Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Октябрь
2021

შარიათის რომელ ვერსიას მისდევს თალიბანი?

0
შარიათის რომელ ვერსიას მისდევს თალიბანი?

როცა თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობა აცხადებს, რომ ავღანეთში ისლამის კანონს ამკვიდრებს, ის შარიათის სუნიტური ვერსიის საკუთარ ვარიანტს გულისხმობს.

უნივერსალური ისლამური სამართალი არ არსებობს, ვინაიდან შარიათი გახსნილია ინტერპრეტაციებისთვის.

არსებობს ისლამური იურისპრუდენციის ხუთი სკოლა - ოთხი სუნიტური და ერთი შიიტური.

ამის გამოა, რომ თალიბანის სამართლებრივი სისტემა განსხვავდება სხვა მუსლიმური სახელმწიფოებისგან, მათ შორის იმათგან, სადაც, თალიბანის მსგავსად, სუნიტური ისლამია გავრცელებული.

„შარიათი საკუთარ თავში მოიცავს კერძო ქცევის ფართო სფეროს, რომელიც მრავალ ქვეყანაში ჩვეულებრივ არ არის რეგულირებული იურიდიული კანონებით,“ ამბობს პოლიტოლოგიის პროფესორი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან ნათან ბრაუნი. „უფრო ზოგადი, მაგრამ უფრო ზუსტი თარგმანი შეიძლება იყოს ‘მოქმედების ისლამური წესი.’“

თალიბანის მკაცრი კურსის ისლამი დასაბამს იღებს XIX საუკუნის კოლონიურ ინდოეთში აღმოცენებული დეობანდის მოძრაობიდან. ეს მოძრაობა დღემდე წამყვან როლს თამაშობს პაკისტანსა და ავღანეთში და მის საფუძველს წარმოადგენს იურისპრუდენციის ჰანაფის სკოლა.

ქაბულის ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი ჰარუნ რაჰიმი, რომელმაც ავღანეთი დატოვა, აღნიშნავს, რომ შარიათის ის ვერსია, რომელსაც თალიბანი მისდევს, ასევე საზრდოობს ადგილობრივი ავღანეთისა და პაკისტანის ტომობრივი რეგიონების ტრადიციებით.

რაჰიმის თქმით, თალიბები თავს ჰანაფის სკოლის მიმდევრებად მიიჩნევენ, თუმცა ხშირად ძალზე მწირ განათლებას ფლობენ ამ სფეროში.

ერთ-ერთი თვალშისაცემი სხვაობა თალიბანის სასამართლოებსა და სხვა მუსლიმური ქვეყნების სასამართლოებს შორის ისაა, რომ თალიბანი ნაკლებად იკავებს თავს საჯაროდ დასჯის რიტუალებისგან, როგორებიცაა ხალხის თანდასწრებით სიკვდილით დასჯა, ამპუტაცია ან გაროზგვა.

ასეთ სხვაობას საფუძვლად უდევს „ყისასი“, შურისძიების ტრადიცია - „თვალი თვალისა წილ“ ან „სამართლიანი შურისძიება“.

ყისასის მიხედვით, მკვლელობისთვის გასამართლებულს საჯაროდ სჯიან სიკვდილით, თუ ამას მსხვერპლის ნათესავები მოითხოვენ. მსხვერპლის ნათესავებმა შეიძლება არჩიონ ფინანსური ანაზღაურება მკვლელისგან.

„სამართლიანი შურისძიების“ სისტემა სხვადასხვა ხარისხით გამოიყენება საუდის არაბეთში, ირანში, პაკისტანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ყატარში და ნიგერიის ზოგიერთ ნაწილში.

მაგრამ საჯაროდ სიკვდილით დასჯა ბევრად უფრო გავრცელებული იყო და ბევრად უფრო მეტი ზარ-ზეიმით ტარდებოდა თალიბანის მმართველობისას 1990-იანი წლების შუაში.

რაჰიმის აზრით, თუ გავითვალისწინებთ, რომ „თალიბანი მარტივად და არაკრიტიკულად  კითხულობს ისლამურ ტექსტებს,“ ის არ მოელის, რომ თალიბანის მოსამართლეები „სამართლიანი შურისძიების“ თაობაზე ყურანის სურების რთულ ინტერპრეტაციას მიმართავენ, როგორც ეს სხვა მუსლიმურ ქვეყნებში ხდება. თალიბანი ყურანს შედარებით ზედაპირულად კითხულობს და ინტერპრეტაციის მეტი შესაძლებლობებიც აქვს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია „ჰუდუდის“ სასჯელი „ღვთის წინაშე დანაშაულისთვის“, როგორიცაა, მაგალითად, საჯაროდ გაროზგვა მეუღლის ღალატისა და ალკოჰოლის სმისთვის, ან ამპუტაცია გზაზე ყაჩაღობის ან ზოგიერთი სახის ქურდობისთვის. სასჯელის ეს ფორმები ყურანში წერია და სავალდებულოა.

მაგრამ, რაჰიმის თქმით, ჰუდუდის შემთხვევაში ძალზე მნიშვნელოვანია მტკიცებულებების მაღალი სტანდარტი და ამის გამო მუსლიმური ქვეყნების უმეტეს ნაწილში სასჯელის ამ ფორმებს იშვიათად მიმართავენ.

„ამ ქვეყნებში სასამართლოებმა დაადგინეს, რომ ჰუდუდისგან თავი უნდა შეიკავონ, თუკი საქმეში არსებობს ოდნავი ეჭვი ან ორაზროვნება,“ ამბობს რაჰიმი.

ამისგან განსხვავებით, თალიბანის სასამართლოებში არ არის სათანადო მიდგომა და წარსულში მათ ძალზე ხშირად გამოუყენებიათ საჯაროდ სიკვდილის დასჯა, ამპუტაცია და გაროზგვა სპორტულ სტადიონებზე.

შარიათის თალიბანისეულ ინტერპრეტაციასა და სხვა მუსლიმური ქვეყნების სასამართლო სისტემებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების მონაწილეობის საკითხშიც.

1996-2001 წელს ავღანეთში ხელისუფლების სათავეში ყოფნის დროს თალიბანმა ქალებს განათლების მიღება აუკრძალა. ქალებს ასევე ეკრძალებოდათ მამაკაცი ნათესავის თანხლების გარეშე სახლიდან გასვლა.

შედარებისთვის: უკანასკნელ პერიოდში ქალები სახელმწიფოს მეთაურები იყვნენ პაკისტანში, ინდონეზიაში, თურქეთში, ბანგლადეშში, ყირგიზეთში, კოსოვოში, ტუნისში, ტანზანიასა და მალიში.

BBC-ის სპარსული სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელისა და ისლამის სპეციალისტის, ბაქერ მოინის თქმით, ქალების მიმართ დამოკიდებულებაში თალიბანის პოზიცია სცილდება შარიათის კანონის ფარგლებს.

„როცა თალიბანი ამბობს, რომ შარიათის კანონის მიხედვით მოქმედებს, ეს არ ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს შარიათის კანონთან,“ ამბობს მოინი. „ესაა შარიათის მათი, ტომობრივი ვერსია და ასეც უნდა იწოდებოდეს.“

მოინი დაასკვნის, რომ თალიბანი არღვევს წინასწარმეტყველ მუჰამედისგან მომდინარე ტრადიციას ქალთა განათლების საკითხში.

„განათლებიდან ქალების გამორიცხვას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რასაც ისლამური ტრადიციის სახით ვიცნობთ. ყველა მუსლიმი სწავლული იზიარებს წინასწარმეტყველის სიტყვებს, რომ ‘ცოდნის შეძენა ყველა მუსლიმის მოვალეობაა’, სულ ერთია, კაცია ის თუ ქალი,“ ამბობს მოინი.

რაც შეეხება დარულ ულომ დეობანდს, ისლამურ სკოლას ჩრდილოეთ ინდოეთში, საიდანაც მომდინარეობს გავლენიანი დეობანდის მოძრაობა, მისმა 82 წლის ხელმძღვანელმა, მაულანა სიედ არშად მადანიმ რადიო თავისუფლებასთან საუბარში გაამართლა თალიბანის მიერ ქალების და კაცების სეგრეგაციის პრაქტიკა, რათა „თავიდან იქნეს აცილებული ცთუნება.“

მაგრამ მადანიმ, რომელიც აცხადებს, რომ მის სკოლას ამჟამად არა აქვს თალიბანთან კავშირი, მიიჩნევს, რომ თალიბანმა განათლების მიღების უფლება უნდა მისცეს ქალებს.

თალიბანის მიერ მართული ავღანეთის გარდა სხვა ისლამურ ქვეყნებშიც აცხადებენ, რომ მათი მმართველობა შარიათის კანონს ემყარება. ასეთები არიან, მაგალითად, საუდის არაბეთი, სადაც სუნიტური ისლამია გავრცელებული, და ირანი, სადაც ძირითადად შიიტები ცხოვრობენ.

ასეთი რეჟიმები ხშირად იწვევენ ხოლმე ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს შეშფოთებას. პრობლემებს განსაკუთრებით ხედავენ სისხლის სამართალთან დაკავშირებულ საკითხებში, სისხლის სამართლის საქმეთა პროცედურებში, ქალთა სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ წესებში და იმაში, თუ როგორ ერევა რეჟიმი რელიგიური მცნებების შესაბამისად პირადი და საჯარო ცხოვრების ყველა სფეროში.

უფრო კომპლექსური ურთიერთობაა ისლამურ კანონს, ტომობრივ ტრადიციასა და სასამართლო კოდექსს შორის სხვა ქვეყნებში, სადაც ისლამი სახელმწიფო რელიგიაა, მაგალითად, პაკისტანსა და ეგვიპტეში, ანდა სეკულარულ თურქეთში, სადაც უმრავლესობა მუსლიმები არიან.

 

ისლამური კანონის წყარო

შარიათის კანონს ოთხი ძირითადი წყარო აქვს.

ისლამური სამართლის ყველა სკოლისთვის „გამოცხადებით“ მოპოვებული უპირველესი წყარო არის ყურანი - წმიდა წიგნი, რომელიც, ყველა მუსლიმის რწმენით, ღმერთმა პირდაპირ უკარნახა წინასწარმეტყველ მუჰამედს.

ისლამური სამართლისთვის „გამოცხადებით“ მიღებული კიდევ ერთი ძირითადი წყაროა სუნა - მუჰამედის სწავლებანი და საქმენი, რაც ჰადისის ტექსტშია ჩაწერილი.

არსებობს კიდევ წყაროები, რომლებიც არ მომდინარეობს „გამოცხადებიდან“ და ისინი ადამიანის განსჯას ემყარება. ისლამური სამართლის სხვადასხვა სკოლა სხვადასხვა მნიშვნელობას ანიჭებს მათ. ერთ-ერთი ასეთი წყარო, რომელიც გამოცხადებას არ ემყარება, არის ყიასი - მუსლიმი იურისტების მიერ ისლამური სასამართლო პრინციპების დამოუკიდებელი ინტერპრეტაცია.

მეორეა იჯმა - კონსენსუსი ისლამის სწავლულთა შორის ან მუსლიმურ თემში.

ისლამური მოძღვრების სკოლები

ისლამური სამართლის მთავარი სკოლები ემყარება სხვადასხვა „ადამიანურ გაგებას“, არაბულად „ფიყჰს“, რომელიც ყურანისა და ჰადისის შესახებ ჩამოყალიბდა მუჰამედის სიკვდილიდან საუკუნეების განმავლობაში.

სამართლის არცერთი სკოლა არ არის მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ რეგიონში მიღებული. მიუხედავად ამისა, ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებში დომინირებენ.

როგორც ისლამის სწავლული, ერთადერთი დასავლელი, რომელმაც დარულ ულომ დეობანდის სკოლა დაამთავრა, ჯონ მოჰამად ბატი, ამბობს, ოთხ სუნიტურ სკოლას შორის სხვაობა რელიგიის უფრო მეორეხარისხოვან ასპექტებს ეხება, ვიდრე რელიგიური პრაქტიკის ფუნდამენტურ საკითხს.

„ძალიან პატარა განსხვავებებია და ყოველთვის ამბობენ, რომ ოთხივე სუნიტური მიმდინარეობა თანაბრად აქტუალური და თანაბრად სწორია,“ უთხრა ბატმა რადიო თავისუფლებას. მისი თქმით, განსხვავება ძირითადად იმამებს ეხება და ამ სკოლებს შორის სრულიად არავითარი დაპირისპირება არ არსებოს.

სამხრეთ აზიასა და ცენტრალურ აზიაში დომინირებს ჰანაფის სკოლა. მას მისდევს მსოფლიოს მუსლიმთა ერთი მესამედი.

ჰანაფის კანონმდებლობით, ისლამურ კანონში დაშვებულია იურისტების დისკრეცია, ასევე თემის ტრადიციული წეს-ჩვეულებები.

თალიბანის შარიათი, რომელზეც ავღანეთისა და პაკისტანის ტომობრივი ტრადიციებიც ახდენს გავლენას, ჰანაფის ერთ-ერთი ვარიანტია.

 

მალიქის კანონმდებლობა ძირითადად ჩრდილოეთ და დასავლეთ აფრიკაშია გავრცელებული. შუა საუკუნეებში შარიათის ეს მიმართულება გავრცელებული იყო ევროპის სამხრეთშიც, როცა ესპანეთსა და პორტუგალიაში, ასევე სიცილიაში, ისლამური სახელმწიფოები არსებობდა.

მალიქის ტრადიცია მოიცავს არა მხოლოდ იმას, რაც ჰადისის ტექსტშია, არამედ ასევე ცნობილ სასამართლო გადაწყვეტილებებს ისლამის ადრეული ისტორიიდან.   

ჰანაფის მსგავსად, მალიქის სკოლაში შარიათის წყაროდ დაშვებულია იურისტების დისკრეცია და თემის წეს-ჩვეულებები.

შაფიის კანონმდებლობა ძირითადად გავრცელებულია აღმოსავლეთ აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ასევე ჩეჩნეთსა და ინგუშეთში. ეს სკოლა შარიათის წყაროდ არ აღიარებს სამართლის სკოლების იურიდიულ გადაწყვეტილებებს.

ყველაზე პატარა სუნიტური სკოლა არის ჰანბალი. ეს მკაცრად ტრადიციული სუნიტური სკოლა ძირითადად გავრცელებულია საუდის არაბეთსა და ყატარში, სადაც ის ოფიციალურ კანონმდებლობად მიიჩნევა. ჰანბალის დიდი რაოდენობით მიმდევრები არიან სხვა ქვეყნებშიც: არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, სირიაში, ომანსა და იემენში, ასევე ერაყისა და იორდანიის მომთაბარე ტომებში.

სალაფიტების ან ვაჰაბიტების სექტა, რომლის მიმდევარი იყო ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ყაიდის“ დამაარსებელი ოსამა ბინ ლადენი, XVIII საუკუნეში აღმოცენდა როგორც ჰანბალის სკოლის რეფორმირებული ვარიანტი.

ჯაფარი არის შიიტური ისლამის მთავარი კანონმდებლობა. ის ირანის კონსტიტუციაშია ჩაწერილი.

ჯაფარის სკოლა ოთხივე სუნიტური სკოლისგან განსხვავდება იმით, რომ ის ემყარება იჯტიჰადს - იურიდიულ საკითხებში იურისტების დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს.

სუნიტური სამართლისგან ჯაფარი პრაქტიკული თვალსაზრისითაც განსხვავდება ისეთ საკითხებში, როგორებიცაა, მაგალითად, მემკვიდრეობა, რელიგიური გადასახადები, ვაჭრობა, პიროვნების სტატუსი და სხვ.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день





Москва

Познание мышления мозга


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Уровень безработицы в Москве будет снижен до 1,2 процента к 2030 году



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Владимир Спиваков

Юные таланты под эгидой Фонда Спивакова дали концерт в «Михайловском»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Москве пройдет групповая шоссейная велогонка Cyclingrace Столица. Старт состоится 6 июля

Новичок ярославского «Локомотива» сыграет в гала-матче в Москве

Детская зона «ЯРКО» – на Летней Спартакиаде «Газпром-Медиа Холдинга»


WTA

Анна Калинская впервые вошла в топ‑20 рейтинга WTA



Новости Крыма на Sevpoisk.ru


ЦБ

В России появилась новая инвестиционная платформа investin.vc с лицензией ЦБ



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России