ხუთი პაკისტანელი სამხედრო დაიღუპა ადგილობრივი თალიბანის მიერ მოწყობილ ჩასაფრებაში
![ხუთი პაკისტანელი სამხედრო დაიღუპა ადგილობრივი თალიბანის მიერ მოწყობილ ჩასაფრებაში](https://gdb.rferl.org/7c1c6f27-465a-4365-b1c6-5f2d7f0d8011_w800_h450.jpg)
პაკისტანის უსაფრთხოების ხუთი წევრი დაიღუპა ჩრდილოეთ ვაზირისტანის უკონტროლო არეალში მოწყობილ თადასხმაში, რომელზეც პასუხისმგებლობა პაკისტანის თალიბანმა, თეჰრიქ-ე თალიბანმა(TTP), აიღო.
ექსტრემისტები თავს დაესხნენ სამხედრო პატრულს, რომელიც 2 ოქტომბერს სამძებრო ოპერაციას ახორციელებდა სალაფზაის რაიონში.
თეჰრიქ-ე თალიბანმა(TTP) ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გაახშირა თავდასხმები უსაფრთხოების ძალებზე ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონში
14 სექტემბერს ჩრდილოეთ ვაზრისტანში მკაცრი კურსის მიმდევარი ისლამისტური დაჯგუფების მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად 7 პაკისტანელი სამხედრო პირი დაიღუპა.