Edison Research: კახა კალაძე - 44%; ნიკა მელია - 40%
"ფორმულას" დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, თბილისში მერის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება. ბოლო, 20:00 საათის მონაცემებით პირველ ორ კანდიდატს შორის სხვაობა მცირედია და ვერცერთი ლახავს მერად გახდომისთვის აუცილებელ 50-პროცენტიან ზღვარს.
კვლევის მიხედვით, მონაცემები ასე გადანაწილდა:
კახა კალაძე, ქართული ოცნება - 44%
ნიკა მელია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 40%
გიორგი გახარია, საქართველოსთვის - 7%
ანა დოლიძე, მოძრაობა ხალხისთვის - 5%;
თამარ კეკენაძე - მესამე ძალა - 1%
გიორგი ლომია, პატრიოტთა ალიანსი - 1%;
ანა ბიბილაშვილი, ლელო - 1%;
რინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ - 1%
კვლევა "ფორმულას" დაკვეთით Edison Research-მა ჩაატარა.
ეგზიტპოლის ფარგლებში გამოიკითხა 14 660 ადამიანი, 95%-იანი სანდოობისთვის +/- 2%-ია. კვლევის სხვა დეტალები იხილეთ "ფორმულაზე".