებს ჩვენი საზოგადოების მხრიდან რეაგირებას.

არ ვაპირებ, ჩემი პოლიტიკური ცხოვრების არცერთ ეტაპზე კომენტარები ვაკეთო, ჩემი თუ სხვისი პირადი ცხოვრების შემცველი მასალების შინაარსზე. როგორი მომგებიანიც არ უნდა ჩანდეს წულუკიანის ან “ოცნების” პოლიტიკოსების პირად საუბრებზე ლაპარაკი, რომელიმე მომენტში.

ვაპირებ ამ უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლას და მოვუწოდებ ყველა ჩვენს მეგობარს, საქართველოს მოქალაქეებს, ასეთი ძალიან ბევრია, რომ ყველამ ერთად დავიწყოთ სამართლებრივი პროცესი, რომელიც, საბოლოო ჯამში, მივა სტრასბურგამდე. შევქმნათ მნიშვნელოვანი პრეცედენტი, რომ საქართველოში საქართველოს მოქალაქეები, არცერთ ეტაპზე არ ეგუებიან და არც არასდროს შეეგუებიან ჩაწერებს.

მე არ მაქვს ილუზია, რომ აქ, საქართველოში, ამ სამართლებრივ ბრძოლას ექნება აზრი, მაგრამ ეს იქნება პროტესტის ძალიან დიდი აქტი", - თქვა ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

პარტიის იურისტის, გიგა ლემონჯავას თქმით, უკანონო მოსმენების წინააღმდეგ სამართლებრივ დავას ორი მიზანი ექნება:

"პირველი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მომუშავე ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად არღვევენ კანონს, კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ეს უკანონობა არ დარჩება რეაგირების გარეშე და მათ აუცილებლად მოუწევთ სამართლებრივად პასუხის გაცემა ამ უმძიმეს დანაშაულებზე.

მეორე, გარდა პოლიტიკურისა, მნიშვნელოვანია, საქართველოში დამკვიდრდეს ერთიანი, უნიფიცირებული, სამართლებრივი სტანდარტი მოსმენებთან და თვალთვალთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ეფექტიანი, სამართლიანი, სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, დაიცავს საქართველოს მოქალაქეებს. ასევე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და ყველა ადამიანს უკანონო მოსმენისგან და თვალთვალისაგან", - თქვა ლემონჯავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მხოლოდ 2021 წელს, სხვადასხვა დროს მედიის ხელში აღმოჩნდა სავარაუდოდ სუს-ის მიერ შედგენილი ჩანაწერები ჟურნალისტების, სკოლის დირექტორების და სასულიერო პირების მიმართ. ეს უკანასკნელი ყველაზე მასშტაბური "საიდუმლო ფაილების" გამომჟღავნების შემთხვევაა. ათასობით ფაილში საუბარია მღვდლებისა და ეპისკოპოსების ჩადენილ დანაშაულებზე, მათ პირად და ინტიმურ კავშირებზე, კონტაქტებსა და ბიზნესებზე. ფაილები სავარაუდოდ სუს-სა და შინაგან საქმეთა სამინისტროშია დამზადებული 2013 წლიდან 2020 წლის ჩათვლით.





Губернаторы России
Москва

Собянин: Новый корпус больницы святого Владимира планируется открыть в 2025 году





Москва

На борту самолета, летевшего из Москвы в Турцию, из-за жары погибла кошка якутского пилота


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: На северо-западе Москвы открылся волонтерский центр «Доброе место»



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Николай Цискаридзе

«Я счастлив, что больной ее никто не видел» — Цискаридзе о Заворотнюк




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Неделя легкой атлетики пройдет в Москве

Один из лидеров «Салавата Юлаева» подписал контракт с ЦСКА: теперь официально

«Зенит» добыл волевую победу в матче с «Балтикой» и завоевал Кубок России


Ролан Гаррос

Прямая трансляция матча Рыбакиной с победительницей четырех "Больших шлемов"



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Эксперт назвал пять минусов работы в IT-сфере



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России